კაცმა მოინდომა ქალის გაუპატიურება,ხელები დაუცჰირა,მაგრამ კალმა სტხოვა 1000$ მოგცემ და გამისჰვიო. კაცმაც გაუშვა.დააკვალიპიცირეთ კაცის ქმედება- არანაირი გაუპატიურების მცდელობა... ეს არის დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება.. ამსრულებელს შეეძლო გაეგრძელებინა თავისი მოქმედება მოცემულ მომენტში და თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის შესაძლებობაც ჰქონდა..ამრიგად, მას არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა...
* * *
1.
ნიორაძე ნასამართლები იყო 113-ე მუხლით. არ ჰქონდა ნასამართლეობა გაქარწ###ბული. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მას თავს დაესხა კბილაძე ანგარიშსწორების მიზნით, წააქცია და ურტყამდა ხელკეტს. ნიორაძემ კბილაძეს დანა ჩაარტყა გულმკერდის არეში და დაუქვეითა შრომისუნიარიანობა 1/3-ზე ნაკლებად. ჩაიდინა თუ არა განზრახ სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება არაერთგზისად ნიორაძემ?
2.
ა-მ უთხრა ბ-ს, რომ ხის უკან იყო კურდღელი, ბ-მ ესროლა და მოკლა კაცი. ბ-მ ნახა, რომ ეს იყო მისი მეზობელი. ა-მ უთხრა, რომ მან იცოდა იმ კაცის ვინაობა, და რომ ბ-ს უნდოდა მისი მოკვლა. როდესაც ბ-მ გაიგო ეს ყველაფერი გაუხარდა.
ა-ს მოქმედების კვალიფიკაცია (სასურველია ბ-სიც)
3.
მამა და შვილი დაეჯახნენ ფეხით მოსიარულეს.ორივე იმედოვნებდა, რომ ეს კაცი გადარჩებოდა და წავიდნენ. კაცი გარდაიცვალა. (რულთან იჯდა მამა).
დააკვალიფიცირეთ ორივეს მოქმედება.
ძალიან მჭირდება და გთხოვთ მითხარით თუ იცით.
* * *
1) ნიორაძე არ დაისჯება სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის, ვინაიდან მისი მოქმედება სრულიად აკმაყოფილებს ქმედების მართლზომიერების პირობებს- კერზოდ , იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ობიექტურად არსებობდა თავდასხმა და სუბიექტურად მას თავდაცვის სურვილი ამოძრავებდა.
2) ა -არის განზრახ მკვლელობის შუალობითი ამსრულებელი, ხოლო ბ არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოცემულ მომენტში ყველა შეცდებოდა და იგი გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან ბრალის არარსებობის გამო "შეცდომის"საფუძველზე, , ხოლო თუ არ შეცდებოდა, მაშინ იგი დაისჯება გაუფრთხილებლობისათვის..
3) ამ კაზუსში უნდა დადგინდეს დაარღვია თუ არა მამამ მოძრაობის უსაფრთხოების წესები? თუ დაარღვია, მაშინ იგი დაისჯება 276-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, და განსაცდელში მიტოვებისათვის... თუ მამას არ დაურღვევია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, მაშინ იგი დაისჯება განსაცდელში მიტოვებისათვის, რადგანაც სახეზე გვაქვს" მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა" , უბრალოდ ხსნებული მუხლით კვალიფიკაცია მოხდება იმიტომ რომ მას შედეგის მიმართ არ ჰქონია განზრახვა და არც მის გარდაუვალობაში იყო დარწმუნებული, ხოლო განსაცდელში მიტოვება შესაძლებელია მხოლოდ გაუფრთხილებლობით ან არაპირდაპირი განზრახვით. შვილი კი დაისჯება ორივე შემთხვევაში გაუფრთხილებლობისათვის.
* * *
მაპატიეთ

შვილი დაისჯება დაუხმარებლობისათვის...
* * *
A არის პროფესიით ექიმი მას ყავს მოხუცებული დედა B რომელმაც მას უნდა უანდერძოს ქონება. A ს სურს დროზე ადრე დაეპატრონოს ქონებას და ატყუებს B ს რომ მას უკურნებელი სენი ჭირს და რომ მაქსიმუმ 2 თვე იცოცხლებს და ისეთი საშინელი ტკივილები ექნება რომ მორფიუმიც კი არ უშველის. ამ საუბრის შემდეგ B თავს იკლავს.
არის თუ არა A დამნაშავე B ს სიკვდილში?
* * *
ძალიან საინტერესო კაზუსია... იურისტთა ერთმა ნაწილმა შეიძლება მიიჩნიოს რომ ექიმი დაისჯება თვითმკვლელობამდე მიყვანისათვის, მაგრამ ჩემი აზრით ა -ს მოქმედებაში არ არის დანაშაულის ნიშნები , რადგანაც სახეზე გვაქვს " დაზარალებულის მიერ საკუთარი პასუხისმგებლობით შექმნილი თვითსაფრთხე" და პირმა არ შეიძლება პასუხი აგოს იმ ქმედებისათვის, რომლის ავტორიც თვითონ არ ყოფილა....
* * *
melanxolik/realist....................
mad, but not evil.....................