მომწერე რომელი მუხლებით აქვს მისჯილი და კონკრეტულად გეტყვი, ასე ვადებით ვერ გეტყვი

.
აი პროექტიც მთლიანად, თუ რამეს ვერ გაიგებ იკითხე:
მუხლი 1. გათავისუფლდნენ სასჯელისაგან პირობით მსჯავრდებული პირები, სასჯელის ვადისა და დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად, რომლებსაც აღნიშნული სასჯელი შეფარდებული აქვთ სასამართლოს მიერ ამნისტიის შესახებ წინამდებარე კანონის მიღების დღემდე.
მუხლი 2. გათავისუფლდნენ სასჯელისაგან, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებულნი არიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, გარდა იმ დანაშაულისა, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
139-ე მუხლი; 140-ე მუხლი; 141-ე მუხლი; 1433-ე მუხლის პირველი ნაწილი; 146-ე მუხლის პირველი ნაწილი; 147-ე მუხლის პირველი ნაწილი; 153-ე მუხლი; 161-ე მუხლი; 162-ე მუხლი; 164-ე მუხლი; 1641-ე მუხლი; 1642-ე მუხლი; 1643; 335-ე მუხლის პირველი ნაწილი.
მუხლი 3. გათავისუფლდნენ სასჯელისაგან, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ვადის მიუხედავად პირები, რომლებიც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მსჯავრდებულნი არიან გაუფრთხიელებელი დანაშაულისათვის.
მუხლი 4. შეწყდეს ყველა საგამოძიებო ორგანოებში იმ დანაშაულთა გამო აღძრული საქმეების წარმოება და სასამართლოებში ის განუხილველი საქმეები, რომლებიც ამ კანონის მეორე და მესამე მუხლებით გათვალისწინებულმა პირებმა ჩაიდინეს 2012 წლის 6 ნოემბრამდე.
მუხლი 5. გაუნახევრდეთ სასჯელი იმ არასრულწლოვნებს, ქალებს და პირველად ნასამართლევ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი ან მსჯავრდებულნი არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის გათვალისწინებული შემდეგი მუხლებით: 117-ე მუხლის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაწილები; 118-ე მუხლის მეოთხე ნაწილი; 126-ე მუხლის მეორე ნაწილი; 1431-ე მუხლის პირველი ნაწილი; 1721-ე მუხლი; 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები; 178-ე მუხლის მეორე მესამე და მეოთხე ნაწილები, 179-ე მუხლის მეორე მესამე და მეოთხე ნაწილები; 180-ე მუხლის მეორე მესამე და მეოთხე ნაწილები; 181-ე მუხლის მეორე მესამე და მეოთხე ნაწილები; 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 183-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილები; 185-ე მუხლის მესამე ნაწილი; 186-ე მუხლის მესამე ნაწილი; 187-ე მუხლის მესამე და მეოთხე; 194-ე მუხლი; 1941-ე მუხლის მესამე ნაწილი; 195-ე მუხლის მესამე ნაწილი; 197-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები; 198-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; მე-200 მუხლის მეორე მესამე და მეოთხე ნაწილები; მე-2001 მუხლის მეორე მესამე და მეოთხე ნაწილები; მე-2002 მუხლის მეოთხე ნაწილი; 203-ე მუხლის მესამე მეოთხე და მეხუთე ნაწილები; 2008-ე მუხლის მეორე ნაწილი, 210-ე მუხლის მეორე ნაწილი; 212-ე მუხლის პირველი მეორე და მესამე ნაწილები, 214-ე მუხლის მეორე მესამე მეოთხე მეხუთე და მეეწქვსე ნაწილები; 2221 მუხლის მესამე ნაწილი; 223-ე მუხლი, 225-ე მუხლი; 227-ე მუხლი, 2271-ე მუხლი; 2272-ე მუხლი; 228-ე მუხლი; 229-ე მუხლი; 230-ე მუხლი. 231-ე მუხლი; 2311-ე მუხლი, 232-ე მუხლი; 233-ე მუხლი; 234-ე მუხლი; 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები; 237-ე მუხლი; 239-ე მუხლის მესამე ნაწილი; 2401-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 243-ე მუხლის მესამე ნაწილი; 245-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 247-ე მუხლის მეორე ნაწილი; 248-ე მუხლის მეორე ნაწილი; 249-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 250-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 251-ე მუხლიის მესამე ნაწილი, 260-ე მუხლის პირველი მეორე და მესამე ნაწილი (ნარკოტიკების მომხმარებლები); 261-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები; 262-ე მუხლის პირველიმეორე და მესამე ნაწილები; 263-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 264-ე მუხლის მეორე მესამე და მეოთხე ნაწილები; 265-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 266-ე და 267-ე მუხლები, 268-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 271-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები; 272-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილები; 285-ე მუხლის მეორე ნაწილი; 288-ე მუხლის მესამე ნაწილი; 304-ე მუხლის მეორე ნაწილი,, 314-ე, 315-ე, 316-ე მუხლები; 3391-ე მუხლის მეორე ნაწილი; 353-ე მუხლის მეორე ნაწილი; 362-ე მუხლის მეორე ნაწილი; 370-ე მუხლის მეორე ნაწილი; 378-ე მუხლის მესამე მეოთხე და მეხუთე ნაწილები; 3781-ე მუხლის მესამე ნაწილი 279-ე მუხლის მეორე ნაწილი; 384-ე მუხლის მეორე ნაწილი; 384-ე მუხლის მეორე ნაწილი; 386-ე მუხლის მესამე ნაწილი; 389-ე მუხლი.
მუხლი 6. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო წლებში დამკვიდრებულმა არაადამიანურმა და ღირსების შემლახავმა მოპყრობამ სერიოზული ზიანი მიაყენა პატიმართა სიცოცხლესა და ჯანმთრელობას, 2012 წლის 6 ნოემბრამდე მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს მოსახდელი (დარჩენილი) სასჯელის ვადა შეუმცირდეს ერთიმესამედით.
მუხლი 7. პატიმრებს რომლებსაც დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად სასჯელი დაენიშნათ თითოეული დანაშაულისათვის და საბოლოო სასჯელის დანიშვნისას მოხდა მათი შეკრება, ამ კანონის მოქმედება შეეხებათ თითოეული სასჯელისათვის ცალ-ცალკე.
მუხლი 8. ამ კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა ჩაეთვალოთ მოხსნილად.
მუხლი 9. ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლლი პირები არ თავისუფლდებიან დამატებითი სასჯელისაგან;
მუხლი 10. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი.
მუხლი 11. ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 23 ნოემბრიდან და შესრულდეს ორი თვის განმავლობაში.