#16052373 · 19 Oct 2009, 23:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მაშინ მოვალეს შეუძლია ბინის გადაფორმება მესამე პირზე და უფლებები და მოვალეობები ბანკის წინაშე წარმოიშობა სწორედ ამ მესამე პირიდან. |
მევალედ რჩება ფულის მსესხებელი, ხოლო უზრუნველყოფის მესაკუთრე იცვლება,
არანაირი უფლებები და ვალდებულებები არ გადადის, ასეთ შემთხვევაში ივარაუდება რომ მევალემ ვალი უნდა გადაიხადოს. მაგალითად დღეს თბილისში მოდაშია ბინის თხოვება (ანუ სესხს იღებს ერთი და ბინა იტვირთება მეორესი)
ხელშეკრულებაში იწერება რომ მსესხებელი არის ,,ა,, ხოლო იპოთეკის საგნის მესაკუთრე ,,ბ,, ვალი უნდა გადაიხადოს ,,ა,,მ ეს ლოგიკურია , ,,ბ,, უბრალოდ
გარანტია თავის ქონებით, იგივეა ბინის გასხვისების შემთხვევაშიც, სასამართლო წარმოებაც ასე მიმდინარეობს, სარჩელში
მიეთითება რომ ,,ა,,მ ისესხა ფული და დატვირთა ბინა, მაგრამ შემდეგ გაასხვისა ქონება ,,ბ,,ზე (რაც უმეტესად ფორმალურად ხდება) და ,,ა,,ზე დაკისრებული
თანხის ამოღების მიზნით მოხდეს ,,ბ,, ს კუთვნილი ქონების იძულებითი რეალიზაცია.
|