პირველი ნაწილი -
საჯარო რეესტრისაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავიწყოთ მცირედი ისტორიული ექსკურსით ... ერთ-ერთი პირველი ნასყიდობის ხელშეკრულება რომელიც დოკუმენტის სახით არის შემორჩენილი თარიღდება 1777 წლით და ეს არის
ნასყიდობის წიგნი ჯრუჭის მონასტრის არქიმანდრიტის სიმონ ქავთარაძისა და თავადი წერეთლებისა


თავად საჯარო რეესტრს არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს -
სახელმწიფო რეესტრის შესახებ საქართველოს 2004 წლის 1 ივნისის კანონის საფუძველზე, ჩამოყალიბდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. სააგენტოს შექმნამ, პრაქტიკულად, საფუძველი დაუდო ქვეყანაში ახლებური სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბებას.
ფრაზა - "ქონების რეგისტრაცია" ყველასათვის დროში გაწელილ, უამრავ ბიუროკრატიულ პროცესთან და პროცედურასთან ასოცირდებოდა.
ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზრის განვითარების აუცილებლობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო და ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ძალისხმევა სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებისა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენებისაკენ მიმართა.
სააგენტოში განხორციელებული რეფორმა ძირითადად ოთხი მიმართულებით განვითარდა: ინსტიტუციური, საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური. შედეგად კი, მომხმარებელმა მიიღო სწრაფი, მარტივად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი მომსახურება.

თქვენ უკვე გაქვთ საშუალება დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით მოახდინოთ უძრავი ქონების რეგისტრაცია საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რაიონში ჩაუსვლელად.
მაგალითად: თუ თქვენ იმყოფებით თბილისში და გესაჭიროებათ ბათუმში მდებარე უძრავი ქონების შესახებ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, საკადასტრო გეგმა, ცნობა ყადაღის შესახებ ან ტექბიუროს არქივში დაცული დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე თქვენ ელექტრონულად ავსებთ განაცხადის ფორმას და ინტერნეტით აგზავნის საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში.
პროგრამაში შესასვლელად დააჭირეთ ღილაკს
სარეგისტრაციო სამსახური კანონით განსაზღვრულ ვადაში მოამზადებს თქვენს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს, რომელსაც ასევე ელექტრონულად, ინტერნეტის მეშვეობით მიიღებთ.
სარეგისტრაციო მომსახურების საფასურიs გადახდა საბანკო პლასტიკური ბარათის საშუალებით შეგიძლიათ.
განცხადებების და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნი
საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრი
ქალაქ თბილისის სარეგისტრაციო ზონის საკადასტრო რუკა
ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვნის პროგრამა
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრი
მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობის/ლიზინგის უფლებათა რეესტრი
ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამული უზრუნველყოფა (კანცელარიის პროგრამა)
--
სარეგისტრაციო მომსახურების საფასურების განაკვეთები და მომსახურების ვადები საკონსულტაციო ბარათები სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის---
ავტორიზებული მომხმარებლების ადგილმდებარეობის გზამკვლევი (რუქა)სერტიფიცირებული ამზომველებიონლაინ ვიდეო კონსულტაცია - 9:00 – 18:00-მდეცხელი ხაზი -
თუ გსურთ უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიული კონსულტაციის მიღება, თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით მიიღოთ აღნიშნული მომსახურება. სააგენტოს კვალიფიციური იურისტები გაგიწევენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას, გაგაცნობენ რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნუსხას.
25 15 27 + (შიდა ნომერი 1)
________________
თუ თქვენ საჯარო რეესტრში უკვე შეტანილი გაქვთ განაცხადი და გაინტერესებთ ინფორმაცია სარეგისტრაციო განცხადების მსვლელობისა და შედეგის შესახებ, შეგიძლიათ ტელეფონით გაარკვიოთ, თუ რა სტადიაშია თქვენი განცხადების განხილვა. კერძოდ, უკვე რეგისტრირებულია თუ არა საკუთრების უფლება, ხოლო თუკი რეგისტრაცია შეჩერებულია ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარია ნათქვამი, ტელეფონით განგიმარტავენ, რა არის ამის მიზეზი.
25 15 27 (შიდა ნომერი 2)
________________
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სისტემის თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი სახის უკანონო ქმედების ჩადენის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე:
8 800 282 828
(ცხელი ხაზი)
ნებისმიერი ტელეფონიდან, მათ შორის, მობილურიდან განხორციელებული ზარი უფასოა
________________
საჯარო რეესტრის ამონაწერში ტექნიკური ხარვეზის (ფართთან, მისამართთან, სახელთან, გვართან და სხვა ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით) აღმოჩენის შემთხვევაში
25 15 27 + (შიდა ნომერი 3)
---
FAQ (ხშირად დასმული შეკითხვები ) სხვადასხვა მომსახურების შესახებ და ბოლოს საიტის სანახავად
დააკლიკეთ აქ
თუკი ყოველივე ამის შემდეგ დაგრჩათ გაურკვეველი რაიმე საკითხი რაზეც პასუხი ამ ბმულების საშუალებით ვერ მიიღეთ დასვით კითხვა ამ თემაში და გპირდებით მეგობრების დახმარებით ოპერატიულ და კომპეტენტურ პასუხებს 
--
მარად თქვენი შევარდენი1906
This post has been edited by შევარდენი1906 on 20 Feb 2015, 11:07
მიმაგრებული სურათი
შ ე რ ი გ დ ი თ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!