ეს თემა არის სამოქალაქო რეესტრზე და არა საჯარო რეესტრზე
აი ლინკი -->
საჯარო რეესტრი - N A P R - vol 2babe777დაკარგული პირადობის მოწმობის ნაცვლად ახალი მოწმობის ასაღებად წარმოადგინეთ:
განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამასახურებში);
დაბადების მოწმობა ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი (დედანი და ასლი);
2 ფერადი ფოტო-სურათი (ფოტოსურათს გადაიღებთ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში);
ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ნებისმიერი ბანკიდან. ჯარიმა შეადგენს 3 ლარს
შენიშვნა:
თუ დაკარგული პირადობის მოწმობა აღებული იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სხვა ტერიტორიულ სამსახურში, წარადგინეთ 3 სურათი, ხოლო რეგისტრაციისთვის - საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან საცხოვრისი მესაკუთრის თანხმობის დადგენილი ფორმა.
პირადობის მოწმობის გაცემის ვადები და მომსახურების საფასურები:
·1. განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს პირადობის მოწმობა გაიცემა უფასოდ.
•2. განაცხადის შეტანიდან პირადობის მოწმობის მე-5 სამუშაო დღეს გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 5 ლარს;
•3. განაცხადის შეტანიდან პირადობის მოწმობის მე-3 სამუშაო დღეს გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 10 ლარს;
•4. განაცხადის შეტანიდან პირადობის მოწმობის 24 საათის გასვლისთანავე გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 25 ლარს;
•5. განაცხადის შეტანიდან პირადობის მოწმობის იმავე დღეს გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 50 ლარს.
შენიშვნა:
მომსახურების საფასურის გადახდა ხდება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში განთავსებულ სწრაფის გადახდის პუნქტებში.
1. თუ თქვენ იცვლით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგინეთ:
საცხოვრისის მესაკუთრემ - საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დედანი ასლთან ერთად;
სხვა პირებმა - საცხოვრისის მესაკუთრის მიერ შევსებული თანხმობის წერილის დადგენილი ფორმა.
2. ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას დამატებით წარმოადგინეთ ჩანაწერში არსებული უზუსტობის დამადასტურებელი საბუთი;
1. თუ თქვენ იცვლით საცხოვრებელ ადგილს წარმოადგინეთ:
საცხოვრისის მესაკუთრემ - საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ასლთან ერთად;
სხვა პირებმა - საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა (მესაკუთრის თანხმობის შევსებული ფორმა).
2. ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას დამატებით წარმოადგინეთ ჩანაწერში არსებული უზუსტობის დამადასტურებელი საბუთი;
This post has been edited by Suleluka on 20 May 2010, 10:53