ბიზნესვუმენობა სულაც არ მინდა და არც ვარ.

ვმუშაობ და სამსახურის დაკარგვა არ მინდა , მეტი არაფერი. და იმასაც კარგად ვხვდები, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში ეს კანონები ზეპირად რომ არ ვიცოდი, ამით ცემი შრომისუნარიანობა სულაც არ იყო დაბალი და ძალიან კარგ თანამშრომლად მთვლიან, მაგრამ ეს ოხერი გამოცდა აუცილებლად უნდა ჩავაბარო, თორემ ... საკუთარი თავის რეალიზაციას დაესმევა წერტილი

დიდი მადლობა განმარტებისთვის, გასაგებარ ენაზე ბევრად უფრო ადვილად მივხვდი,თუ რას გულისხმობდა მაგ პუნქტის დამწერი

და არც დამავიწყდება დღეიდან
აი ასე მიდნა რომ ვინმემ გადამითარგმნოს და ვისწავლი, რა პრობლემაა, უმაღლესი მათემატიკა მისწავლია ბოლობოლო და ...
* * *
კიდევ დამეხმარეთ რააააა.
აი მაგალითად: კანონში არსებული განმარტებებიდან ვერ გავიგე რას ნიშნავდა "ფაქტორინგი, ფორფეტირება და ფიუჩერსი" მერე ვიკიპედიაში ვნახე და ეწერა რუსულად , მეტნაკლებად გასაგები ენით.
ახლა მაინტერესებს რა განსხვავებაა მათ შორის და რა შემთხვევაში იყენებენ მას , და კიდევ მაინტერესებს სწორად გავიგე თუ არა რაც წავიკითხე

როგორც გავიგე ფაქტორინგის შემთხვევაში, როდესაც მომწოდებელი თავის პროდუქციას უკვე გამოუგზავნის შემკვეთს, შემკვეთი უხდის მას ბანკის მეშვეობით თანხას, თუმცა მას შეუძლია ეს თანხა ბანკს გადაუხადოს 3 თვის განმავლობაში, მაგრამ მომწოდებელი ამ თანხას ბანკისგან ირებს საქონლის მოწოდებისთანავე. გამოდის , რომ დამკვეთი იღებს მოკლევადიან სესხს ბანკისგან. თუმცა თუ რეგრესის უფლებით ხდება ფაქტორინგი, და დამკვეთი არ გადაიხდის ვალს მოცემულ დროში, მომწოდებელი ხდება ვალდებული ბანკს დაუფაროს დავალიანება. რეგრესის უფლების გარეშე კი მომწოდებელი ამ პასუხისმგებლობას იხსნის. ასეა?
რაც შეეხება ფორფეტირებას, დაახლოებით იგივეა, თუმცა როდესაც დამკვეთი მომწოდებლის ვალს ვერ იხდის, ბანკს შეუძლია მისი ვალი გადაიბაროს ფასიანი ქაღალდის საფასურად, და ეს ხდება საგარეო ვაჭრობის დროს.
აი ფიუჩერსი კი არის გარკვეული ფინანსური სწრაფი გარიგება ბირჟაზე გარიგების დადების მომეტში არსებული ფასით და ოპერაციის გარკვეული პერიოდის მერე შესრულებით. აქ სავალდებულოა გარანტიის სახით გარკვეული თანხის შეტანა,
ვაიმეეეე, ტვინი მაქვს ნარძობი რა უკვე :0