BLACK METALNatuka NGNმაინტერესებს შემდეგი საკითხები და იქნებ თქვენ გამარკვიოთ:
1) რამდენი ადამიანის დაქირავება შეუძლია ინდმეწარმეს?
2) გარდა იმისა რაც აქ ითქვა(სოცი და საშემოსავლო) არის რამე გადასახადები ინდმეწარმეებისათვის?
3) ს.ს.კ-ით დაშვებული გამოქვითვებზე იყო ლაპარაკი. სად შემიძლია ვნახო ამ გამოქვითვების სრული სია?
4) როგორ შემიძლია ვაკონტროლო გადასახადი მიღებულია საგადასახდოს მიერ თუ არა? ანუ მინდა, რომ დარწმუნებული ვიყო, რომ გადასახადმა მიაღწია თავის დანიშნულების ადგილს და რაოდენობაც არის ზუსტად იმდენი რამდენიც უნდა იყოს რომ მერე არ მითხრან არასწორად გაქვს გადახდილი, არასწორ ანგარიშზე და ა.შ, რაც შემიქმნის პრობლემებს.
5) ცნობილია, რომ ინდმეწარმე რაიმე დარღვევის დროს პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. შეეხება ეს თუ არა ბინას(ოფისს), სადაც ინდმეწარმე არის დარეგისტრირებული თუ ბინა(ოფისი) არ არის ამ ინდმეწარმის სკუთრებაში?
წინასწარ დიდი დიდი მადლობა.