არა, მცდელობისთვის არ უნდა დაისაჯოს, ჯანმრთელობის დაზიანებისთვის კი
შენ რასაც წერ ეგ ძალიან აფართოებს წრეს და ნებაყოფლობით ხელის აღებას აზრს უკარგავს
არასისხლისსამართლებრივად, წმინდა ტერმინოლოგიური განმარტებით ნებაყოფლობით ხელის აღება არ გულისხმობს იმას, რომ მისი აუცილებელი კომპონენტი არის შედეგის დადგომის თავიდან აცილება, ეს კრიტერიუმი კანონმდებლობის მიერ არის დამატებული, როგორც სავალდებულო ანუ გაპატიებ იმ შემთხვევაში თუ ქმედების შეწყვეტასთან ერთად შედეგსსაც აიცილებ, ანალოგიურად კანონმდებელი ან მოსამართლე აკეთებს განმარტებას, რომ თუ შენ დამთავრებული მცდელობის ეტაპზე, როდესაც გაქ შანსი დანაშაული ბოლომდე მიიყვანო და მიუხედავად ამისა შენ გადაწყვეტ იგი გადაარჩინო, დაიწყებ მოქმედებას და შენ ხელი შეგეშლება არა უბრალო ტიპიური მოქმედებით, რომელიც არის შენი ქმედებით დაფუძნებული მიზეზობრობის ნაწილი, არამედ ერთვება სხვა თავისი ქმედების შემადგენლობის განხორციელებით, წყვეტს და აფუძნებს სხვა მიზეზობრიობას, ასეთ შემთხვევაში მოთხოვნა შედეგი აიცილო თავიდან ნიშნავს შენ მოგთხო აიცილო სხვისი ქმედება თავიდან და თუ ვერ აიცილებ პასუხი გაგებინო ნიშნავს პასუხი გაგებინო სხვისი ქმდებისათვის ვინაიდან ნებაყოფლობით ხელის აღების ობიექტურად დასრულებას სხვამ შეუშალა ხელი და შენი მხრიდან ყველაფერი არის გაკეთებული იმისათვის რათა სახელმწიფომ აღიაროს, აპატიოს და აღარ დასაჯოს ანუ ნებაყოფლობით ხელის აღება შესრულებულად ჩათვალოს. ეს არის შემთხვევის სწორი გადწყვეტა, თორე მოსამართლისთვის სავალდებულო არ არის, კანონში არ წერია და შეუძლია განმარტება გააკეთოს, რომ მე მკიდია როგორ და რატომ მოხდა, შედეგი ვერ აიცილე და პასუხი აგე, თუმცა ამ შემთხვევაშიც მივალთ მსჯელობით გადაწყვეტილების არაკანონიერებაზე ინდვიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპიდან გამომდინარე. მორჩა მე ამ საკითხზე ამოვწურე
This post has been edited by Warner-B on 19 Mar 2014, 12:04