Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(16)
« პირველი
...
14
15
[16]
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ორმაგი მოქალაქეობა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
keeper
Crazy Member
ჯგუფი: Registered
keeper
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1021
წევრი No.: 183642
რეგისტრ.: 22-March 14
#40752855
· 29 Apr 2014, 11:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჩემი მეგობარი არის აფხაზი ცოლი მოიყვანა რუსთის მოქალაქე ეთნიკურად ოსი და უარი უთხრეს საქართველოს მოქალაქეობაზე, ამაზრზენი ფაქტია
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2648
წევრი No.: 10411
რეგისტრ.: 25-May 05
#40768249
· 30 Apr 2014, 15:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(keeper @ 29 Apr 2014, 10:55 )
ჩემი მეგობარი არის აფხაზი ცოლი მოიყვანა რუსთის მოქალაქე ეთნიკურად ოსი და უარი უთხრეს საქართველოს მოქალაქეობაზე, ამაზრზენი ფაქტია
ბევრს ეუბნებიან საქ. მოქ-ბაზე უარს, იმათაც ვისაც ჰქონდათ საქ. მოქ-ბა.
აიღოს დროებითი ან მუდმივი ბინადრობა.........
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sindbad-name
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
sindbad-name
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5594
წევრი No.: 46066
რეგისტრ.: 8-November 07
#40778970
· 1 May 2014, 12:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
როდიდან შედის ახალი კანონპროექტი ძალაში?
როგორც ინტერპრესნიუსმა დაბეჭდა დაუშვებელია საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდეს პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშოირებით. მე ავტომატურად შემიწყდა საქართველოს მოქალაქეობა და ძალიან მინდა რომ დავიბრუნო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2648
წევრი No.: 10411
რეგისტრ.: 25-May 05
#40780009
· 1 May 2014, 14:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(sindbad-name @ 1 May 2014, 11:47 )
როდიდან შედის ახალი კანონპროექტი ძალაში?
როგორც ინტერპრესნიუსმა დაბეჭდა დაუშვებელია საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდეს პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშოირებით. მე ავტომატურად შემიწყდა საქართველოს მოქალაქეობა და ძალიან მინდა რომ დავიბრუნო.
შე უნდა შეგიწყდა საქ. მოქ-ბა, ანუ შენ გამოაჩინე საქ-ში შენი უცხო პასპორტი და მაგის გამო. აღდგენის პროცედურას ვერ გაივლი, უარი უნდა თქვა შენს ახლანდელ მოქ-ბაზე.
ამიტომ მე შენ გირჩევ დროზე აიღე მუდმივი ბინადრობის მოწმობა 1 სექტემბრამდე "როგორ საქ. მოქ. შეწყვეტილმა" - 210 ლარი. მერე გართულდე საქმე, აიღე მუდმივი ბინადრობა, უთხარი ბაზაში ნახონ რომ შეწყვეტილი გაქვს მოქ-ბა. მიმართე იუს. სახლს ან საკონსულოს ქართულს, 10-30 დღეში მოგცემენ მუდმივ ბინადრობას, მერე ამის მერე დაწერე განცხადება საქ. პრეზიდენტის სახელზე იუსტ. სახლში - 250 ლარი, მოქ. მინიჭებაზე (ე.წ. ორმაგზე, გამონაკლისი, საპატიო მოქ-ბა) და მოგცემენ წესით ქართულს ისევე!!!
გააჩნია რა პასპორტი გაქვს ახლა ხელში, თუ ეგ ქვეყანა არ გიგძალავს მეორე პასპორტის მფლობას.
რაც შეეხება საქ. მოქალაქეობის შეწყვეტას სხვა მოქ. მიღებაზე - ეგ მუხლი დევს ჯერ არ ამოუღიათ, რამდენჯერ ვუთხარი ამოიღეთ თქო, ეგ აფუჭებს ყველაფერს....... ნახეთ ჩემი დასკვნა:
კანონი "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
მარტო ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს შტერული კანონი!!!
ესენი კოსმოსში არიან: Молдова празднует отмену визового режима с ЕС
და ჩვენ კიდევ რავიცი რა....... დაბალი დონეა ჩვენთან ჯერ ამ სფეროში, მარტო ართულებენ საქმეს.......
* * *
ეს არის ეგ ნიუვსი:
83 მომხრე - არც ერთი წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ახალი კანონი მიიღო.
