Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
სამართალი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(81)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
გადასახადები FAQ
, მხოლოდ ამ თემაში
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gi22
Super Member
ჯგუფი: Members
Gi22
Super Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2124
წევრი No.: 1127
რეგისტრ.: 25-July 02
#2779344
· 21 Mar 2006, 18:49 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
საგადასახადოში ნორმალური პასუხი ვერ გავიგე.
მაგალითები მოჰყავთ სულ და ჩემ საქმიანობაზე რომ ვეკითხები, იძახიან არა შენ არ შედიხარო ამ სიაში.
მაინტერესებს კანონის ზუსტი ფორმულირება თუ ვინმემ იცით.
თორე მოდის გადასახადების დრო!
და კიდევ ავანსის საკითხი როგორ დგას ინდ საწარმოებისთვის.
მგონი რაღაცას მაბოლებენ. რასაც გადაიხდიო იგივე თანხა კიდევ ავანსად უნდა შემოიტანოო.
დიდი მადლობა წინასწარ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
merrygoround
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
merrygoround
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 8827
წევრი No.: 3930
რეგისტრ.: 22-December 03
#2779434
· 21 Mar 2006, 19:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Gi22
შენ გაიხარე ეგ კითხვა მეც მაწუხებს - ანუ გადასახადისგან გათავისუფლება, მაგრამ მარტო კანონი ვერ გიშველის ;) ვინმე კაი იურისტი ან ბუჰღალტერი გვინდა :baby:
This post has been edited by
merrygoround
on 21 Mar 2006, 19:05
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gi22
Super Member
ჯგუფი: Members
Gi22
Super Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2124
წევრი No.: 1127
რეგისტრ.: 25-July 02
#2779554
· 21 Mar 2006, 19:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გვინდა! არის აქ ვინმე ასეთი? 303030303030
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
non
E=mc²
ჯგუფი: Registered
non
E=mc²
ჯგუფი: Registered
წერილები: 847
წევრი No.: 6449
რეგისტრ.: 17-September 04
#2780372
· 21 Mar 2006, 21:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აქ არის საგადასახადო კოდექსის მუხლი რომელიც აწესებს შეღავათებს საშემოსავლო გადასახადისაგან. თუ არის შენი სფერო აქ (რაც მეეჭვება ;) ) ესეიგი არ მოგიწევს გადასახადის გადახდა
მუხლი 168. გადასახადისაგან განთავისუფლება
1. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები:
ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავლები;
ბ) ფიზიკური პირის მიერ მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, მაგროვებადი და დაბრუნებადი ხასიათის არასახელმწიფო საპენსიო სქემიდან მიღებული პენსია განხორციელებული შენატანების ოდენობით, სახელმწიფო სტიპენდია, სახელმწიფო ბიუჯეტში ან ავტონომიური რესპუბლიკების ან ადგილობრივ ბიუჯეტებში გათვალისწინებული ასიგნებებით გამოყოფილი დახმარება ან ერთჯერადი განაცემი (მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები); (23.12.2005 N 2467)
გ) ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს ან/და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები;
დ) ალიმენტი;
ე) განქორწინების საფუძველზე ფიზიკური პირის მიერ მიღებული ქონების ღირებულება (შემოსავალი);
ვ) ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი, გარდა ამ პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მატერიალური აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტისა;
ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღება;
თ) საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირისაგან 1000 ლარამდე ღირებულების ქონების ჩუქებით მიღება;
ი) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების ქონების ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღება;
კ) ფიზიკური პირისათვის (დონორისათვის) გაღებული სისხლის საკომპენსაციო კვებისათვის გაცემული თანხა;
ლ) იმ მეწარმე ფიზიკურ პირთა შემოსავალი, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ახორციელებენ მხოლოდ „ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორის“ (NACE) შესაბამისად განსაზღვრული ცალკეული კატეგორიის ეკონომიკური საქმიანობიდან ერთ-ერთს:
N
N
საქმიანობის სახე
ფართობის მაქსიმალური ოდენობა მ2
11
2
3
სექცია A
1
1.
