fractureმოკლედ, რადგან დედაშენი აქ არ იყო ბებიის გარდაცვალბის დროს, გამოდის, რომ ტქვენ სასამართლოს უნდა მიმართოთ სასარჩელო წესით და ითხოვოთ სამკვიდროს ვადის აღდგენა
თუ ვთქვათ დედაშენმა მიიღო ბებიის კუთვნილი ნივთები, მისი გარდაცვალების შემდეგ და ამის დამტკიცებას შეძლებთ სასამართლო სხდომაზე, მაშინ შეგიძლიათ იურიდიული ფაქტის დადგენით მიმართო სასამართლოს. ნივთებში ყველაფერი იგულისმება, ვტქვთ წიგნები, თუნდაც ვაზა, ტანსაცმელები ან აშ იქნებ, აქირავებდა დედაშენი ამ ბინას, ან უტარებდა სარემონტო სამუშაოებს. მოკლედ, უნდ ადადასტურდეს, რომ როოგც საკუთრებას ისე ექცეოდა დედის დანატოვარ ქონებას ან მის ნაწილს.
საქმე იმაშია, რომ იურდიული ფაქტი არის უდავო წარმოება, ანუ, ამ დროს თქვენ არ გყავთ მოპასუხე, ტქვენს ენაზე მოწინააღმდეგე მხარე. მხოლოდ თქვენ გამოდიხართ პროცესზე, არავინ გეწინააღდეგებათ

, ასეთი საქმეები ძალიან მალე ინიშნება და ერთ სხდომაში მთავრდება ხოლმე. თუკი ეს თქვენი სურვილი იქნება და შესაბამის განცხადებასაც დაწერთ ,, რომ გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებთ, იმავე დღეს შევა ძალაში გადაწყვეილება კანონიერ ძალაში და და იმავე დღე შეგიძლიათ მიხვიდეთ ნოტარიუსთან სამკვიდროს მისაღებად
რაც შეეხება ვადის აღდგენას, ეს სასარჩელო წარმოება, სადაც არის მოწინააღმდეგე მხარე. ამ დროს კანონით დადგენილია ბევრი პროცედურები და შესაბამისად, გაწელილია დროში, განსხვავებით იურიდიული ფაქტისგან.
ფაქტია, რომ ცუდად საქმე არა გაქვს, უბრალოდ, იურიდიული ფაქტის დადგენით თუ გამოვა სასამართლოსთვის მიმართვა, ეს მოკლე დროში მიგაღებინებთ სასურველ შედეგს, თუ ვადის აღდგენით მიმარტავთ, მაშინ დროში გაიწელება. სულ ეგაა.
ყველა შემთხვევაში, პირველ რიგში საჭიროა დედამ გამოაგზავნს მინდობილობა ტქვენს სახელზე, რომ თქვენ შეძლოთ მისი სახელით აწარმოოთ ყველა სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმე, ყველა ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოი. დაახლოებით ეს სიტყვები უნდა ჩაიწეროს მინდობილობაში, თორემ, მე პირადად მინახია უცხოეთიდან გამოგზავნილი მინდობილობები, სადაც ესენი არ წერია, უფრო მათთან ასრებული სამართლის შესაბამისად წერია ხოლმე და ჩვენთან არ ვარგა. იცით რა, ასე შორიდან კონკუსლატცია ძნელი, უმჯობესია მიხვიდეთ, რომელიმე იურიდიულ ფირმაში.
This post has been edited by grusha on 26 Dec 2010, 11:09