#24779558 · 3 Apr 2011, 16:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gvantsa_7 მაგ 11 თვეზე დიდი პრობლემები იქნება ძალიან მალე.
უკვე წავაწყდი რამდენიმე იჯარის ხელშეკრულებას, რომლის ერთ მუხლში განსაზღვრულია 11 თვიანი ვადა, თუმცა სხვა მუხლში არის დათქმა, რომ თუ რომელიმე მხარე არ გამთქვამს ინტერესს ხელშეკრულების შეყვეტისა, ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე რაღაც პერიოდით ადრე, ხელშეკრულება გაგრძელდება იგივე პერიოდით. ასეთი ხელშეკრულება რომ ითვლება უვადო ხელშეკრულებად ბევრმა არ იცის. და თუ საგადასახადო შემოწმებისას ასეთი "11 თვიანი" ხელშეკრულება დაურეგისტრირებელი დახვდა საგადასახადოს თანამშრომელს, დიდი პრობლემები შეიძლება შეექმნას კომპანიას. ამას ემატება ისიც, რომ ფაქტობრივ სარგებლობის პერიოდსაც ითვლიან და აზუსტებენ, რომ თუ ფაქტობრივად ერთ წელზე მეტი ვადით ხარ ამ ფართზე, უნდა მაინც დაარეგისტრიროო. მოკლედ, ჯერ არა, მაგრამ დაახლოებით ივლისი-აგვისტოსთვის მე პირადად დიიიდი გაუგებრობების და ჯარიმების სერიისთვის ვემზადები ....
|