კანონი # 780-რს - საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ
თავი # 4 - მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზირება და ავტორიზაცია
მუხლი # 41 - მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემის წესი
მიღებულია - 22.05.2012 წ ძალაშია - 06.06.2012 წ
05.12.2012 წ - მდგომარეობით
1. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
1'. კომისია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი კომისიას მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) ფიზიკური პირისათვის - სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;
ბ) იურიდიული პირისათვის - საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი (ადგილსამყოფელი), მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც ფლობენ აქციების 5%-ს ან მეტს;
გ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე და სახეობა, რომლის მიღებასაც მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
დ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა;
ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში.
3. განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ფიზიკური პირის შემთხვევაში - შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი;
დ) შესაბამისობის დეკლარაცია;
ე) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა.
4. საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად განცხადებას უნდა დაურთოს:
ა) განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ;
ბ) დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;
გ) განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ტელერადიომაუწყებლობის პრიორიტეტებსა და ამ კანონით განსაზღვრულ პროგრამულ მოთხოვნებს;
დ) სალიცენზიო გადასახდელის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ჩაირიცხება კომისიის ანგარიშზე. ლიცენზიის მიუღებლობის შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს კომისიისთვის წერილობითი განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უბრუნდება აღნიშნული თანხა, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი დარჩენილ თანხას გადაიხდის კომისიის მიერ დადგენილი წესით;
ე) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა.
5. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს გასცემს მხოლოდ კომისია. სხვა ლიცენზიებისა და ნებართვების დაწესება და მოთხოვნა აკრძალულია (ერთი გაჩერების პრინციპი).
6. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის "ა" და "გ" ქვეპუნქტების შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში განისაზღვრება სალიცენზიო პირობებად.
ეხლა გასაგებია