კანონპროექტის თანახმად, ახლებურად წესრიგდება და რიგ შემთხვევებში მარტივდება საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, დადგენისა და შეწყვეტის საკითხები.
შეიცვალა ბავშვის მოქალაქეობის მოპოვების პირობები, როცა არც ერთი მშობელი არ არის საქართველოს მოქალაქე. ასევე, კანონი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე სუროგაციის წესით დაბადებული ბავშვის მოქალაქეობის საკითხს. ამ გზით დაბადებული ბავშვი დაბადებით საქართველოს მოქალაქეობას მოიპოვებს, თუ მისი გენეტიკური მშობლების მოქალაქეობის სახელმწიფო არ მიიჩნევს საკუთარ მოქალაქედ. პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ითვალისწინებს გამონაკლისს ქმედუუნარო და ფიზიკური ნაკლის მქონე პირების საქართველოს მოქალაქედ მიღებისას სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ტესტირებისაგან გათავისუფლებას.
კანონპროექტით საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები განსხვავებულად განისაზღვრა სრულწლოვანი და არასრულწლოვანი პირებისთვის. კერძოდ, ამ უკანასკნელს არ მოეთხოვება საქართველოს ტერიტორიაზე 5-წლიანი ცხოვრება და ენისა და სამართლის საფუძვლების ცოდნა, ასევე უძრავი ქონების ფლობა საქართველოს ტერიტორიაზე. კანონის პროექტით გაუქმებულია საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი - არასაპატიო მიზეზით 2 წლის განმავლობაში საკონსულო აღრიცხვის არქონა. ამასთან, კანონით განსაზღვრულია უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის დაუშვებლობა იმ პირთათვის, ვისაც მინიჭებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...-damtkicda.html
ანუ იმათ არ შეუწყდება საქ. მოქ-ბა ვისაც პრეზიდენტმა მიანიჭა (საპატიო, ორმაგი მოქ-ბა), შენ რაზეც იძახი ეგ არ გეხება შენ, მიმართე პრეზიდენტს და სთხოვე მოქ-ბა თავიდან:
http://psh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=389
რა შემთხვევაში შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ამავდროულად საქართველოს მოქალაქეობაც მომენიჭოს?
საქართველოს პრეზედენტის გადაწყვეტილებით, თქვენ შეიძლება მოგენიჭოთ საქართველოს მოქალაქეობა, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვის გარეშე, ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ან იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.
როგორ მივიღო უცხო ქვეყნის მოქალაქემ ამავდროულად საქართველოს მოქალაქეობაც?
თქვენ განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს პირადად, საკონსულო დაწესებულების ან ბათუმის იუსტიციის სახლის მეშვეობით.
თქვენ ასევე შეგიძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ინტერნეტის მეშვეობით, შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია, დაასკანეროთ ყველა საჭირო დოკუმენტი, ელექტრონულად დაურთოთ განაცხადს და ასე, სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრიროთ თქვენი განცხადება.
საკითხის განსახილველად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე;
დაბადების მოწმობის ასლი (თუ დაბადებული ხართ საზღვარგარეთ და გაქვთ აღნიშნული დოკუმენტი);
პასპორტის ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის დადგენილი წესით დამოწმებული ასლი;
2 რეკომენდაცია-თქვენთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან;
2 ფოტოსურათი;
კანონით დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განცხადება და აღნიშნული დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ სათანადო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.
14 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში დამატებით საჭიროა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.
14-დან 18 წლამდე პირის განცხადებას (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) თან უნდა ერთვოდეს კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.
წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ პირადად, მინდობილობის მქონე პიროვნების ან ფოსტის მეშვეობით.
საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დამატებით საჭირო გახდეს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც ასაბუთებენ თქვენს მიერ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებულ ცალკეულ გარემოებებს.
მომსახურების ვადა და საფასური:
მომსახურების ვადა
მომსახურების ტარიფი
მე-80 დღეს
250
მე-60 დღეს
350
30-ე დღეს
500
----------- (ეს რჩება ისევე, ოღონდ არ ეხება - ვისაც პრეზიდენტიდან აქვს მოქ-ბა მიღებული-მინიჭებული, ორმაგი-საპატიო)
რა შემთხვევაში შეიძლება დავკარგო საქართველოს მოქალაქეობა?
