გამარჯობათ.
თვენი რჩევა მჭირდება
სასამართლომ გუშინ მიგო კანონი პორნოგრაფის შესახებ
პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვისთვის დღეიდან კანონი გამკაცრდა . ახალი ნორმების მიხედვით, არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენა პირს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობად დაუჯდება.
აქამდე ისჯებოდა მხოლოდ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან/და შენახვა, აგრეთვე, ასეთი მასალის შეთავაზება, გადაცემა, გავრცელება, გასაღება, რეკლამირება ან სხვაგვარი ხელმისაწვდომობა. ახალი ნორმით კი, სამართლებრივი პასუხისმგებლობით დასჯადია არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის შეძენაც.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, აქამდე მათზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმეგბლობა არ ვრცელდებოდა. პარლამენტის მიერ საშემოდგომო სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით კი, იურიდიული პირებიც დაისჯებიან პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირებისთვის, აგრეთვე, ასეთი საგნით ვაჭრობის ან/და მისი შენახვისთვის, გაყიდვის ან გავრცელების მიზნით.
ასევე, იურიდიულ პირებსაც აეკრძალათ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, შეთავაზება, გავრცელება, გადაცემა, რეკლამირება ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომა. შესაბამისად, კერძო ოფისში თანამშრომლის კომპიუტერში გასავრცელებლად აღმოჩენილმა პორნოგრაფიულმა მასალამ, შესაძლოა თავად ფირმის პასუხისმგებლობა განაპირობოს.
აღნიშნული ქმედებებისთვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
http://new.interpressnews.ge/ge/samartali/...-gamkacrda.htmlმე მაქვს საიტი პორნოგრაფიული სადაც ბაშვების და არასრუწლონების მონაწილეობით პორნოგრაფიული ვიდეოები არ არის.
საიტი არის .ცომ დომენით რაც იმას ნიშნავს რო არ ეკუთნის საქართველოს, და აქვე ამაზე მნდა ერთი მაგალითი მოვიყვანო რაც რუსეთში მოხდა
ალბათ ყველას გახსოვთ torrents.ru რომელსაც წართვეს დოემი იმის გამო რო ავრცელებდა არარილეცირებულ მასალას დომენი .ru ეკუთნის რუსეთს და რუსეთსი ამოქმედა ეს წესი მაგრადმ torrents.ru -ს ადმინისტაციამ აიღო ახალი დომენი
http://rutracker.org/ აქ კი ვერ ეხებიან.
და რისი თქმა მინდა მე როდესაც არ ვეკუთნი საქართველოს მაგრამ 50 % ქართველი მომხმარებელი მყავს შემეხება ეგ წესი და რა ფორმით დამახურიებენ საიტს თუ დამიწერენ ?
დიდი მადლობა წინასწარ