01.41.1 ქვეკლასით გათვალისწინებული მომსახურება:
– სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა, რომელიც
ხორციელდება ტრაქტორებით ან კომბაინებით.
სექცია D
22.
17.51.1 ქვეკლასით გათვალისწინებული:
– ხალიჩებისა და ორხოვისებრი ნაწარმის წარმოება.
20
33.
17.72.1 ქვეკლასით გათვალისწინებული:
– პულოვერებისა და ანალოგიური ნაწარმის წარმოება.
15
44.
18.22.1 ქვეკლასით გათვალისწინებული:
– ზედა ტანსაცმლის წარმოება, გარდა მოდელების
დემონსტრირებისა და ჩვენებისა.
10
55.
18.23.1 ქვეკლასით გათვალისწინებული:
– საცვლების წარმოება.
10
6
66.
18.24.1 ქვეკლასით გათვალისწინებული:
– თავსაბურავების წარმოება.
10
77.
18.24.9 ქვეკლასით გათვალისწინებული:
– დანარჩენი ტანსაცმლისა და აქსესუარების წარმოება.
10
88.
20.51.1 ქვეკლასით გათვალისწინებული:
– ხის სხვადასხვა ნაწარმის წარმოება
– ტანსაცმლისა და თავსაბურავების ხის საკიდების წარმოება;
– ხის საოჯახო ნივთებისა და სამზარეულოს საკუთნოების
წარმოება.
20
99.
26.21.1 ქვეკლასით გათვალისწინებული:
– ფაიფურისა და ქაშანურის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო
ნაკეთობების წარმოება.
20
110.
28.75.2 ქვეკლასით გათვალისწინებული:
– სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ჭურჭლის და ინვენტარის
წარმოება.
20
111.
36.30 კლასით გათვალისწინებული:
– მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება
– აკორდეონებისა და ანალოგიური საკრავების, მათ შორის
ტუჩის გარმონიკების წარმოება;
– სასულე მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოება
ინსტრუმენტების წარმოება.
15
112.
36.62. კლასით გათვალისწინებული:
– ცოცხებისა და ჯაგრისების წარმოება.
10
სექცია G
113.
50.20 კლასით გათვალისწინებული:
– ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი.
40
114.
52.7 კლასით გათვალისწინებული:
– საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების
საგნების რემონტი
– საყოფაცხოვრებო საქონლისა და პირადი მოხმარების
საგნების რემონტი, თუ ის ხორციელდება ამ საგნების
წარმოების, საბითუმო და საცალო ვაჭრობისაგან
დამოუკიდებლად, თუ რემონტი ხორციელდება
საქმიანობის სხვა სახეობებთან ერთად, მაშინ იგი
განეკუთვნება საცალო და საბითუმო ვაჭრობის ან ამ
საქონლის წარმოების შესაბამის დაჯგუფებებს.
20
115.
52.71 კლასით გათვალისწინებული:
– ფეხსაცმლისა და ტყავის ნაწარმის რემონტი.
20
116.
52.72 კლასით გათვალისწინებული:
– საყოფაცხოვრებო ელექტრონული ნაწარმის რემონტი.
20
117.
52.73 კლასით გათვალისწინებული:
– საათებისა და საიუველირო ნაწარმის რემონტი.
2
118.
52.74.1 ქვეკლასით გათვალისწინებული:
– ტანსაცმლის გადაკეთება და რემონტი.
10
119.
52.74.9 კლასით გათვალისწინებული:
– საყოფაცხოვრებო საქონლისა
და პირადი მოხმარების
საგნების რემონტი.
20
სექცია H
220.
55.23.0 ქვეკლასით – სხვა საცხოვრებელი ადგილები– გათვალისწინებული:
– საცხოვრებელი ადგილების მოკლე ვადით გადაცემა სოფლის
სახლებში (შალებში), კოტეჯებში და ბინებში.
60
სექცია K
221.
74.85.0 ქვეკლასით გათვალისწინებული:
– სამდივნო და თარგმნითი მომსახურების გაწევა.
5
222.
93.01.1 ქვეკლასით გათვალისწინებული:
– თეთრეულისა და სხვა საფეიქრო ნაწარმის რეცხვა და
დამუშავება.
