#34272732 · 10 Dec 2012, 23:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nikitavar
თქვენს მიერ ზემოთ მოყვანილ გარემოებაში სიმართლე გითხრათ ზუსტად ვერ გავერკვიე (ბევრ ბუნდოვან მხარეს შეიცავს) და ზუსტი კონსულტაციის მოსაცემად, მინიმუმ ამ ხელშეკრულების დედანში გაცნობა მაინც დამჭირდება, მაგრამ შევეცდები რიგი საკითხები მაინც დაგიკონკრეტოთ.
1. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია გაირკვეს თუ რომელ სამართლებრივ კატეგორიას განეკუთვნება თქვენი დავა. (ანუ მარტივად რომ აგიხსნათ გასარკვევია რა სახის ხელშეკრულებაა გაფორმებული თქვენსა და მეორე მხარეს შორის. ამასთან მიაქციეთ ყურადღება იმ ფაქტსაც, რომ შესაძლოა ხელშეკრულების სათაური ერთ სამართალურთიერთობაზე უთითებდეს, რეალურად კი მისი შინაარსიდან გამომდინარე სხვა ურთიერთობა იკვეთებოდეს. ამ შემთხვევაში კი ხელშეკრულების შინაარსი გახლავთ ამოსავალი წერტილი და არა სათაური)
2. რაც შეეხება ხელშეკრულების ვადას, მხარეები შეზღუდულნი არ არიან გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა. მაგ: სს კოდექსი 514-ე მუხლის თანახმად გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ხუთ წელს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
3. QUOTE | მყიდველმა გადაიხადა 120 000 და დაუდო პირობა გამყიდველს, რომ თუ ის გარკვეულ მოქმედებებს შეასრულებდა (რაღაც პროექტთან დაკავშირებით) დანარჩენ 80 000 გადაუხდიდა. |
ამ საკითხთან დაკავშირებით განგიმარტავთ, რომ სამოქალაქო კოდექსის ნორმებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესაძლებელია განხორციელდეს სხვა შესრულება, ხოლო კრედიტორი უფლებამოსილია, მიიღოს სხვა შესრულება.
4.
QUOTE | ამით ურთიერთობა მხარეებს შორის შეწყდა |
ურთიერთობის შეწყვეტაში ალბათ მხარეთა პასიურობას გულისხმობთ და არა ხელშეკრულების შეწყვეტას.
5.
აქ მნიშვნელოავნია 6 წელი ხელშეკრულების გაფორმებიდან გავიდა, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლიდან რამეთუ სს კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს წელს. (თუმცა აქ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმ ფაქტს, რომ აუცილებელია ზუსტად გაირკვეს ხელშეკრულების შინაარსობრივი მხარე, რათა ზუსტად განისაზღვროს მასთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადა), თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოსარჩელეს არ უსპობს სარჩელის შეტანის უფლებას, უბრალოდ მოპასუხეს მოთხოვნის გაქარწყლების საშუალებას უტოვებს მაგრამ ეს ვრცელი თემაა და ამაზე უფრო ვრცლად სხვა დროს გავაკეთებთ კომენტარს.
6.
QUOTE | ეხლა გვინდა, რომ მოვხსნათ შეზღუდვა, რამდენი ხანი შეიძლება იდოს, თან ხანდაზმულობაც გადის. სწორედ ამაზე გკითხეთ, როგორ შეიძლება ამ შეზღუდვის მოხსნა მეთქი? |
შეზღუდვის მოხსნაზე ზემოთ გავაკეთე განმარტება და კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ თუ საქმე ეხება გამოსყიდვას და შეზღუდვა დარეგისტრირებულია ამ ხელშეკრულების საფუძველზე, მაშინ გამოსყიდვის ვადის გასვლის შემდეგ, მყიდველს შეუძლია ცალმხრივად მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულს სააგენტოს და მოითხოვოს შეზღუდვის მოხსნა. მაგრამ აქ ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ცალმხრივად გაუქმების უფლებამოსილებას თვითონ ხელშეკრულება უნდა ანიჭებდეს მყიდველს. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად სასამართლოსადმი მიმართვა დაგჭირდებათ. სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ არსებობს, გარდა მხარეთა მორიგებისა.
www.ipogaranti.com
This post has been edited by ipogaranti on 11 Dec 2012, 00:00
|