დედაშენს მისცემდნენ ერთ გვერდიან ფურცელს იმ ფურცელზე ეწერება 882009098765 ასეთი კოდი, და ეგ ჩაწერე რეგისტრაციის ნომერი რო წერია მანდ, სავარაუდოდ გეტყვის განახლებააო, და შეგიძლია საჯაროში აღარ წარვიდე და შენით ამობეჭდო, რომელიმე ძველი ამონაწეიც იქნება მანდ რეგისტრავიის კოდით, თუ არა მესაკუთრის გვარით მოძებნე და ნახავ. მესაკუთრის გვარიც მანდ ეწერება, დაინტერესებული პირა და მესაკუთრე.
https://public.reestri.gov.ge/NAPRWEB/ეგ იმას ნიშნავს შანსი გაქვს.
* * *
III. გამოსყიდვა
მუხლი 509. ცნება
თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.
მუხლი 510. გამოსყიდვის ფასი
გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად,ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე.
მუხლი 511. საკუთვნებლის ბედი ნასყიდობისას
მყიდველი ვალდებულია ნაყიდი ნივთი დააუბრუნოს საკუთვნებელთან ერთად.
მუხლი 512. გამოსყიდვამდე წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე ნაყიდი ნივთი გააფუჭა (დააზიანა) ან შეცვალა, მან უნდა აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი.
მუხლი 513. გამოსყიდვამდე ნივთის გასხვისების ბათილობა
თუ მყიდველმა გამოსყიდვის უფლების განხორციელებამდე გაასხვისა ნაყიდი ნივთი, ასეთი გასხვისება ბათილია.
მუხლი 514. გამოსყიდვის უფლების ხანდაზმულობა
გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ხუთ წელს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მუხლი 515. ოფცია
მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ მყიდველს ცალმხრივად აქვს უფლება, ესა თუ ის საგანი შეიძინოს განსაზღვრულ დრომდე ან განსაზღვრულ მოვლენამდე (შესყიდვის ოფცია), ანდა, იმავე პირობებში, გამყიდველს უფლება აქვს საგანი მყიდველს მიჰყიდოს (გაყიდვის ოფცია). ოფციის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმები, თუკი მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
IV. უპირატესი შესყიდვის უფლება
მუხლი 516. ცნება
1. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება, თუ ვალდებული პირი მესამე პირთან დებს მოცემული ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას.
2. უპირატესი შესყიდვის უფლება არც სხვა პირს გადაეცემა და არც მემკვიდრეობით გადადის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 517. ნივთის მოსალოდნელი გაყიდვის შესახებ შეტყობინების
მოვალეობა
1. ვალდებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომლის დადებასაც ის აპირებს მესამე პირებთან.
2. უპირატესი შესყიდვის უფლება ხორციელდება ვალდებული პირისათვის შეტყობინებით. შეტყობინების მეშვეობით უფლებამოსილ პირსა და ვალდებულ პირს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება იმ პირობებით, რომლებიც ვალდებულმა პირმა მესამე პირს შესთავაზა.
3. უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების განხორციელება მხოლოდ ვალდებული პირის მიერ დადგენილ ვადაში.
მუხლი 518. უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობაზე
შეთანხმების ბათილობა
ვალდებულ პირსა და მესამე პირს შორის არსებული შეთანხმება ბათილია, თუ ამით ნასყიდობის ხელშეკრულება დამოკიდებული ხდება უპირატესი შესყიდვის უფლების გამოუყენებლობაზე, ან ვალდებულ პირს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე,თუკი გამოყენებული იქნება უპირატესი შესყიდვის უფლება.
მუხლი 519. დამატებითი ვალდებულების შესრულება
1. თუ მესამე პირმა ხელშეკრულებით იკისრა დამატებითი ვალდებულება, რომლის შესრულების შესაძლებლობაც უპირატესი შესყიდვის უფლების მქონეს არა აქვს,მაშინ მან დამატებითი ვალდებულების ნაცვლად უნდა გადაიხადოს მისი ღირებულება.
2. თუ შეუძლებელია დამატებითი ვალდებულების ფულადი შეფასება, მაშინ უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება დაუშვებელია; დამატებითი ვალდებულების თაობაზე შეთანხმება ძალას კარგავს, თუ ხელშეკრულება დაიდო უპირატესი შესყიდვის უფლებისათვის გვერდის ასახვევად.
მუხლი 520. ნასყიდობა ნივთის მოწონების პირობით
ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება ნივთის მოწონების პირობით დაიდოს, თუ მყიდველი შეთანხმებულ ვადაში არ დაიწუნებს ნივთს. დაწუნების შემთხვევაში მხარეები მოვალენი არიან დაუბრუნონ ერთმანეთს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღეს.
V. გაცვლა
მუხლი 521. ცნება
1. გაცვლის ხელშეკრულებით მხარეებს ეკისრებათ ქონებაზე საკუთრების უფლების ურთიერთგადაცემა.
2. გაცვლის ხელშეკრულების ყოველი მხარე ითვლება იმ ქონების გამყიდველად,რასაც ცვლის, და იმის მყიდველად, რასაც სანაცვლოდ იღებს.
მუხლი 522. გასაცვლელი ქონების არატოლფასოვნება
თუ გასაცვლელი ქონება არატოლფასოვანია, მხარეთა შეთანხმებით ქონების ნაწილი შეიძლება ანაზღაურდეს ფულით.
მუხლი 523. გაცვლის მიმართ გამოყენებული წესები
გაცვლის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის შესაბამისი წესები