თქვენ დაკარგავთ საქართველოს მოქალაქეობას, თუ:
მიიღებთ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას;
თუ დადასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვეთ ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;
თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შეხვალთ სხვა სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის, მმართველობის ან სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებში .
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tik:)
Member
ჯგუფი: Registered
tik:)
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 57
წევრი No.: 183496
რეგისტრ.: 19-March 14
#40780490
· 1 May 2014, 15:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვისაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს სააკაშვილის დროს მიღებული მათ ეხებათ ეს ცვლილებები? თუ ჩვეულ;ებრივად აქვთ ისევ ორივე ქვეყნის მოქალაქეობა ? და მეორე რაც მაინტერესებს ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში რომელი ქვეყნის პენსია ენიშნებათ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
sindbad-name
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
sindbad-name
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5594
წევრი No.: 46066
რეგისტრ.: 8-November 07
#40780506
· 1 May 2014, 15:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
freecooler
მადლობა... არ მესმის ლოგიკა იმ კანონისა რომელიც თავის საკუთარ მოქალაქეებს უწყვიტავს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2648
წევრი No.: 10411
რეგისტრ.: 25-May 05
#40782325
· 1 May 2014, 17:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(sindbad-name @ 1 May 2014, 14:13 )
freecooler
მადლობა... არ მესმის ლოგიკა იმ კანონისა რომელიც თავის საკუთარ მოქალაქეებს უწყვიტავს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო.
მე გეტყვი ამაზე პასუხს: ამას ქვია ამპარტავნება მეტი არაფერი.
წარმოიდგინეთ მინიუმ 800-1600 ადამიანი საქ-დან მიდის ამერიკაში გრინ კარტით წელიწადში და ისინი რა თქმა უნდა მიიღებენ ამერიკულ მოქ-ბას, მილიონობით ქართველია ამერიკაში ყველას უნდა ამერიკული პასპორტი
იგივე რუსეთში, მილიონობით ქართველია და ზოგს უკვე პასპორტი აქვს,
საბერძნეთი - იგივე, 50% კარტები აქვს და მოქ-ბა,
იტალია მილიონობით არიან ქართველები;
ზელანდია, ავტრალია, პოლონეთი, გერმანია ხომ არის და არის, შვედეთი, ნორვეგია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი
და რა ? იცით რა გამოდის რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვაძევებთ ქვეყნიდან იდიოტურად და ინდოელები იღებენ ორმაგს, თურქები.......
ჩვენ ყველა კატეგორიულად მოვითხოვთ ამ მუხლის ამოღებას:
თავი III, მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, პუნქტი: დ) მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას
ამოიღონ ეს მუხლი...
ეს მუხლი ამოიღეს, როგორც იქნა მოუვიდათ თავში ნათელი აზრი, აი ეს მუხლი რომ იყო, ეს იყო სრული შტერობა და სირცხვილი, ამით ნებისმიერ ემიგრანტ ქართველს შეუჩერებდნენ ქართულ პასპორტს, ეს მუხლი ჟღერდა ასე:
თავი III, მუხლი 32. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, პუნქტი: ბ) მუდმივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში და არასაპატიო მიზეზით არ დადგა საკონსულო აღრიცხვაზე 2 წლის განმავლობაში
------- ამის ნათელი და სამარცხვინო მაგალითი:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%...%83%9A%E1%83%98
https://ka-ge.facebook.com/AnnaTatishvili
http://www.kvirispalitra.ge/sport/21318-am...tatishvili.html
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი განაცხადა. ინფორმაცია სპორტსმენმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
ტატიშვილი ამბობს, რომ მას საქართველოდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვს, რის გამოც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა საკუთარი კარიერული წინსვლისთვის მიიღო. ტატიშვილი ასევე ამბობს, რომ მას მცირე ფინანსური დახმარება საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა მხოლოდ 2010-12 წლებში ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად გაუწია.
24 წლის ანა ტატიშვილი ამჟამად 609 ქულით 104-ე ჩოგანია. 2012 წელს იგი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა 50-ეულშიც შედიოდა.
ქვეყნის პირველი ჩოგანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გამოსვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მიზეზად იგი მის მიმართ საქართველოს სპორტული უწყებების უყურადღებობას და გულგრილობას ასახელებს.
"ჩემო საყვარელო მეგობრებო და გულშემატკივრებო!
