იქნებ ვინმე დამეხმაროთ რა ვქნააა?
არ მაქვს ხელზე ამონაწერი და ვერ ვხვდები როდისააა რეგისტრირებული
თქვენს მიერ სარეგისტარციოდ წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე თქვენს სახელზე
უკვე რეგისტრირებულია 2000კვ.მ და 3000კვ.მ მიწის ფართი რომლის სააღრიცხვო ბარათზე არ ფიქსირდება რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი, ამჟამად წარმოდგენილია საკუთრების უფლების დადგენი დოკუმენტი 0.50 ჰა მიწის ფართზე, რაც 1%-ზე მეტად აღემატება უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულ ფართობს, თუ მოითხოვთ ზ/ა საკადასტრო კოდის ცვლილებას წარმოსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისობაში მყოფი და ამონაწერის დედანი და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა კომლის წევრების შემადგენლობის შესახებ და მათი არსებობის შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები, გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების მოწმობის დედანი, ან სათანადოდ დამოწმებული ასლები, ან დააზისტეთ მოთხოვნა.
ყოველივე ზემოთ მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად გამოვლენილ გარემოებათა გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად "დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად".
ამის მერე გავაკეთე ცალცასკე აზომვები და შევიტანე და მაინცდამაინც ამონაწერის დედანს ითხოვენ არ მაქვს და საიდან მივიტანო?
თქვენს მიერ სარეგისტარციოდ წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ სარეგისტარციოდ წარმოდგენილია 2 ცალი საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ელ ვერსია და ქაღალდის ვერსია) თუ ითხოვთ ორივე უძრავი ნივთის რეგისტარციას წარმოსადგენია ცალ-ცალკე განაცხადი ან დააზუსტეთ რომელი უძღავი ნივთის რეგისტარციას ითხოვთ.
ასევე გაცნობებთ, რომ რეგისტრირებული უძრავი ნივთების 2000კვ.მ და 3000კვ.მ სააღრიცხვო ბარათზე არ ფიქსირდება რეგისტრატორის ხელმოწერა და ბეჭედი, რინს გამოც ვერ დასტურდება რეგისტარციის დასრულების ფაქტი, წარმოსადგენია ამონაწერის დედანი, ან დააზუსტეთ მოთხოვნა.
ყოველივე ზემოთ მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ სარეგისტრაციო წარმოების შედეგად გამოვლენილ გარემოებათა გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად "დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად".
რა ვქნა იქნებ დამეხმრაოთ

(