#59803031 · 11 Nov 2022, 03:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბესიკის26 ოფიციალურად არ აქვენ... ჩემთანაც სულ წუწუნებს თავმჯდომარეი რაიმე გადმომიგდეთაო, მოვკვდი ქალი თქვენ საქმეთა კეთებითაო... აფერისტი... ერთი-ორჯერ რომ დაგვჭირდა ეგ ოჯახს (და ეს საქმეებიც მთელი სახლის ყველა მესაკუთრეთა/მაცხოვრებელთა ინტერესებში იყო რეალურად), განცხადებებიც მე შემადგენინა-ამომაბეჭდინა, თავად მხოლოდ ხელი მოაწერა და ფეხი არ გადაუდგამს, და მანქანითაც წამიყვან-მომიყვანეთო, მომემსახურეთო, გზად კიდევ თავის საქმეებზეც გამატარებინა მანქანით და ყველასთან ასეა, არადა რო ჰკითხო, თურმე აუარებელი საკანცელარიო, სატელეფონო და სატრანსპორტო ხარჯი აქვს ვითომ...
ხელფასი, როგორც ასეთი არა და ამხანაგობა შესაძლოა ინაწილებდეს თავმჯდომარის ინდივიდუალურ ხარჯებს, რასაც ის ეწევა ამ თანამდებობაზე, რა შეთანხმებაც კრების ოქმით ფიქსირდება... თუმცა პრაქტიკაში, რამდენადაც ვიცი, რიგ ამხანაგობებში ყველაფერ ამის გარეშე შავი ნალით უხდიან სახლის/კორპუსის/სადარბაზოს/მათი გაერთიანების მაცხოვრებლები ფიქსირებულ საზღაურს თვეში 5-10-15-20 ლარის ფარგლებში ყოველი ბინიდან, თუმცა ხშირად ყველა არ/ვერ იხდის და არის უსიამოვნო კონფლიქტები...
This post has been edited by kodeqsi on 11 Nov 2022, 03:16
--------------------
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...
|