myadvokatგმადლობთ, ეს პოლიციაში დარეკვისასაც მითხრეს.
უნდა გავიარო შემდეგი პროცედურა: ვიჩივლო, შემდგომ დავამტკიცო რომ ეს აქაუნთი მეკუთვნოდა მე (ამჟამად აქაუნთი წაშლილია და მხოლოდ მეგობრებთან ძველი მიმოწერით შემიძლია მისი დატკიცება, აგრეთვე გატეხვამდე ჩემს მაილზე მოსული წერილებით ფეისბუქისგან). ამის დამტკიცების მერე საქმე უნდა გადაეცეს სასამართლოს, და სასამართლომ უნდა გამოიტანოს დადგენილება და მოთხოვნა აი-პი მისამართის მოთხოვნით იგზავნება ფეისბუქში, როგორც ვიცი მხოლოდ სასამართლოს მიერ გაცემული მოთხოვნის საფუძველზე შეუძლია სამართალ დამცავ ორგანოს ამ ინფორმაციის მოთხოვნა.
ყველაზე ცუდი ის არის რომ ფეისბუქის აქაუნთი 14 დღეში იშლება. და ეჭვი მეპარება, წაშლილ ექაუნთზე მოგვაწოდონ ინფორმაცია.
ვხვდები რომ ამ პროცედურებს და სასამართლოდან მოთხოვნის მიღებას მეტი დრო დაჭირდება?