20
223.
93.02.0 ქვეკლასით გათვალისწინებული:
– თმის დაბანა, შესწორება და კრეჭა, დაწყობა, შეღებვა,
შეფერადება, დახვევა, გასწორება და ანალოგიური
სამუშაოები მამაკაცებისთვის და ქალებისათვის,
აგრეთვე გაპარსვა და წვერის შესწორება.
20
224.
95.0 კლასით გათვალისწინებული:
– შინამეურნეობის გაძღოლასთან დაკავშირებული
მომსახურება.
მ) 2007 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ამ ფიზიკური პირის მიერ ამ მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს.
ნ) პრივატიზების წესით (უსასყიდლოდ), ასევე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულების მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან ეკომიგრანტების მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში უსასყიდლოდ მიღებული ბინების ღირებულება. (13.10.2005 N 1947)
2. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე;
ა) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მხედველობის გამო I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის;
ბ) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქის;
გ) პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება;
დ) მარტოხელა დედის;
ე) პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში);
ვ) პირის, რომელმაც აღსაზრდელად (შვილობილად) აიყვანა ბავშვი.
3. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება:
ა) I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ (ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარდა) კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 1500 ლარამდე;
ბ) მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი) პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3 000 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ, ერთ- ან ორშვილიან პირს კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 3 000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით.
4. თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი შეღავათის უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი, უმაღლესი შეღავათი.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gi22
Super Member
ჯგუფი: Members
Gi22
Super Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2124
წევრი No.: 1127
რეგისტრ.: 25-July 02
#2780903
· 21 Mar 2006, 22:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
non
უღრმესი მადლობა.
აწი ვანებებ ყველაფერს თავს და გადავდივარ "თმის დაბანა, შესწორება და კრეჭა"-ზე! :)
და ავანსთან დაკავშირებითაც ხო ვერ დაგვეხმარები?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
non
E=mc²
ჯგუფი: Registered
non
E=mc²
ჯგუფი: Registered
წერილები: 847
წევრი No.: 6449
რეგისტრ.: 17-September 04
#2781992
· 22 Mar 2006, 01:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Gi22
QUOTE
და ავანსთან დაკავშირებითაც ხო ვერ დაგვეხმარები?
რა პრობლემაა? ;)
თუ ზემოთჩამოთვლილ სიაში არ ხარ:
მუხლი 219. გადასახადის მიმდინარე გადასახდელები
1. საწარმოები/ორგანიზაციები ან მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულნი არიან მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) არა უგვიანეს 15 მაისისა – 25%;
ბ) არა უგვიანეს 15 ივლისისა – 25%;
გ) არა უგვიანეს 15 სექტემბერისა – 25%;
დ) არა უგვიანეს 15 დეკემბერისა – 25%.
2. გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გასული საგადასახადო წლის განმავლობაში არ გააჩნდა დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მიმდინარე გადასახადებს არ იხდის.
3. თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება) არანაკლებ 50%-ით მცირდება გასული საგადასახადო წლის შემოსავალთან შედარებით, მას უფლება აქვს შეამციროს ან საერთოდ არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი შემოსავლის არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელები, მაშინ მან უნდა გადაიხადოს საურავი ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადების დადგენილი თარიღებიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.
4. მიმდინარე გადასახდელთა ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელს ჩაეთვლება საგადასახადო წლის მიხედვით დარიცხულ გადასახადში.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
malkovich
სახელის შეცვლა მინდა
ჯგუფი: Registered
malkovich
სახელის შეცვლა მინდა
ჯგუფი: Registered
წერილები: 540
წევრი No.: 5628
რეგისტრ.: 3-July 04
#2781995
· 22 Mar 2006, 01:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
non
შე კაი ადამიანო ამდენის წერას გეთქვა რომ საგ. კოდექსში წერია ეგ ყველაფერი და მუხლის ნომრი!
არ დაგეზარა მაინც??? თან აქ კითხვა უფრო ეზარებათ მაგხელა პოსტების ვიდრე წერა!
თუ ctrl+c ctrl+v პრინციპია?
