#41052684 · 25 May 2014, 04:30 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
nanka_iuristka
QUOTE | ნუ ეს ხალხი ვინც ბინებშI წერია მშობლებთან, მაგალიტად ყველა ჩემი მეგობარი წერია მშობლების ბინაში, ის ხალხი ტყუილად წერია? |
ეს ხალხი კი არ წერია, რეგისტრირებულია. ჩაწერა და რეგისტრაცია განსხვავდება ერთმანეთისაგან. თქვენს კითხვას რაც შეეხება: "საცხოვრებელ ადგილად ითვლება ის ადგილი სადაც ფიზიკური პირი ცხოვრობს უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში" "კერძო საკუთრების მეპატრონეს უფლება აქვს გაუუქმოს ნებისმიერ პირს რეგისტრაცია მის საკუთრებაში"
QUOTE | მე რომ ვებზაკუნები რომ ჩემი ოჯახის ბინაში უნდა ჩავეწერო, გაღიმებული უნდა დავრჩე? |
ბზუკუნი არ არის საჭირო, უნდა მოკიდოთ ხელი უძრავი ქონების მესაკუთრეს, მიიყვანოთ იუსტიციის სახლში და მისი თანხმობის შემდეგ მის საკუთრებაში არსებული ბინის მისამართზე დარეგისტრირდებით, ანუ "ჩაეწერებით" ძველებურად.
ლლევ
QUOTE | თუ გინდა რომ სახლი შენ გეკუთვნოდეს ეს სახლი უნდა გქონდეს შენს სახელზე რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. |
საკუთრების უფლება მას მესაკუთრემ უნდა გადასცეს, აქ რასაც მე ვარკვევ დიალოგიდან უფრო სხვა ამბავია და კონკრეტულად კი აი ეს: იყო ადრე ერთი მესაკუთრე ბინისა, ბინაში ჩაწერილი ყავდა ბატალიონი და მისი გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეებსა და ბატალიონის დანარჩენ წევრებს შორის მიმდინარეობდა ხოცვა ჟლეტა, საკუთრების გასაყოფად, როგორც ვხვდები ამ გოგონას სწორედ მსგავსი შიში აქვს, თუ ბინაში არ ვწერივარ "ჰაერში ვრჩებიო" და მაგას ვუხსნი, რომ "ჰაერში ვერ დარჩება" თუ მემკვიდრე არის, თუნდაც არ იყოს რეგისტრირებული ბინაში. იმ შემთხვევაში კი თუ უძრავი ქონების მესაკუთრე გადაწყვეტს ქონების გასხვისებას, მემკვიდრეებიც "ჰაერში დარჩებიან" რეგისტრირებულებიც, ჩაწერილებიც, ამოწერილებიც და ჩასაწერებიც.
--------------------
პრაიენალპაიუშაჰ საბჰია კალავ ასმინ იუგე ჯანაჰ მანდაჰ სუმანდა-მატაიო მანდა-ბჰაგია ჰი უპადრშტაჰ.
|