კაია მეც ეგ დავწერე ...............
* * *
ერთ-ერთი დაწესებულების დირექტორმა გაიგო რომ მისი კონკურენტები შურისძიების მიზნით აპირებდნენ მისი ცოლის მოტაცებას გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით , რომელიც მისი ცოლის ძმას უნდა გადაეხადა. იგი შეურიგდა ამ ფაქტს და არაფერი გააკეთა განზრახვის აღსაკვეთად

განძრახვა სისრულეში იქნა მოყვანილი.
სასამართლომ მას შეუფარდა 129-ე და 376-ე მუხლებით თავისუფლების აღკვეთა არის თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება მართებული?
* * *
მუხლი 129. დაუხმარებლობა
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობა სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე.
* * *
მუხლი 376. დანაშაულის შეუტყობინებლობა
შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, –
ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამიდან ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.