იურიდიული პირი, მათ შორის შპს იხდის შემდეგი სახის გადასახადებს:
დღგ-ს - 18%, როდესაც დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხა ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 100 000 ლარს, ან თუ ერთჯერადი ოპერაციის თანხა აღემატება 100 000 ლარს, ანუ ამ თანხამდე არ იხდი, ამის ზევით იხდის ყველა იურიდიული პირი ყველა ტიპის საქმიანობაზე, თუ ეს საქმიანობა არაა განთავისუფლებული გადასახადისაგან. ანუ ჩვეულებრივ ბიზნესმენს დღგ-ს გადასახადი ეხება, თუ ეს ბიზნესი არაა განთავისუფლებული დღგ-ს გადახდისგან.
საშემოსავლო გადასახადი - 20%, ეს გადასახადი იურიდიულმა პირმა უნდა დაუკავოს მასთან დასაქმებულ ფიზიკურ პირს ხელფასის გაცემისას, გადარიცხოს ბიუჯეტში და განახორციელოს დეკლარირება.
მოგების გადასახადი - 15%, ეს გადასახადი გამოთვლება შემდეგნაირად: ერთობლივი შემოსავალი მინუს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვები და თუ დარჩენილი თანხა წარმოადგენს დადებით სალდოს, ესაა მოგება და იბეგრება მოგების გადასახადით.
დივიდენდის გადასახადი - 5%, ანუ იურიდიული პირის მოგება, მას შემდეგ რაც მოხდება მოგების გადასახადის გადახდა, შესაძლებელია განაწილდეს პარტნიორებზე, ამ განაწილებას ქვია დივიდენდის გაცემა და გაცემისას იბეგრება 5%-ით.
იმპორტის გადასახადი 5 ან 12 % განაკვეთი, იბეგრება ზოგიერთი სახის საქონლის იმპორტი.
აქციზი, ამ გადასახადის გადახდა ხდება ზოგიერთი სახეობის საქონელზე, რომელიც დიფერენცირებულია სახეობების მიხედვით. მაგ, მაგარი სპირტიანი სასმელები, ნავთობ პროდუქტები, თამბაქოს ნაწარმი.
ქონების გადასახადი, ასაა ადგილობრივი გადასახადი და ის რეგიონების მიხედვით დიფერენცირებულია 1 %-ის ფარგლებში, ქონების გადასახადით იბეგრება ასევე მიწა, ოღონდ ამ შემთხვევაში მოქმედებს საბაზისო განაკვეთები (X თანხა ყოველ ჰა-ზე), რომელიც ასევე დიფერენცირებულია ადგილმდებარეობის შესაბამისად.
ასევე ზოგიერთი ბიზნესისთვის დადგენილია წესი მცირე და მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭების და მსგავსი ბიზნესები სხვანაირად იბეგრება.
40 000 ლარიანი ზღვარი დადგენილია ფიზიკური პირის და მისი ოჯახის წევრების წლიური შემოსავლის მინიმალურ ოდენობად, რომლის ზევითაც, ფიზიკური პირი ხდება ქონების გადასახადის გადამხდელი.
პ.ს. ნუ დასვამთ ხოლმე ისეთ შეკითხვებს, რასაც წლები ვსწავლობთ და ფორუმზე ამის დაწერა თითქმის შეუძლებელია

, ამ გადასახადებში გარკვევა, მათი გამოთვლა, გადახდა და დეკლარირება ბუღალტრის მოვალეობაა, ფორუმზე რა დეტალური პასუხიც არ უნდა გაგცე, დამერწმუნე უფრო მეტი კითხვა გაგიჩნდება, ვიდრე პასუხს მიიღებ

.