გამარჯობა. მოკლედ მაინტერესებს შემდეგი საკითხი და ვერსად ვერ ვნახე პასუხი:
ვამზადებ ავეჯს. არ მყავს დაქირავებული პირი (ძირითადად ვმუშაობ პატარ-პატარა შეკვეთებზე, რასაც მარტო მოვერევი). არ ვარ არც ინდ, მეწარმე, არც მცირე მეწარმე, არც შპს. მოკლედ ვარ ფიზიკური პირი. ეხლა გამომიჩნდა ერთი კომპანია, რომელიც მთხოვს დეტალურ ხარჯთ აღრიცხვას (ვინტები, ხე, სახელურიები, პეტლები და ა.შ.) და ჩემი მომსახურების ღირებულებას. თანხა უნდა ჩაგირიცხოთო ბანკში.
მაინტერესებს როგორ უნდა მოვიქცე ასეთ შემთხვევაში? ნუ მასალებზე რომ საბუთებს დამიწერენ სადაც ვყიდულობ, ეს ისედაც გასაგებია. მაგრამ ვინ უნდა გადაიხადოს გადასახადი მოგებიდან, მე თუ კომპანიამ ვინც მიკვეთავს? ჩემი შემოსავალი დაიბეგრება თუ არა? თუ კი, ვინ უნდა დაბეგროს კომპანიამ ვინც მიკვეთავს თუ მე თვითონ?
და საერთოდ ხომ არ სჯობს, რომ ინდ. მეწარმე გავაკეთო ამ და სხვა ასეთი ტიპის შეკვეთების დროს? საერთოდ აზრზე არ ვარ რა უნდა ვქნა რომ კომპანიის თვალშიც ბანძად არ გამოვიდეს (საბუთობანას ვგულისხმობ) და არც კანონი დავარღვიო და საჭირო გადასახადი გადავიხადო? ვინც იცით იქნებ გამარვკიოთ, დიდად დამავალებთ.
წინასწარ მადლობა ვინც გამომეხმაურება.
Trying to work on YOUTUBE... :)