#26210094 · 29 Jun 2011, 00:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვინაიდან ფორუმულ თაღლითობაზე არსებობს თემა, მეც ვიტყვი ერთს:
მოგეხსენებათ, რომ თარგმანებს ვასრულებ. ფორუმელმა GioCho მომაწოდა სათარგმნი მასალა, თავდაპირველად 4 გვერდი, გადაიხადა მისი ფული. შემდეგ უფრო დიდი მასალა მომაწოდა, კერძოდ 11 გვერდი (აქაოდა სტუდენტი ვარ, შეღავათიანი ფასიო, ა.შ.), ვთარგმნე ნახევარ ფასად სრული 11 გვერდი ინგლისურიდან ქართულად ყოველგვარი მანძილის გამოტოვების გარეშე, ვიმეორებ სრული 11 გვერდი. შედეგი? ,,გადამაგდო". ვურეკე, გამორთო ტელეფონი. ორი თვე ვსდიე, მაინც დავუკავშირდი, დაიწყო ტირილი და თავის მართლება, გადაგიხდიო ერთ კვირაშიო, ახლა თბილისში არ ვარ, ჩამოვალო და მსგავსი ზღაპრები. აქვე დავაზუსტებ, რომ თარგმანი იქამდე არ მივაწოდე, სანამ თანხას არ მომაწოდებდა. შემდეგ ერთ კვირაში შევეხმიანე ისევ და არც მეტი და არც ნაკლები დედამისმა საქმეები მირჩია (გაღმა შეედავეს პოლიტიკა ხომ გაგიგონიათ?!), რომ გვექნება, თანხას მოგცემთო. აქამდე მეგონა, რომ 20 წლის სტუდენტი სრულწლოვანი ზრდასრული ადამიანი იყო, რომელიც დედის და მეურვე/კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დადებდა თუნდაც ზეპირ გარიგებებს, თურმე ვცდებოდი.
ერთი სიტყვით, ეს არის ჩემი ისტორია. დამავიწყდა მეთქვა, რომ დღემდე ველოდები კუთვნილ თანხას სამი თვეა. აღარ ვურეკავ უკვე დედა-შვილს, აზრი არ აქვს. ვიცი, რომ მაინც არ არიან გადამხდელები, ისედაც ამდენი თვე უაზროდ დავკარგე ამ ფორუმელთან რეკვით.
This post has been edited by nutsiko on 29 Jun 2011, 00:24
|