რა ფორმით ხდება ამ გადასახადის გადახდა?? სად უნდა დავრეგისტრირდე?
* * *
აი ეს ვიპოვე...

საშემოსავლოს გადახდა ბინის ყველა გამქირავებლისთვის სავალდებულო გახდა
12:29 - 17.03.11
ბინის გამქირავებლებისთვის 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდა სავალდებულოა და, ამ გადასახადისგან თავის არიდების შემთხვევაში ისინი სოლიდური თანხით დაჯარიმდებიან. არ აქვს მნიშვნელობა, ბინა ორგანიზაციაზე ქირავდება თუ კერძო პირზე და რა თანხად აქირავებს მას მეპატრონე - 200 ლარად თუ 2000 დოლარად.
როგორც გავარკვიეთ, იმ შემთხვევაში, თუკი დეკლარირებული უძრავი ქონება ქირავდება, მისი პატრონი ვალდებულია საშემოსავლო გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ ბინის გაქირავებით მიღებული შემოსავალი ადრინდელი 12 %-ის ნაცვლად 20%-ით იბეგრება.
მანამდე უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებდნენ, რომ გაქირავების შედეგად 30 ათას ლარზე ნაკლები შემოსავლის მიღების შემთხვევაში გამქირავებლებს საშემოსავლოს გადასახადის გადახდა არ ეკისრებოდათ, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, გაქირავების შემთხვევაში, თუნდაც შემოსავალი 30 ათას ლარზე ნაკლები იყოს, ბინის მესაკუთრე მიკრო მეწარმეთა კატეგორიაში არ შედის და შესაბამისად, ამ კატეგორიის შეღავათები მასზე არ ვრცელდება.
„საშემოსავლო გადასახადის 20%-მდე გაზრდამ უკვე გამოიწვია ბინების გაქირავების დაახლოებით 20%-ით გაძვირება იმ შემთხვევაში, როდესაც დამქირავებელი ორგანიზაცია ან უცხოეთის მოქალაქეა. რაც შეეხება დაბალფასიან სეგმენტს, გაძვირების პროცესი აქაც შეიმჩნევა. რეგისტრაციის ახალი წესის ამოქმედების შემდეგ კი გაძვირების პროცესი კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რადგან გამქირავებელთა 70-80%-ში გაჩნდა შიში, რომ კანონდარღვევას აღმოუჩენენ. ამიტომაც მათ ურჩევნიათ, ბინა კანონის დაცვით გააქირაონ და შესაბამისად, გაზრდილი თანხები ქირის გადასახადში ასახონ. რაც შეეხება დანარჩენ 20-30%-ს, ეს ყველაზე დაბალფასიანი, პერიფერიებში არსებული ბინების მფლობელები არიან, რომლებიც დამქირავებლებს წინასწარ გააფრთხილებენ, შემოწმების შემთხვევაში განაცხადონ, რომ ისინი ბინის მესაკუთრის ნათესავები არიან და იქ უფასოდ ცხოვრობენ. ასე რომ, სწორედ ეს სეგმენტი დაუმალავს სახელმწიფოს გადასახადებს, რაც, სოციალური ფონიდან გამომდინარე, ბუნებრივია," - აცხადებს ვადაჭკორია.
http://mtavari.info/news-1354.html * * *
А я верю в чудеса...