აუF მართლა რა დიდი ყოფილა
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პეტრიაშვილის საქმის განხილვა უნდა მოხდეს ძველი კოდექსით, რადგან დანაშაული ჩადენილია 29 აგვისტოს. ეხლა კი დავიწყოთ გამომძიებლის შეფასებით :
1. ჯერ ერთი გამომძიებელმა დაარღვია იძულებითი მოყვანის წესი, კერძოდ კი სსსკ-ს 175-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად გამომძიებელს შუამდგომლობით უნდა მიემართა სასამართლოსთვის და სასამართლოს უნდა გამოეტანა დადგენილება მოყვანის თაობაზე. გამომძიებელმა კი დაარღვია აღნიშნული წესი და საკუთარი სიტყვიერი დავალების საფუძველზე მოაყვანინა პეტრიაშვილი.
მეორეც სსსკ-ს 72-ე მუხლის I ნაწილის თანახმად თუ პირი დაკავებული არ არის, მაშინ იგი ეჭვმიტანილის სტატუსს იძენს იმ შემთხვევაში თუ გამომძიებელმა პროკურორის თანხმობით ან პროკურორმა გამოიტანა დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის თაობაზე. როგორც კაზუსიდან ჩანს აღნიშნული არ გაუკეთებია გამომძიებელს, რის გამოც პეტრიაშვილი ვერ ჩაითვლება ეჭვმიტანილად და შესაბამისად გამომძიებელის მიერ პეტრიაშვილისთვის როგორც ეჭვმიტანილისთვის ვალდებულების განმარტებაც არ არის სწორი.
გამომძიებელმა ასევე დაარღვია ბრალდებულის დაკავების წესი, რადგან სსსკ-ს 160-ე მუხლის I ნაწილის თანახმად მხოლოდ პროკურორია უფლებამოსილი დააკავოს ბრალდებული. ამდენად გამომძიებელს კი არ უნდა დაეკავებინა პროკურორის თანხმობით, არამედ თავად პროკურორს.
გამომძიებელმა არასრულწლოვანი ბრალდებული დაკითხა ისე რომ დაკითხვას არ ესწრებოდნენ დამცველი, პროკურორი და კანონიერი წარმომადგენელი ან პედაგოგი, მაშინ როდესაც სსსკ-ს 283-ე მუხლის III ნაწილის, 644-ე მუხლის I ნაწილის და 647-ე მუხლის I ნაწილის თანახმად მათი მონაწილეობა სავალდებულოა.
2.პროკურორმა ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო დაარღვია კანონი როდესაც თანხმობა მისცა გამომძიებელს ბრალდებულის დაკავებაზე, რადგან თავად უნდა დაეკავებინა ბრალდებული.
ასევე დაარღვია კანონი როდესაც არ დაესწრო არასრულწლოვანი ბრალდებულის დაკითხვას, მაშინ როდესაც სსსკ-ს 283-ე მუხლის III ნაწილით ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა.
პროკურორმა ასევე დაარღვია კანონი, როდესაც არასრულწლოვან ბრალდებულთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება ისე , რომ კანონიერი წარმომადგენლისთვის ან პედაგოგისთვის ხელი არ მოუწერინებია.
3. სასამართლო მართალია სწორედ მოიქცა, როდესაც არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რადგან იგი დადებული იყო კანონის დარღვევით. კერძოდ კი კანონიერი წარმომადგენლს და პედაგოგს არ ჰქონდათ ხელი მოწერილი, მაგრამ ამავე დროს დაუშვა მთელი რიგი შეცდომები :
სსსკ-ს 679 (4) -ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სასამართლო საპროცესო შეთანხმების დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქმეს უბრუნებს პროკურორს საბრალდებო დასკვნის საკითხის გადასაწყვეტად და არა წყვეტს საქმეს, როგორც ეს მოსამართლე კილასონიამ გააკეთა.
არასწორედ მოიქცა ასევე სასამართლო, როდესაც დაუშვებლად ცნო ბრალდების წარდგენის შემდგომ მოპოვებული მტკიცებულებები, რადგან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების საკითხის განხილვისას სასამართლო არ განიხილავს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ სასამართლო გამოძიებისას სსსკ-ს 484-ე მუხლის საფუძველზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ და ისიც იმ შემთხვევაში თუ მხარემ დააყენა შუამდგომლობა.
ასევ არასწორი იყო სასამართლოს მხრიდან იმაზე მითითება, რომ კანონიერი წარმომადგენლი ან პედაგოგი არ ესწრებოდნენ ბრალის წარდგენას, რადგან სსსკ-ს 644-ე მუხლის I ნაწილის თანახმად კანონიერი წარმომადგენლის ან პედაგოგის მონაწილეობა სავალდებულოა მხოლოდ ბრალდებულის პირველი დაკითხვიდან .
4. რაც შეეხება ადვოკატს მას საპროცესო კანონმდებლობა არ დაურღვევია, რადგან ზემოთაღნიშნული დარღვევები ჩადენილი იქნა პროცესის მწარმოებელი ორგანოების მიერ და ადვოკატი აქ არაფერ შუაშია. (ერთადერთი რაც ადვოკატმა დაარღვია ჩემი აზრით არის ადვოკატთა ეთიკის კოდექსი, რაც იმაში გამოიხატა, რომ მან ყველა ზომა არ მიიღო თავისი კლიენტის დასაცავად ! ) - ეს ფრჩხილებში იმიტომ , რომ გამოცდაზე ამას არ დავწერდი
აი ეს არის რა სულ ! შენ როგორ გქონდა ?