მინდა გითხრათ, რომ ამერიკის მოქალაქეობა მივიღე და გადავწყვიტე საჩოგბურთო ტურნირებში ამერიკის სახელით გამოსვლა. ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ძალიან ძნელი, მეტიც, მტკივნეული იყო, რადგან სულით და გულით ქართველი ვარ. მიუხედავად სირთულეებისა, ბოლომდე ვეცადე ჩემი ქვეყნის სახელი შეძლებისდაგვარად კარგად წარმომედგინა – მეამაყებოდა, როდესაც ჩემი გვარის გასწვრივ Georgia ეწერა. თუმცა, მოვლენათა მსვლელობამ ეს უკვე შეუძლებელი გახადა…
ჩოგბურთი რთული და ძვირადღირებული სპორტია. ესაჭიროება კარგი სავარჯიშო პირობები, მწვრთნელები, სპარინგი. ეს აუცილებელია თამაშის მუდმივი სრულყოფისათვის და ტრამვების თავიდან ასაცილებლად. მთელი წელი ვმოგზაურობ და მწვრთნელთა მთელი გუნდი თან უნდა მახლდეს. პირველ ასეულში, მე მგონი, ერთადერთი მოთამაშე ვიყავი, რომელსაც მწრვთნელთა გუნდი თან არ დაჰყვებოდა. მამაჩემს უწევდა ყველა ფუნქციის შესრულება. არსებული ფინანსური მდგომარეობით მარტო მე და ჩემი ოჯახი ვერ ვაკმაყოფილებთ ჩემი ჩოგბურთის განვითარების მოთხოვნილობებს.
სამწუხაროდ, მე ჩემი ქვეყნისგან არ მქონია საჭირო მხარდაჭერა და დახმარება. მხოლოდ 2010-2012 წლებში ლონდონის ოლიმპიადაზე მოსახვედრად ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩოგბურთისათვის მცირე დახმარება გამიწია. მესმის, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანა არაა, მაგრამ უყურადღებობის მიზეზი მაინც გულგრილობა მგონია - ხშირ შემთხვევაში ვგრძნობდი დამცირებას საქართველოს სპორტული ხელმძღვანელობისაგან.
ბოლოს საქართველოს ჩოგბურთის ხელმძღვანელობას ველაპარაკე ერთი წლის წინ და ავუხსენი ჩემი მდგომარეობა - თუ რა ესაჭიროება ჩემს საჩოგბურთო კარიერას. მინიმალური საჭიროება ერთი მწვრთნელის ხარჯების გადასახადი იყო.
ტრამვა მქონდა – ფეხზე სამი მყესი მქონდა გაწყვეტილი. საგონებელში ვიყავი. ცხადია, ისიც ვუთხარი, რომ საქართველო თუ ვერ დამეხმარებოდა, მაშინ სხვა გზებით მომიწევდა პრობლემებიდან თავის დაღწევა. სამწუხაროდ, ჩემი ქვეყანა ვერანაირად ვერ დამეხმარა - ერთხელაც არ დამიკავშირდნენ. ამ პირობებში შეუძლებელი ხდებოდა საჩოგბურთო კარიერის გაგრძელება, თან, წელსაც ტრამვით დავიწყე სეზონი – ისევ ფეხის მყესი დავიზიანე და ერთ თვეზე მეტია, ვერ ვვარჯიშობ. ასეთ პირობებში იძულებული გავხდი, გამოვიდე ამერიკის სახელით.
მჯერა, ყველანაირად უკეთესი პირობები მექნება, რაც დაეხმარება ჩემს საჩოგბურთო კარიერას. ერთადერთ მუდმივ ადამიანურ ყურადღებას საქართველოს საჩოგბურთო ხელმღვანელობიდან მხოლოდ ლალი ზერეკიძესგან და ემზარ ზეინიშვილისგან ვგრძნობდი, რისთვისაც მათი დიდი მადლობელი ვარ. წლებია, მქონდა შემოთავაზებები რომ წარმომედგინა სხვა ქვეყნები (ამერიკა, ყაზახეთი...), მაგრამ, სანამ საშუალება მქონდა, ამას არ ვაკეთებდი.
ოთხი წლიდან ამ სპორტით ვარ დაკავებული, ცხოვრება ჩოგბურთს მივუძღვენი - ყოველდღიურად ვშრომობ, მთელი ჩემი კონცენტრაცია ჩოგბურთზეა, ბევრი რამ დავიკელი, ბევრზე, საერთოდ, უარი ვთქვი და მინდა, რომ შრომა დამიფასდეს, მივაღწიო ჩემს მიზნებს. სულით ქართველი ვრჩები და იცოდეთ, რომ ჩემი გამარჯვება ქართული სულის და გენის გამარჯვება იქნება. თან, იქნებ დაფიქრდნენ სპორტის მესვეურები საქართველოში და გულით მოეკიდნონ მომავალ თაობებს.
