პოლიცი არა - ინსპექცია. თან ახლა ქვია: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)"
კითხვა N 1ინდივიდუალური საწარმოს განცხადება რეგისტრაციის თაობაზე მოითხოვს თუ არა ნოტარიულ დამოწმებას?
პასუხი:
დიახ (აუცილებელია).
კითხვა N 2ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციისათვის განსაზღვრულია თუ არა სახელმწიფო ბაჟი ან მოსაკრებელი?
პასუხი:
არ გადაიხდება არც ბაჟი და არც მოსაკრებელი ან სხვა რაიმე გადასახდელი
კითხვა N 3რამდენი დღის ვადაში უნდა განხორციელდეს ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაცია?
პასუხი:
საგადასახადო ორგანო ვალდებულია ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაცია (ხარვეზების არარსებობის შემთხვევაში) განახორციელოს განცხადების მიღებიდან ერთი დღის ვადაში.
კითხვა N 4რა საბუთებია საჭირო ინდ. მეწარმის საგადასახადო რეგისტრაციისათვის?
პასუხი:
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის 51.1, 51.3 და 51.5 პუნქტების თანახმად „ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის ინდივიდუალური მეწარმე ან საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დაზღვეული წერილით თავისი საქმიანობის ადგილის მიხედვით რეგისტრაციაზე უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში გზავნის ან უშუალოდ წარადგენს განცხადებას 2 ეგზემპლარად”. „განცხადების ორივე ეგზემპლარი უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით”. „... დაუშვებელია სხვა, ამ მუხლით გაუთვალისწინებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნა”.
კითხვა N 5ინდ. საწარმოს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით საგადასახადო ორგანოს რა ფორმით წარედგინება განცხადება?
პასუხი:
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოში (დადგენილ ვადაში) წარადგინოს „დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 18 იანვარი №25 ბრძანებით დამტკიცებული (ბრძანების დანართი №1) განცხადების ფორმით.
კითხვა N 6მინდა ვაწარმოო ნამცხვრების ცხობა და რეალიზაცია ინდ.მეწარმესთან ერთად, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს ჩემს მიერ მიქირავებულ ფართში. ჩავითვლები თუ არა მეწარმე ფიზიკურ პირად?
პასუხი:
საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის მეწარმე ფიზიკური პირის განმარტება მოცემულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება „ინდივიდუალური საწარმო - ფიზიკური პირი, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე”. შეკითხვაში მითითებული საქმიანობა, „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და აქედან გამომდინარე ფიზიკური პირი ვალდებულია აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისას საგადასახადო ორგანოში დაარეგისტრიროს ინდივიდუალური საწარმო.
კითხვა N 7ვინ შეიძლება იყოს ინდივიდუალური საწარმოს (ი.ს) დამფუძნებელი?
პასუხი:
დამფუძნებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური (რეზიდენტი ან არარეზიდენტი) პირი - ინდივიდუალური მეწარმე.
ინდივიდუალური მეწარმე, როგორც ინდივიდუალური საწარმოს მფლობელი, არის ფიზიკური პირი, რომლის სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელია სამეწარმეო წესით მოწყობილი ორგანიზაცია, მოწესრიგებული საკასო და საბუღალტრო საქმე. სამართლებრივ ურთიერთობაში იგი გამოდის თავისი სახელით.
ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის პირადად აგებს პასუხს კრედიტორების წინაშე.
კითხვა N 8სად გავიარო ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია?
პასუხი:
ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას ახდენს საწარმოს ადგილსამყოფელის მიხედვით რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
კითხვა N 9რა ინფორმაციას უნდა მოიცავდეს ინდივიდუალური საწარმოს განცხადება რეგისტრაციის შესახებ?
პასუხი:
ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციისათვის ინდივიდუალური მეწარმე საქმიანობის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში გზავნის ან უშუალოდ წარადგენს განცხადებას 2 ეგზემპლარად.
ნებისმიერ პირს უფლება აქვს საგადასახადო ორგანოში დაუბრკოლებლად მიიღოს განცხადების ფორმა, აგრეთვე გადაიღოს მისი ასლი.
განცხადების ორივე ეგზემპლიარი უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
განცხადების ფორმა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) საფირმო სახელწოდებას;
ბ) ინდივიდუალური მეწარმის სახელს, გვარს, მოქალაქეობას, საცხოვრებელ ადგილს და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის, პასპორტის) ნომერს, პირად ნომერს;
გ) ინდივიდუალური საწარმოს ადგილსამყოფელს (საქმიანობის ადგილს);
დ) ინდივიდუალური მეწარმის ხელმოწერას.
http://mof.ge/default.aspx?sec_id=1254&lang=1 * * *
Mr.Giorgiblue_cat_catინდ. მეწარმე ყოველი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე აბარებს საშემოსავლო გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციას და იხდის საშემოსავლო გადასახადს (მოგების 20%-ს) ასევე 1 აპრილამდე.
იმ შემთხვევაში თუ ინდ. მეწარმეს ყავს დაქირავებული თანამშრომელი, რომელზეც გასცემს ხელფასს, იგი (მეწარმე) ვალდებულია დაუკავოს გაცემული ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი (ასევე 20%) და გადაიხადოს ბიუჯეტში არაუგვიანეს მეორე დღისა, ხოლო ხელფასის გაცემის თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე ჩააბაროს საშემოსავლო გადასახადს ყოველთვიური დეკლარაცია.
ასევე, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას აუცილებელია ქონდეს საკონტროლო-სალარო აპარატი (სსა), ან ჩ.გ.დ. (ჩეკტან გათანაბრებული დოკუმენტი) - იმ შემტხვევაში თუ საქონლის მიწოდება და ანგარიშსწორება წარმოებს მყიდევლის ტერიტორიაზე...
რიგი საქმიანობებისა (საქმიანობის ადგილის ფართის მიხედვით) განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისა და სსა-ს ქონის ვალდებულებისგან. (საგადასახადო კოდექსის 168 მუხლის 1 პუნქტის "ლ" ქვეპუნქტი)