1.ნუ დაზარალებული ამ შემთხვევაში ა ტიპის ავტომობილის მძღოლია, მაგრამ თუ უგონოდ არის ჩვენება როგორ ჩამოართვას გამომძიებელმა ?
2. რა თქმა უნდა ექსპერტიზა აუცილებელია მაგ შემთხვევაში, რადგან ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული დანაშაულის კვალიფიკაცია. დარწმუნებული ხარ რომ ექსპერტიზა არ დაუნიშნია გამომძიებელს ? თუ არ კითხე გამომძიებელს ისე არავინ შეგატყობინებს ექსპერტიზის დანიშვნას
3. თუ შემთხვევის ადგილზე არ დაიღუპა არავინ გამოძიებას ყოველთვის პირველი ნაწილით იწყებენ ხოლმე და შემდეგ ექსპერტიზა ჯანმრთელობის რა ხარისხის დაზიანებასაც დადებს, იმის მიხედვით მოხდება გადაკვალიფიცირება.
უკეთ რომ გაერკვე დაგიკოპირებ მაგ მუხლს და ყველაფერს მიხვდები :
მუხლი 276. ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევა
1. ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, –
-ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება,-
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
6. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
7. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
8. იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. (28.04.2006. N2937)