ამ ბიზნესის დაწყების რამოდენიმე გზა არსებობს, განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი:
1. როგორც ფიზიკური პირი ახორციელებს ფულის გასესხებას, შემდეგ შემოსავლიდან იხდი საშემოსავლო გადასახადს.
2. აფუძნებ შპს-ს და ისე იწყებ ამ საქმიანობას.
3. აფუძნებ შპს-ს და ეროვნულ ბანკში არეგისტრირებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, მაგრამ ამისათვის არსებობს გარკვეული მოთხოვნები:
- მინიმალური კაპიტალი 250 000 ლარი;
- ერთ მსესხებელზე გაცემული სეხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს;
- დირექტორებისთვის და სამეთვალყურეო საბჭოს ჭევრებისთვის დადგენილია შესაფერისობის კრიტერიუმები;
- ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს აუდიტორული შემოწმება მოწვეული აუდიტორის მიერ.
- და კიდევ სხვადასხვა მოთხოვნები.
ასევე გაქვს მეტი უფლებებიც:
ა) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მიკროსესხების, მათ შორის, სამომხმარებლო, სალომბარდო, იპოთეკური, არაუზრუნველყოფილი, ჯგუფური და სხვა სესხების (კრედიტების) გაცემა;
ბ) ინვესტირება სახელმწიფო და საჯარო ფასიან ქაღალდებში;
გ) ფულადი გზავნილების განხორციელება;
დ) სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება;
ე) მიკროდაკრედიტებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ვ) სესხების (კრედიტების) მიღება რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან;
ზ) იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალის წილების ფლობა, რომელთა ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალის 15%-ს;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური მომსახურებები და ოპერაციები, მათ შორის, მიკროლიზინგი, ფაქტორინგი, ვალუტის გადაცვლა, თამასუქების, ობლიგაციების გამოშვება, რეალიზაცია, გამოსყიდვა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციები.
თუმცა ეს უფლებები გაქვს ჩვეულებრივი შპს-ს შემთხვევაშიც გარდა ვალუტის გაცვლისა, მაგრამ ესეც მარტივად მოგვარებადია.
რაც შეეხება გადასახადებს: დღგ-ს არ იხდი არც ერთ შემთხვევაში, ვინაიდან ესაა ფინანსური მომსახურება და გათავისუფლებულია დღგ-სგან, სხვა ყველა გადასახადს იხდი ჩვეულებრივად.
რაც შეეხება გაცემული სესხების უზრუნველყოფას, ამისათვის გამოიყენება უზრუნველყოფის ისეთი საშუალებები, როგორიცაა: იპოთეკა, გირავნობა, თავდებობა და ა.შ. თითოეულ უზრუნველყოფას გააჩნია გაფორმების და რეალიზაციის სპეციფიკა, ეს უკვე კვალიფიციურ იურისტთან ერთად უნდა შეარჩიო. იპოთეკის რეალიზაციის გზებზე იხილე ეს თემა:
იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზები