#31527234 · 5 Jun 2012, 22:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ilelagi სამეწარმეო სამართალებრივი კუთხით სოლიდარული პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ პირები -საკუთარი ვალდებულებისათვის პასუხს აგებენ პირადად, უშუალოდ საკუთარი ქონებით. მაგალითისათვის, შპს-ში თუ შპს-მ ვერ შეასრულა ვალდებულება, პასუხი მოეკითხება მხოლოდ ფირმას, რომელსაც უნდა ჰქონდეს ქონება, ხოლო მის მფლობელებს, პარტნიორებს თავიანთი ქონებიდან ვერ მოთხოვ ვალდებულების შესრულებას. ხოლო სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში სპს-ში საზოგადოების ვალებისათვის პასუხს უშუალოდ დამფუძნებლები, პარტნიორები აგებენ.
სტანდარტულ სამოქალაქო ურთიერთობებში სოლიდარული პასუხისმგებლობა ნიშნავს მაგალითად შემდეგს: "ა " და "ბ" -ს აქვთ ვალი "გ"-სი. და ა და ბ -ს ნაკისრი აქვთ პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობა სოლიდარულად.
ამ შემთხვევაში ვინაიდან ა და ბ სოლიდარულად აგებენ პასუხს, "გ" -ს შეუძლია მოსთხოვოს სრული თანხა როგორც ა-ს ისე ბ-ს, ასევე ორივეს, რომელიც უფრო აწყობს. * * * fircxo
საწესდებო კაპიტალის მითითება და განსაზღვრა არცერთ სამართლებრივ ფორმას არ მოეთხოვება.
--------------------
უფასო იურიდიული ონლაინ კონსულტაცია : www.Myadvokat.Ge
|