კანონი პოლიციის შესახებ
მუხლი 91. შეჩერება და ზედაპირული შემოწმება
1. პოლიციელი უფლებამოსილია შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ.
2. შეჩერების ვადა არის გონივრული ეჭვის დადასტურებისათვის ან გამორიცხვისათვის აუცილებელი გონივრული ვადა.
3. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება.
4. პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. შეჩერებული პირი უფლებამოსილია შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში, ერთჯერადად, შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ადგილის მიხედვით სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შეჩერებისათვის.
აღნიშნული მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით ძალიან კარგი განმარტებები აქვს გაკეთებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
http://constcourt.ge/index.php?lang_id=GEO...790&action=showნორმის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული გარემოებების არსებობის შემთხვევაში და არა ისე როგორც დღეს მოქმედებს პოლიცია.
სხვათა შორის აღნიშნული მუხლის გაუქმების მოთხოვნით 2010 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა ლევან იზორიამ, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.