This post has been edited by
malkovich
on 22 Mar 2006, 01:46
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gi22
Super Member
ჯგუფი: Members
Gi22
Super Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2124
წევრი No.: 1127
რეგისტრ.: 25-July 02
#2782178
· 22 Mar 2006, 02:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
non
ანუ არ არის აუცილებელი 100% გადახდა ერთიანად გასული წლის გადასახადების? სწორედ გავიგე 15 მაისამდე შემიძლია 25% გადავიხადო?
და მე-3 პუნქტში ავანსზეა საუბარი?
ანუ თუ არ დაგეზარება ამიხსენი ავანსის საკითხი როგორ დგას?
და კიდევ ბუღალტერი ხომ არ ხარ? და მცირე საწარმოებთან ხო არ თანამშრომლობ? ანუ კონსულტაციები და ასეთი რაღაცეები თუ დამჭირდა მოგმართავდი ან იქნებ ვინმეს მირჩევდი?
ისევ დიდი მადლობა!
malkovich
აბა ხელით ხო არ კრიფავს ამ ყველაფერს! :)
This post has been edited by
Gi22
on 22 Mar 2006, 02:15
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
non
E=mc²
ჯგუფი: Registered
non
E=mc²
ჯგუფი: Registered
წერილები: 847
წევრი No.: 6449
რეგისტრ.: 17-September 04
#2788056
· 23 Mar 2006, 00:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ანუ არ არის აუცილებელი 100% გადახდა ერთიანად გასული წლის გადასახადების? სწორედ გავიგე 15 მაისამდე შემიძლია 25% გადავიხადო?
არა 1 აპრილისთვის იხდი გასული წლის გადასახადს მთლიანად + იხდი მიმდინარე ადასახდელებს ამ გადასახადის
ა) არა უგვიანეს 15 მაისისა – 25%;
ბ) არა უგვიანეს 15 ივლისისა – 25%;
გ) არა უგვიანეს 15 სექტემბერისა – 25%;
დ) არა უგვიანეს 15 დეკემბერისა – 25%.
QUOTE
და მე-3 პუნქტში ავანსზეა საუბარი?
კი საავანსოს ეხლა მიმდინარე გადასახდელი ჰქვია.
QUOTE
ბუღალტერი ხომ არ ხარ?
არა აუდიტორი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gi22
Super Member
ჯგუფი: Members
Gi22
Super Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2124
წევრი No.: 1127
რეგისტრ.: 25-July 02
#2789049
· 23 Mar 2006, 03:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
non
ა გასაგებია, და თუ მომავალ წელს 1 აპრილისთვის აღმოჩნდება რომ ავანსი მეტია იმ თანხაზე რაც ამ წელს დამიგროვდება გადასახადი დამიბრუუნებენ უკან იმ ფულს?
და კიდევ მანდ წერია რომ თუ 50% მოსალოდნელია მოგების კლება მაშინ შემიძლია შევამცირო ან საერთოდ არ გადავიხადო.
ამასთან დამებადა კითხვები:
1. როგორ უნდა დავუმტკიცო რომ მოსალოდნელია 50% კლება
2. ვინ წყვეთს შევამცირო თუ საერთოდ არ გადავიხადო
3. თუ წლის ბოლოს აღმოჩნდება, რომ არ გამოვიდა 50% კლება, მაშინ რა?
თუ გექნება დრო ამაზე მიპასუხო ისევ და ისევ მადლობელი დავრჩები! :)
* * *
ისე რო არ გადაიხადო ეს გადასახადები და დახურო საწარმო არ შეიძლება? :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Mr.Giorgi
oops
ჯგუფი: Members
Mr.Giorgi
oops
ჯგუფი: Members
წერილები: 6246
წევრი No.: 9995
რეგისტრ.: 7-May 05
#2792052
· 23 Mar 2006, 19:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Gi22
QUOTE
ისე რო არ გადაიხადო ეს გადასახადები და დახურო საწარმო არ შეიძლება?
