#46890869 · 1 Feb 2016, 22:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Corpus_Iuris_Civilis
რომელ პოზიციას ემხრობი?
სესხის დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა მისი დადების მომენტიდან(სესხის საგნის გადაცემის მომენტიდან), კრედიტის, დროს შეთანხმების მომენტიდან. ამას დავა არ ჭირდება, ძალიან მარტივი საკითხია. ვალდებულების შინაარსი ასეთია: მოვალე ვალდებულია დააბრუნოს სესხის საგანი დათქმულ ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროსა და წესით.
ვალდებულების შესრულების დროის დადგომა სხვა რამეა, განსხვავდება ვალდებულების წარმოშობის მომენტისგან. 389-ე მუხლში სწორედ ვალდებულების შესრულების დროზეა საუბარი და არა ვალდებულების წარმოშობის მომენტზე.
ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს არაერთი გადაწყვეტილება, რომელიც ერთგვაროვნად არეგულირებს ამ საკითხს, ანუ როდესაც დოლარშია აღებული ვალდებულება და განსაზღვრულია მისი დაბრუნების ვალდებულება, ვალდებულება უნდა შესრულდეს, ვალდებულების შესრულების დროისთვის არსებული დოლარის კურსის მიხედვით, თუ სახეზე არ არის სამი გამონაკლი. 1. ჰიპერინფლაცია. 2. დენომიზაცია. 3. ვალუტის ცვლილება. ამ უკანასკნელ შემთხვევბში 389-ე მუხლი არ გამოიყენება და სახეზეა 398-ე მუხლით განსაზღვრული სიტუაცია.
This post has been edited by LEGEN_wait for it_DARY on 1 Feb 2016, 23:53
|