qavtara
შორიდან ძნელია რამის ზუსტად თქმა.
პირველ რიგში საჭიროა ამ ბინაზე გაირკვეს რა მდგომარეობაა 1) ტექ. ბიუროში და 2) საჯაო რეესტრში.
აქედან დაიწყე, გირჩევ, აიღე ცნობა დახასიათება და ამონაწერი, გვითხარი რა წერია შიგ და დანარჩენს მერე შევეცდებით

მეორეც, 15 წლის წინ საბჭოურიკოდექსი მოქმედებდა და ამ კოდექსითაც ბინის შესაძენად აუცილებელი იყო სათანადო
ხელშეკრულება, მარტო მინდობილობა არ არის საკმარისი.
შენ ამბობ, რომ ძველ მესაკუთრეს ყველა საჭირო საბუთი გაუგზავნე და რა გაუგზავნე ჩამოთვალე კონკეტულად.
ანუ შეეცადე სრული იურიდიული სურათი დახატო.
რაც შეეხება აქ გამოთქმულ მოსაზრებებს 15 წლიანი ხანდაზმულობით საკუთრების უფლების შეძენისა და გენერალური მინდობილების საკუთარ თავთა დადებული
გარიგების გაიგივებასთან, მოკლედ საკუთარ თავთან გარიგების დადების შეუძლებლობასთან დაკავშირებით. ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ორივე დებულება ახალი სამოქალაქო კოდექსი პირმშოა და 15 წლის წინ შეიძლება იდეაშიც არ არსებობდნენ

ანუ 1994 წლის შემთხვევას 1997 წლის კოდექსით ვერ დავაკვალიფიცირებთ
* * *
სრულად რომ გამოვთქვა ჩემი აზრი, იმასაც დავუმატებ, რომ ახალი კოდექსი წარომადგენელს წარმოდგენილი პირის სახელით
საკუთარ თავთან გარიგების დადებას აკრძალვას დისპოზიციური ხასიათი აქვს, ანუ თუ მხარეებმა მინდობილობაში ეს მომენტი
ჩადეს, მაშინ წარმომადგენელს შეუძლია საკუთარ თავთან გარიგების დადება.