ეგ იგივე სახის შემთხვევაა, რაც კატის განავლის შემთხვევა. მაგ დროს არც რემონტია საჭირო და არც ღირებულება მცირდება ნივთის. გარეცხავ და გვარდება პრობლემა.
მასეთი ქმედებისთვის მხოლოდ ადმინისტრაციულად შეიძლება დაჯარიმდე, ხოლო თუ საღებავის ჩამოშორება გარკვეული თანხა დაგიჯდა შეგიძლია სამოქალაქო სარჩელი შეიტანო სასამართლოში.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ სახეზე არ არის თვისობრიობის დაკარგვა, თუ სახეზე არ არის ნივთის ღირებულების შემცირება და თუ ნივთი პირვანდელ მდგომარეობაში აღსადგენად არ საჭიროებს რემონტს დაზიანება არა გვაქვს !
გარეცხვა კიდევ არ ითვლება რემონტად !
შენ ალბათ 223 პრიმა მუხლს გულისხმობ ანუ ქურდული სამყაროს წევრობას ?
მაგ მუხლს ისე ვერ გაიგებ თუ ორგანიზებული დანაშაულის და რეკეტის შესახებ კანონი არ წაიკითხე :
http://www.parliament.ge/index.php?lang_id...det&kan_id=1680დასახელებული კანონის თანახმად ქურდული სამყაროს წევრი არის ნებისმიერი პირი, რომელიც აღიარებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.
ანუ შენ ისე კი ნუ გესმის, რომ პოლიციაში მიხვალ, აღიარებ ქურდული სამყაროს წევრი ვარო და ვსიო არა
საჭიროა ასევე დაგიმტკიცდეს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად აქტიური მოქმედება, კერძოდ ვინმეს დაშინება, იძულება, ქურდული გარჩევა და ა.შ.
მაგის დასამტკიცებლად საჭიროა მოწმეების ჩვენებები, ვიდეო ან აუდიო ჩანაწერები და სხვა მტკიცებულებები.
საპროცესო კოდექსის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მხოლოდ დაზარალებულის შეხედულებებზე განაჩენის გამოტანა დაუშვებელია .
შენ არ ვიცი სად ცხოვრობ, მაგრამ ეჭვი მეპარება მანდ სასამართლოებს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე გამოქონდეთ განაჩენი.
ცივილიზებული სამყაროსთვის მასეთი ტიპის მართლმსაჯულება მიუღებელია !
* * *
მუხლი 13. მტკიცებულება
1. მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
2. ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მუხლი 259. სასამართლოს განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და
სამართლიანობა
1. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
2. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
This post has been edited by Besarionn on 29 Aug 2011, 20:13