მინდა, გადაგიხადოთ უდიდესი მადლობა წლების განმავლობაში გულშემატკივრობისათვის და მუდმივი თანადგომისათვის. იმედი მაქვს, თქვენგან სითბო მომავალშიც არ მომაკლდება. ძალიან მიყვარხართ ჩემო გულშემატკივრებო. ასევე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო საქართველოც - მე ყოველთვის ქართველი ვიქნები.
სიყვარულით,
ანა ტატიშვილი."-წერს ანა ტატიაშვილი.
http://www.kvirispalitra.ge/sport/21318-am...tatishvili.html
ეგეთია მილიონობით:
http://www.youtube.com/watch?v=cifn7-xiS4A
და ვერ გაამტყუნებ!!! ჩვენ კიდევ საქართველო უჩერებს ეგეთ ხალხს ქართულ პასპორტს. სირხვილია.
This post has been edited by
freecooler
on 1 May 2014, 17:51
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2648
წევრი No.: 10411
რეგისტრ.: 25-May 05
#52802761
· 29 May 2018, 18:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო
კოდი: 010110000.04.001.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) არასრულწლოვანი პირი – 18 წლამდე ასაკის პირი;“;
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები: „ი) ოჯახის წევრი - უცხოელის ან საქართველოს მოქალაქის მეუღლე, შვილი, მშობელი, მშვილებელი, ნაშვილები, და-ძმა, პაპა, ბებია, შვილიშვილი, უცხოელის ან საქართველოს
მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ ან/და სრულ კმაყოფაზე მყოფი
არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან შრომისუუნარო პირი;
კ) წინაპარი – პირის აღმავალი შტოს ხუთი თაობა.“.
3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „3. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ
ის აკმაყოფილებს ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ პირობებს.“;
4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის შეცვლა (გარდა საქართველოს
მოქალაქეობის დაკარგვისა) დასაშვებია მისი მშობლების ან სხვა კანონიერი
წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.“.
5. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2
1 პუნქტი:
„21
. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება
მხარდაჭერის მიმღები პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით
მინიჭებაზე.“.
6. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს
მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10 წლის
განმავლობაში;“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება
იმ პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე, რომელსაც
აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის შემოწმდეს აკმაყოფილებს თუ
არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს.“.
7. მე-14 მუხლიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება
1. საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინებულ პირს, რომელიც კანონიერ საფუძველზე
უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ
განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში, საქართველოს
მოქალაქეობა გამარტივებული წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12
მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. 2. ამ კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება რეპატრიანტის სტატუსის
მქონე პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებაზე. რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირს საქართველოს მოქალაქეობა გამარტივებული წესით
მიენიჭება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის (შემდგომში - კომისია) ნორმატიული აქტით
- კომისიის დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად.“.
8. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება
სხვა ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით. სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების
შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა, ძალაში შედის საქართველოს
კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის
დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე.“.
9. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ
მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, თუ მას აღნიშნული დანაშაულისთვის
ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) იგი იძებნება საქართველოს ან უცხო ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ან
საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის (ინტერპოლის) მიერ, ან/და მის მიმართ
მიმდინარეობს საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურა.“.
10. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება
1. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით
შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე
განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის
მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ინტერესის
შეფასებისას, სხვებს შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:
ა) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს და იგი ან მისი
წინაპარი:
ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირია;
ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია;
ბ) განმცხადებელი საქართველოში დაბადებული ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელია და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევს;
გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ახორციელებს/განახორციელა ისეთი
ინვესტიცია, რომლითაც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითრებაში მნიშვნელოვანი
წვლილი შეაქვს/შეიტანა;
დ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების
სფეროში და სურს მოღვაწეობა განაგრძოს საქართველოს სახელით.“.
11. მე-18 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისათვის
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი
ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი
აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას.“;
ბ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
12. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს, გარდა ამ კანონის 211 მუხლით
განსაზღვრული შემთხვევისა.“.
13. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საქართველოს იმ
მოქალაქეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა, ან
რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას შეინარჩუნა საქართველოს
მოქალაქეობა და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან
პოლიციის სამსახურში შევა.“.
14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი: „მუხლი 211
. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს
მოქალაქეობის შენარჩუნება
1. საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის
მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის
მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს
მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. 2. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის
შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი
საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული და არსებობს ერთ-ერთ შემდეგი პირობა:
ა) საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომლის
მოქალაქეობის მიღებასაც იგი აპირებს;
ბ) საქართველოს მოქალაქე სულ მცირე 5 წლის განმავლობაში კანონიერი საფუძვლით
ცხოვრობს, ან მუშაობს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობის მიღებასაც იგი აპირებს. 3. არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა
ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება
დაბადებიდან 2 წლის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვანისთვის
მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში, მას
შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრუწლოვანისთვის საქართველოს
მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის
განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში, არასრულწლოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე
მშობლის თანხმობით. 4. სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს
მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს
მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.“;
15. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს
მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.“.
16. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. საქართველოს მოქალაქეობის საკითხების განხილვა
1. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მოპოვებისა და საქართველოს
მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის
დახმარებით. კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის ორი წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს
თანამშრომლებისაგან, 2 წევრი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და
2 წევრი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისაგან, ამ უწყებების
წარდგინებით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი სამსახურიდან თავისუფლდება იმ
ორგანიზაციიდან, რომელსაც წარმოადგენს კომისიაში, ეს ავტომატურად იწვევს კომისიის
წევრის სტატუსის შეწყვეტას. 4. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული
დებულებით. 5. კომისიას ჰყავს სამდივნო, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობის
ორგანიზაციულ-ტექნიკურ მხარდაჭერას. სამდივნოს ფუნქციას ასრულებს სააგენტოს
შესაბამისი სამსახური. 6. კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა
საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა) მსურველ პირთა
სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების
ცოდნის დონის შემოწმებას, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აგრეთვე სხვა
ქვეყნის მოქალაქისათვის საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების
პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის
დასკვნას ამზადებს სააგენტო. 7. საქართველოს მოქალაქეობის დაბადებით მოპოვებაზე, საქართველოს მოქალაქეობის
დადგენასა და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე განცხადებასა და წარდგინებას
განიხილავს და შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. 8. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში პირისათვის საქართველოს
მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობას გასცემს სააგენტო ამ კანონით დადგენილი
წესით. 9. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, საქართველოს მოქალაქეობის
გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური
წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის
თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება
საქართველოს პრეზიდენტს.
10. თუ სააგენტოსთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების
გარეშე გახდება ცნობილი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის
დაკარგვის საფუძვლის არსებობა, სააგენტო განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის
დაკარგვის საკითხს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.“.
17. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. საქართველოს მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა
1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, მინიჭებაზე უარის ან შეწყვეტის შესახებ
საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და
საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების
შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ
განცხადებასა და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას.“.
18. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების შესახებ განცხადებაზე
უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პირს უფლება აქვს, იმავე
საფუძვლით მიმართოს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ
წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას უარყოფითი გადაწყვეტილების
მიღებიდან 1 წლის შემდეგ.“.
19. 28-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და
საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე
საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი განისაზღვრება კომისიის
დადგენილებით დამტკიცებული დებულებით.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-5 პუნქტები:
„3. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
4. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება
ასევე სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. 5. სააგენტოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართვის ავტომატური
საშუალებების გამოყენებით გამოცემის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებული ვადების ათვლა იწყება მისი გამოქვეყნებისთანავე.“.
20. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების
გასაჩივრება
1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ
მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე
გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. პირის მიერ
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ
მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს
პრეზიდენტი. 2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული
დასკვნა/გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ
შედეგებს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია..“.
21. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 322 მუხლი: „მუხლი 322
. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება
1. საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომლემაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი
წლის ვადაში მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით
მინიჭების მოთხოვნით, ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს მოქალაქეობა აღდგენის
წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისათვის
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი
ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი
აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას.
