მოკლედ, დღეს ვიყავი საიაში ტესტირებაზე და ასეთი სახის კაზუსი იყო...
გაბისონიამ თელიასგან ისესხა 25000 ლარი ერთი წლით 2000 წელს, ხელშეკრულება სესხზე წერილობით არ გაფორმებულა.
გაბისონიამ ფული არ დააბრუნა თუმცა 2008 წელს წერილობით აღიარა ვალი , თელიას წინაშე (ნოტრიალურად არ დაუმოწმებიათ).
2009 წელს თელიამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გაბისონიასგან ვალდებულების შესრულება...
გაბისონიამ წარადგინა შესაგებელი სასამართლოში სადაც აღნიშნა რომ არც სესხისა და არც ვალის აღიარების დოკუმენტი ნოტარიალურად დამოწმებული არ იყო და იურიდიული ძალა არ გააჩნდა
ამასთან მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც გასულიაო...
რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო?
აბა თქვენ როგორ ამოხსნით