მაშინ მაგას თავის წესები აქვს, თუ შპს არის მაშინ უნდა შეიტანო განცხადება საგადასახადოში რო მოგცენ ანგარიშწორების გეგმა ანუ თუ გაქვს დარჩენილი რაიმე გადასახადი გადაიხადო , აგრეთვე მას საინფორმაციულო საშუალებებში სამჯერ მაინც უნდა განაცხადო ლიკვიდაციის თაობაზე რომ მევაალებს ქონდეთ შესაძლებლობა ამის გაგებისა
და მერე ან სასამართლო დაგხურავ ან საგადასახადო(ცვლილებებია და არ ვიცი ეხლა როგორაა, ადრე სასამართლო აკეთებდა ლიკვიდაციას)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gi22
Super Member
ჯგუფი: Members
Gi22
Super Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2124
წევრი No.: 1127
რეგისტრ.: 25-July 02
#2792934
· 23 Mar 2006, 21:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
შპს არა, ინდ. საწარმოა. 30303030
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dgk
მსუნაგი ბისო!
ჯგუფი: Members
dgk
მსუნაგი ბისო!
ჯგუფი: Members
წერილები: 3830
წევრი No.: 6571
რეგისტრ.: 27-September 04
#2796389
· 24 Mar 2006, 13:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბარემ ჩემი კითხვაც:
ეს 4ჯერ 25 პროცენტი წინასწარ უნდა გედოს ანგარიშზე მთელი წელი? ანუ რეალურად ეგ ფული ბუღალტერმა მოგებიდან დამიკლო 100%ის ოდენობით, უნდა იდოს ანგარიშზეო! და მიმდინარე შემოსავლებიდან რო გადავიხადო ის ფული არ შეიძება?
პს. ლ) მუხლში საუბარია !მეწარმე! ფიზიკურ პირებზე. აქ საგადასახადოში წინასწარ დარეგისტრირებული ფიზიკური პირები იგულისხმება თუ ნებისმიერი ფიზიკური პირები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ანუ სიტყვაზე, მე რომელიღაც ორგანიზაციას ვუთარგმნე რაღაც ტექსტი. ორგანიზაციამ უნდა გადამიხადოს თუ არა ჩემი საშემოსავლო? ვითვლები თუ არა მე !მეწარმე! ფიზიკურ პირად სექცია კ, პუნქტი 21ის მიხედვით?
This post has been edited by
dgk
on 24 Mar 2006, 14:18
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
non
E=mc²
ჯგუფი: Registered
non
E=mc²
ჯგუფი: Registered
წერილები: 847
წევრი No.: 6449
რეგისტრ.: 17-September 04
#2801258
· 25 Mar 2006, 03:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
dgk
QUOTE
ეს 4ჯერ 25 პროცენტი წინასწარ უნდა გედოს ანგარიშზე მთელი წელი?
არა უნდა გადაიხადო:
ა) არა უგვიანეს 15 მაისისა – 25%;
ბ) არა უგვიანეს 15 ივლისისა – 25%;
გ) არა უგვიანეს 15 სექტემბერისა – 25%;
დ) არა უგვიანეს 15 დეკემბერისა – 25%.
QUOTE
აქ საგადასახადოში წინასწარ დარეგისტრირებული ფიზიკური პირები იგულისხმება თუ ნებისმიერი ფიზიკური პირები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.
ყველა პირი რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ვალდებულია დარეგისტრირდეს გდასახადის გადამხდელად
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
dgk
მსუნაგი ბისო!
ჯგუფი: Members
dgk
მსუნაგი ბისო!
ჯგუფი: Members
წერილები: 3830
წევრი No.: 6571
რეგისტრ.: 27-September 04
#2851362
· 3 Apr 2006, 10:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
non
QUOTE
არა უგვიანეს 15 მაისისა – 25%; ბ) არა უგვიანეს 15 ივლისისა – 25%; გ) არა უგვიანეს 15 სექტემბერისა – 25%; დ) არა უგვიანეს 15 დეკემბერისა – 25%.
ეგ გასაგებია, მაგრამ იანვარში უნდა მედოს მთელი წელი ეგ თანხა ანგარიშზე? თუ წლის განმავლობაშჳ არსებული შემოსავლებიდანაც შემიძლია დავფარო?!!
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
სამართალი
|
იქით
»
Pages:
(81)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0307 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.