4. საქართველოს ყოფილ მოქალაქეზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს
მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისას არ გავრცელდება ამ კანონის მე-15 მუხლის
პირველი პუნქტი. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისათვის საქართველოს
მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა
მიენიჭება მის არასრულწლოვან შვილსაც. 14 წლის ასაკს მიღწეულ პირს ამ მუხლის
საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მისი თანხმობით. 6. საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მიმართ ამ კანონის ამოქმედებამდე არ იყო
მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე სხვა
ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, უფლება აქვთ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი
წლის ვადაში მიმართონ სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების
მოთხოვნით.“.
22. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის 30-ე და 31-ე მუხლები მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრამდე.“.
მუხლი 2. 1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის შესახებ
იმ განცხადებების განხილვაზე, რომლებიც სააგენტოს მიერ წარმოებაშია მიღებული ამ
კანონის ამოქმედების მომენტისათვის. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში მოქალაქეობის საკითხთა
კომისიამ უზრუნველყოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ნორმატიული აქტის - კომისიის დადგენილების დამტკიცება.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ViPeR
Crazy Member
ჯგუფი: Members
ViPeR
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2661
წევრი No.: 138
რეგისტრ.: 11-June 01
#52803809
· 29 May 2018, 21:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაგ/ თუ დავიბადე 90 იანების საქართელოში და ქართული დაბ მოწმობა მაქვს,შემიძლია თუა არა მივიღო საქ მოქალაქეობა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Tom_Waits
☉♌ EUNOIA ☽♌
ჯგუფი: Registered
Tom_Waits
☉♌ EUNOIA ☽♌
ჯგუფი: Registered
წერილები: 313
წევრი No.: 103246
რეგისტრ.: 26-October 09
#56286685
· 13 May 2020, 00:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაინტერესებს, ბოლო პერიოდში ხო არ გაგიკეთებიათ ვინმეს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე განაცხადი?
This post has been edited by
Tom_Waits
on 13 May 2020, 00:08
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
LIVE-76
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
LIVE-76
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7390
წევრი No.: 131967
რეგისტრ.: 31-May 11
#56575481
· 19 Jul 2020, 23:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ViPeR
QUOTE
მაგ/ თუ დავიბადე 90 იანების საქართელოში და ქართული დაბ მოწმობა მაქვს,შემიძლია თუა არა მივიღო საქ მოქალაქეობა?
კი! :yes: ჯერ პირად ნომერს მოგანიჭებენ თუ მაშინ არ გქონდა უკვე მონიჭებული და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა გაქვს უკვე მიღებული, მაშინ შენარჩუნებაზე უნდა შეიტანო განცხადება, 250 ლარი ღირს ეს საქმე და 80 დღეში დაგიბარებენ და ან შეგინარჩუნებენ მოქალაქეობას და ან არა... ამ წლის ბოლომდეა ეს კანონი, მერე რა იქნება არ ვიცი, მგონი რომ ჩამორთმევის უფლება აღარ ექნებათ...
Tom_Waits
QUOTE
მაინტერესებს, ბოლო პერიოდში ხო არ გაგიკეთებიათ ვინმეს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე განაცხადი?
უფრო კონკრეტულად რა გაინტერესებს? ამ წლის ბოლომდეა მაგის შესაძლებლობა და 250 ლარი ჯდება 80 დღის ვადაში თუ გაწყობთ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
უჩინარი
მოკეთილბოროტო
ჯგუფი: Members
უჩინარი
მოკეთილბოროტო
ჯგუფი: Members
წერილები: 7224
წევრი No.: 24906
რეგისტრ.: 27-October 06
#59557100
· 29 Aug 2022, 20:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მივიღე და რა ხდება ეხლა? ავტომატურად დავკარგე ქართული? როგორ ხდება რა უნდა ვქნა? რამე მოვითხოვო უნდა თუ ჩავაბარო პასპორტი ქართული?
QUOTE
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.
ეს ვერ გავიგე რას ნიშნავს? მე წინასწარ არავისგან მომითხოვია თანხმობა ახალი მოქალაქეობის მიღებამდე
This post has been edited by
უჩინარი
on 29 Aug 2022, 20:06
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
freecooler
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2648
წევრი No.: 10411
რეგისტრ.: 25-May 05
#62339183
· 2 Nov 2025, 15:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
https://vizebi.ge/visats-uari-uthkhres-sakh...sasamarthloshi/
ვისაც უარი უთხრეს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(16)
« პირველი
...
14
15
[16]
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0415 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.