მოკლედ ახლა რა ხდება,
მშვენიერია როცა მოდერატორი ხარ, მშვენიერია როცა მსგავსი ადმინისტრაციული ფუნქციები გაქვს და იმასაც არა უშავს როცა რაიმე მსგავსი იდეა დაგებადება თავში

მოკლედ ამდენი ხანია ვცდილობ, ვიღწვი და ღამეებს ვათენებ სამართლის განყოფილებაზე ფიქრით, ჰოდა ამ ბოლო დროს რატომღაც ჩემი მოუცლელობის გამო განყოფილება მოგვიძველდა, არაფერი საინტერესო აღარ ხდებოდა, სამაგიეროდ ასე თუ ისე შემჩნეული მყავდა ხალხი რომელიც მეტნაკლებად მუდმივად გვსტუმრობდა განყოფილებაში. ჰოდა ამ ნათლისღებას მე რათქმაუნდა ისევ ფორუმზე ვფიქრობდი და მინდოდა რამენაირად კიდევ უფრო დამეახლოვებინა სამართლის განყოფილების შემჩნეული მუდმივი იუზერები, ჰოდა რატომღაც ჩემს ნათელ თავში ასეთი იდეა მოვიდა:
თუ დახურავ ყველა აქტიურ თემას პირველ გვერდზე, შემოვლენ იუზერები, ვერაფერს დაპოსტავენ და ამას რა თქმა უნდა მოყვება ის რომ გაიხსნება ახალი თემა შინაარსით "რა ხდება, რატომ დაგვიხურეს თემები?" ეს ამბავი მალე გავრცელდება მთელს ფორუმზე და ყველა ვინც ამას გაიგებს ერთხელ მაინც შემოიხედავს სამართალში, შემოიხედავს და დაპოსტავს, დაპოსტავენ მუდმივი იუზერებიც და ეს ერთგვარი სამართლის განყოფილების იუზერების კონსოლიდაცია და განყოფილების პროპაგანდა იქნება. ეს კი ძალიან დადებითად წაადგება თვით განყოფილების მუშაობას.
სიახლეები ყველგან და ყოველთვის ხომ საჭიროა, ხომ ამას მოითხოვთ იუზერები მოდერატორისაგან ყოველთვის?
ჰოდა მიიღეთ ბატონო, ასეა თუ ისე გახურდა განყოფილება

ოღონდ ნამეტანი არ დამჭიპოთ

მუდამ თქვენს გვერდით,
თქვენი მოდერატორი
This post has been edited by llev on 20 Jan 2007, 15:34