#48131906 · 19 Jun 2016, 01:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2010 წლის 28 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მორიგ არჩევნებზე ნუგზარ ბერიძემ შემოთავაზება მიიღო პარტია „საქართველოს მშვიდობის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციისაგან, №12 საარჩევნო ოლქში, პარტიული სიით რეგისტრაციაზე და მაჟორიტარ კანდიდატობაზე. ნუგზარმა თანხმობა განაცხადა შემოთავაზებაზე და შეავსო კანდიდატთა რეგისტრაციისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტაცია. ამავდროულად, ნუგზარ ბერიძე ბლოკ „სოციალური ერთობის“ მიერ წარდგენილ იქნა მაჟორიტარ კანდიდატად №4 საარჩევნო ოლქში. №4 საოლქო საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა ნ. ბერიძე. აღნიშნულის თაობაზე, ნუგზარ ბერიძე ინფორმირებული არ იყო და ინფორმაციის მიღებისთანავე (2010 წლის 15 ოქტომბერს) მიმართა №4 საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა რეგისტრაციიდან მისი კანდიდატურის მოხსნა. №4 საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა ნუგზარ ბერიძის მოთხოვნა და მიიღო განკარგულება ”კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე”. იმის გამო, რომ არჩევნები მოახლოვებული იყო და საოლქო სარჩევნო კომისიას გადატვირთულ რეჟიმში უწევდა მუშაობა, განკარგულება მოგვიანებით გამოქვეყნდა. პარალელურად, №12 საოლქო საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ ნუგზარ ბერიძე ბლოკ „სოციალური ერთობის“ მიერ წარდგენილი იყო №4 საარჩევნო ოლქში. აღნიშნულის გათვალისწინებით, №12 საოლქო საარჩევნო კომისიამ, პარტია „საქართველოს მშვიდობის“ პარტიული სიის მე-2 ნომერად და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატ ნუგზარ ბერიძეს 2010 წლის 17 ოქტომბერს განკარგულებით გაუუქმა რეგისტრაცია. №12 საოლქო საარჩევნო კომისიამ განკარგულებაში ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად მიუთითა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც: „თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი წერილობით განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატად წარდგენაზე“. ნუგზარ ბერიძე აღაშფოთა №12 საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებამ. მისი აზრით, განკარგულება უკანონოა და ზღუდავს მის კანონიერ უფლებებს.
დავალება: განიხილეთ და შეაფასეთ მოცემული სიტუაცია მოქმედი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მოთხოვნათა დაცვით; შეამოწმეთ №12 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული განკარგულების კანონიერება; განსაზღვრეთ ნუგზარ ბერიძის უფლების დაცვის საპროცესო-სამართლებრივი საშუალება; მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. gტხოვტ დამეხმაrეტ მოცემულ კითხვებზე * * * 2010 წლის 28 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მორიგ არჩევნებზე ნუგზარ ბერიძემ შემოთავაზება მიიღო პარტია „საქართველოს მშვიდობის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციისაგან, №12 საარჩევნო ოლქში, პარტიული სიით რეგისტრაციაზე და მაჟორიტარ კანდიდატობაზე. ნუგზარმა თანხმობა განაცხადა შემოთავაზებაზე და შეავსო კანდიდატთა რეგისტრაციისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტაცია. ამავდროულად, ნუგზარ ბერიძე ბლოკ „სოციალური ერთობის“ მიერ წარდგენილ იქნა მაჟორიტარ კანდიდატად №4 საარჩევნო ოლქში. №4 საოლქო საარჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა ნ. ბერიძე. აღნიშნულის თაობაზე, ნუგზარ ბერიძე ინფორმირებული არ იყო და ინფორმაციის მიღებისთანავე (2010 წლის 15 ოქტომბერს) მიმართა №4 საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა რეგისტრაციიდან მისი კანდიდატურის მოხსნა. №4 საოლქო საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა ნუგზარ ბერიძის მოთხოვნა და მიიღო განკარგულება ”კანდიდატად წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე”. იმის გამო, რომ არჩევნები მოახლოვებული იყო და საოლქო სარჩევნო კომისიას გადატვირთულ რეჟიმში უწევდა მუშაობა, განკარგულება მოგვიანებით გამოქვეყნდა. პარალელურად, №12 საოლქო საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ ნუგზარ ბერიძე ბლოკ „სოციალური ერთობის“ მიერ წარდგენილი იყო №4 საარჩევნო ოლქში. აღნიშნულის გათვალისწინებით, №12 საოლქო საარჩევნო კომისიამ, პარტია „საქართველოს მშვიდობის“ პარტიული სიის მე-2 ნომერად და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატ ნუგზარ ბერიძეს 2010 წლის 17 ოქტომბერს განკარგულებით გაუუქმა რეგისტრაცია. №12 საოლქო საარჩევნო კომისიამ განკარგულებაში ერთ-ერთ ძირითად საფუძვლად მიუთითა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც: „თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი წერილობით განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/საარჩევნო ბლოკის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატად წარდგენაზე“. ნუგზარ ბერიძე აღაშფოთა №12 საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებამ. მისი აზრით, განკარგულება უკანონოა და ზღუდავს მის კანონიერ უფლებებს.
დავალება: განიხილეთ და შეაფასეთ მოცემული სიტუაცია მოქმედი ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მოთხოვნათა დაცვით; შეამოწმეთ №12 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული განკარგულების კანონიერება; განსაზღვრეთ ნუგზარ ბერიძის უფლების დაცვის საპროცესო-სამართლებრივი საშუალება; მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება.
|