Dirtyცოტა დიდი მუხლია, მაგრამ ყველა პროცედურა დეტალურადაა გაწერილი
კანონი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი  
     მუხლი # 40 - მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება  
  მიღებულია - 26.04.2012 წ  ძალაშია - 10.05.2012 წ  
15.08.2012 წ - მდგომარეობით           
    2. ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 119-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 120-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-5 და მე-10 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც დაზიანებულია სატრანსპორტო საშუალება, დადგენილია სამართალდამრღვევი და გამოწერილია შესაბამისი საჯარიმო ქვითარი, დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) მიერ წარდგენილი განცხადებისა და უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შეფასების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის დადგენილებას და მის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს, რომლითაც სამართალდამრღვევს დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის) სასარგებლოდ დაეკისრება დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენის, ხოლო აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში - მისი შენაცვლებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება. 
    3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადებას შესაბამისი დადგენილების მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული განცხადება და იმავე ნაწილში მითითებული საექსპერტო შეფასება წარდგენილია შესაბამისი საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღისა. 
      4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ამ კოდექსის 273-ე მუხლით საჯარიმო ქვითრის (დადგენილების) გასაჩივრებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 5 დღისა, თუ აღნიშნული ქვითარი არ არის გასაჩივრებული. საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული დადგენილება მიიღება და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ზემდგომი ორგანოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, ხოლო თუ დადგენილება გასაჩივრებულია სასამართლოში - პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 
    5. ამ მუხლით განსაზღვრული სააღსრულებო ფურცლისა და სათანადო განცხადების წარდგენის შემთხვევაში სააღსრულებო ბიურო ვალდებულია გაატაროს სააღსრულებო ფურცლის აღსრულებისთვის საჭირო ღონისძიებები, მათ შორის პრიორიტეტულად განახორციელოს იმ მექანიკურ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ყადაღის დადება ან/და მისი რეალიზაცია, რომლითაც ჩადენილ იქნა ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. 
    6. ამ მუხლით განსაზღვრული: 
    ა) დადგენილების მიღებამდე და სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე ან/და მის აღსრულებამდე დაზარალებულსა და სამართალდამრღვევს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს წერილობითი მორიგების საფუძველზე შეაჩერონ ან შეწყვიტონ იძულებითი აღსრულება; 
    ბ) დადგენილებისა და სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრების შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 
    7. დაზარალებულს, რომელიც არ გამოიყენებს ამ მუხლის მე-2-მე-6 ნაწილების დებულებებს, უფლება აქვს, სამართალდამრღვევთან იდავოს საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.   
* * *
 ამასთან სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 999-ე მუხლის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე, სათანადო პირობების არსებობისას, პასუხს აგებს ავტომანქანის მესაკუთრეც სოლიდარულად მიუხედავად იმისა იგი მართავდა თუ არა ავტოავარიისას მანქანას!!! ასე რომ მანქანა, რომც იყოს სხვისი საკუთრება, მაინც ექვემდებარება დაყადაღებასა და რეალიზაციას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი  
     მუხლი # 999 - სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება  
  მიღებულია - 26.06.1997 წ  ძალაშია - 25.11.1997 წ  
15.08.2012 წ - მდგომარეობით   
    1. მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. 
     4. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად,ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. 
ასევე შეგიძლიათ იხილოთ უზენაესი სასამართლოს განმარტება ამ საკითხზე
http://prg.supremecourt.ge/Default.aspxმონიშნეთ "სამოქალაქო" და გრაფაში "საქმის ნომერი" მიუთითეთ  
ას-39-38-2010
* * * 
This post has been edited by venturara on 16 Aug 2012, 01:17