#21570082 · 13 Sep 2010, 14:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ თექვენ იყავით ადმინისტრაციულად დაჟარიმებული ნარკოტიკზე, და გჭირდებათ ცნობა რომელიც მოგხსნით აღრიცხვიდან, საჭიროა გაიაროთ შემდეგი ეტაპები: 1. მიდიხართ ვაჟა–ფშაველას 39ა_ში, ნარკოლოგიის ინსტიტუტში, იხდით 25 ლარს და გადიხართ ნარკოტესტს (ბიოლოგიური მასა შარდი) 2. პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში, გაძლევენ ორ წერილს ერთი წერილით მიდიხართ შსს–ში, სადაც მოგცემენ ცნობას, რომ თქვენ ნამდვილად იყავით დაჯარიმებული და პირობითის ვადა გასულია, მეორე წერილით მიდიხართ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში სადაც იხდით 5 ლარს და იღებთ ცნობას აღრიცხვაზე ყოფნის შესახებ, შემდეგ ორივე ცნობით ბრუნდებით ნარკოლოგიურ ინსტიტუტში. 3. გადიხართ შემოწმებას ნევროპათოლოგთან 4. გადიხართ შმოწმებას ფსიქოლოგთან 5. 4 დღის განმავლობაში დადიხართ თქვენს ექიმთან დაკვირვებაზე 6. 3–4 დღეს ისევ გადიხართ ნაკოტესტს 7. მე–4 დღეს გაივლით კომისიას რის შემდეგაც მოგცემენ ცნობას!!! რაც შეეხება ტარიფებს 25 ლარი პირველი ნარკოტესტი 160 ლარი 4 დღიანი შემოწმების კურსი 5 ლარი, ცნობა აღრიცხვაზე ყოფნის შესახებ სულ: 190 ლარი პლიუს ტრანსპორტის ხარჯები
|