sonex2009სახელმწიფო პენსიის გამცემი ორგანო არის სოციალური მომსახურის სააგენტოს კომპეტენცია და არა სამოქალაქო რეესტრისა!
"სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე მამაკაცმა, რომელსაც შეუსრულდა 65 წელი, ხოლო ქალმა, რომელსაც შეუსრულდა 60 წელი, პენსიის დასანიშნად უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებას, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
ასაკით პენსიის დანიშვნისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხა:
Ø განცხადება (სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების უფროსის სახელზე);
Ø პირადობის მოწმობა, ასლთან ერთად;
ასაკით პენსიის დანიშვნის ვადები
გადაწყვეტილება პენსიის დანიშვნის შესახებ განცხადების შემოტანიდან 15 სამუშაო დღის ვადაში მიიღება.
პენსიის ოდენობა: 80.00 ლარი, შრომის სტაჟის დანამატის გარეშე
სოციალური მომსახურების სააგენტო
მისამართი: ი. ჯავახიშვილის 51, 0102, თბილისი
ტელეფონი: 91 00 46
აჰა თუ კიდევ რამე გაინტერესებს საიტიც:
http://www.ssa.gov.ge/ This post has been edited by 7903251 on 25 May 2010, 14:40