პატიმართა ამნისტია ახალ წლამდე იგეგმება
პატიმართა ამნისტია ახალწლამდე მოესწრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა განუცხადა .
თუმცა, აქვე განმარტა, რომ არ სურს საზოგადოებას ამნისტიასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი გაუჩნდეს. მინისტრობის კანდიდატი ფიქრობს, რომ ამნისტია სასჯელაღსრულების სისტემის განტვირთვის ერთადერთი გზა არ არის.
"მთლიანობაში ამნისტია სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმება, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიების ეფექტური ამუშავება და პატიმრებისადმი უფრო ლიბერალური მიდგომის შემუშავება იქნება მასშტაბური შედეგი. ამ ყველაფრის ჯამი წარმოადგენს სამართლიანობის აღდგენის გზას. მხოლოდ ერთადერთზე აქცენტის გაკეთება არ არის სამართლიანობის აღდგენის სწორი მიმართულება", - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
რაც შეეხება სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს სუბარი მინისტრად არჩევის შემდეგ ციხეების მონიტორინგის იმ კომისიის გაუქმებას აპირებს, რომელიც გიორგი ტუღუშმა შექმნა, სუბარი აღნიშნულს არც უარყოფს და არც ადასტურებს. მისი თქმით, ვიდრე მისი პოსტზე ოფიციალურად დამტკიცება არ მოხდება, ამ საკითხზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/samartali/63889-patim...l#ixzz2A1S5pG2hეს რანაირი ამნისტიაა???
I don't care too much for money, money can't buy me love.