#30132409 · 10 Mar 2012, 17:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვახ ჩემი რანაირად აზროვნებს ხალხი მიკვირს რა ასეთი სიტუაციის შეფასებას რაიმე სპეციალური წესების ცოდნა ან დიდი გონების დაძაბვა ხო არ ჭირდება თურმე პატრულმა თუ დაინახა რომ მთვრალი მძღოლი ჯდება საჭესთან უნდა გაუშვას იმიტომ რომ შეიძლება ის მძღოლი სიმთვრალის გამო გაექცეს პატრულს..... კარგი დავუშვათ გაუშვა პატრულმა, მერე ეს მძღოლი ავარდა ბადრიულზე და გადაუარა ხალხს, გამოდის რომ პატრული მთვრალ მძღოლს იმიტომ არ აედევნა რომ ეს მძღოლი არ გაქცეულიყო და ავარიაში არ მოხვედრილიყო, მაგრამ ამ მძღოლის სიმთვრალის და შემდეგ საჭესთან დაჯდომის გამო უდანაშაულო ხალხი გაჭყლიტა ბარდიულზე, ან ვიღაც სხვა მანქნას შეეჯახა. პატრული უნდა ერიდოს თურმე მთვრალ მძღოლებს....... თუ ადამიანი ნორმალურად აზროვნებ უნდა ითვალისწინებდე რა შედეგები შეიძლება მოყვეს საჭესთან მთვრალ მდგომარეობაში დაჯდომას, პირველ რიგში ამ დროს სხვათა სიცოცხლეს აგდებ საფრთხეში და თუ მაინც დაჯდები მთვრალი საჭესთან ყველა შედეგისთვის პასუხისმგებელიც შენ ხარ, პასუხისმგებელი ხარ საფრთხის შექმნისთვისაც და თუ რამე ცუდი მოყვა ამას მაგისთვისაც, პატრული ვალდებულია შენი უპასუხისმგებლო მოქმედებისთვის-საჭესთან მთვრალი დაჯდომისთვის დაგსაჯოს ჯარიმით სხვისთვის საფრთხის შექმნისთვის და არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, არც კანონით და არც მორალური იმისთვის რომ ეს მძღოლი გაიქცა, პატრული ვერ იფიქრებს იმაზე მთვრალი მძღოლის გაჩერების გამო ის მძღოლი გაიქცევა თუ გაჩერდება, პატრულის მთვარი მოვალეობაა აღკვეთოს მთვრალი მძღოლის ავტომობილით მოძრაობა რათა დაიცვას სხვისი უსაფრთხოება რაც მის უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს, რეალურადაც რომ შეხედო, ძალიან დიდი შანსი იყო მთვრალ მდგომარეობაში სადმე მაგ. ვინმე ფეხით მოსიარულეს დაჯახებოდა, მერე რას იტყოდით პატრულზე რომელმაც არ გააჩერა ეს მძღოლი და შემდეგ ამან კაცი გაიტანა? საერთოდ ასეთი სიტუაციები და სემთხვევეი ზოგადად ცხოვრებისეულად ისეთი მარტივი რამაა შესაფასებლად და Zura_SX ასეთი ადამიანების მაგრად მიკვრის როგორ აფასებენ ასეთი, ცოტა გაამოძრავეთ გონება , ბევრი ფიქრიც არ არის საჭირო ასეთ დროს,"თეთრზე იმის მტკიცება რომ თეთრია" ერთადერთი ახსნა ამ სიტუაციის ვერ გაგებისა და არასწორად შეფასებია მგონია პატრულის და პოლიციის ზიზღი...
|