მოკლედ აქ საქმე დგას შემდეგნირად:
1. ამ შემთხვევაში გოგო (დეიდა) არ წარმოადგენს არაფერსა და არავის, შესაბამისად, ტაქსისტს ვერ შეედავები იმაში, რომ მას საიჯარო ქირას არ უხდის;
2. ტაქსისტი ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა, ხოლო ვინაიდან კრედიტორი არ არის სახეზე, მან ვალდებულება უნდა შეასრულოს დეპონირებით, ანუ იმავე ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანით, ვინც დაამოწმა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება;
3. მალვაში მყოფი ბიჭის მიერ მინდობილობის გაკეთება დეიდის სახელზე, ამ უკანასკნელს უეჭველად შეუქმნის პრობლემებს - შესაბამისად არ ღირს (თუმცა ძველი თარიღით ჩალიჩი მოსული პონტია ჩვენთან Georgia-ში

)
4. საჭიროა ის ბიჭი გამოჩნდეს, მალვაში ყოფნა არ ვარგა, მერე გაფორმდება საპროცესო, გირაოდ შეიტანოს მანქანა, მერე მიადგებიან ბოროტ ტაქსისტს მასზე ბოროტი ბიძიები და გადმოსვამენ მანქანიდან, ხოლო თუ ის მანქანა მართლაც ელიავაზეა დაშლილი, მაშინ იმ ზღარბსაც მიაყოლებენ ზედ - ხელი რომ ჰკრა