რატომ დაიბეგრება ?
მოდით ვისაუბროთ საინტერესო ფაქტებზე და პირდაპირ კანონებზე და უცნაურ მომენტებზე.
დავიწყებ აქედან:
როგორც ვიცი არის 3 ფორმა ქონების მიღების: ყიდვა, ჩუქება და მემკვიდრეობა (გარდაცვალების შემთხვევაში).
1. ყიდვა, ტიპია-#1 აქვს სიტყვაზე ბინა და მიყიდა ტიპს-#2-ს 100,000 ლარად და მიიღო შემოსავალი ტიპმა-#1-მა და როგორც ვიცი აბარებს დეკლარაციას ? მაგრამ არ იბეგრება ანუ არ იხდის გადასახადს თუ მის მფლობელობაში იყო ბინა 2-წელზე მეტი.
მუხლი 168. გადასახადისაგან განთავისუფლება
ვ) ფიზიკური პირის მიერ: (26.12.2008 N 871. ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან)
ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი. აღნიშნული 2-წლიანი ვადა აითვლება საქართველოს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი (წარსადგენი) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით, ხოლო „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც სხვაობა საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციის ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის, გარდა საკუთრების უფლების უსასყიდლოდ მიღებისა (სახელმწიფო პრივატიზებისას, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას ან სხვა შემთხვევებში), როდესაც ნამეტი იანგარიშება, როგორც სხვაობა უსასყიდლოდ მიღებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციის ფასსა და მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის;
ვ.ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
საგადასახადოს აქვს ცხელი ხაზი და კითხავთ მაგათ კონსულტაციას: 2-299-299 ზარი უფასოა,
http://rs.ge/ 2. ჩუქება - თუ ტიპი-#1 ჩუქნის 100.000 ლარიან ბინას უცხო ტიპს-2 არა ახლო ნათესავს ის ტიპი#2 იხდის 20% სადგაც 20.000 ლარს საგადასახადო ახევს.
თუ ის ტიპი-2 არის - გადასახადი არ ეხება არ იხდის, მაგრამ უნდა დაამტკიცოს, რომ არის ახლო ნათესავი, ცნობისათვის, თქვენ თუ გააფორმებთ ჩუქებას იუსტიციის სახლში იქ ისინი ამ ხელშეკრულებაში არ ჩაწერენ - თქვენს ნათესაურ კავშირს, ანუ შენ მამა გჩუქნის თუ ბაბუა ამას იუსტიციის სახლში არ წერს, და მერე ეგ ინფო მიდის გადასახადოში და საგადასახადომ უნდა იმკითხაოს ტიპი-1 და ტიპი-2 რა არიან ერთმანეთის ? ბიძაშვილები და ბაბუა და შვილი-შვილი ? მინდა გითხრათ რომ ეგ მნიშნელოვანია, საგადასახადო ვერ დაადგენს თვითონ თქვენს ნათესაურ კავშირს !!! არც იუსტიციის სახლში ითხოვს თქვენსგან დაბადების მოწმობას !!! მათი ცხელი ხაზია: 2-405-405,
http://house.gov.ge/ მერე მე ვუთხარი, აი სიტყვაზე მე ტიპი-1 ვჩუქნი ბინას ტიპ-2-ს და ის არის ჩემი დისშვილი - მგონი 2 რიგის მემკვირდრე, და თავისუფლდება გადასახადისგან და საგადასახადო როგორ გაიგებს რომ ის არის 2 რიგის მემკვიდრე ? საგადასახადომ მიპასუხა ასე - არ ვიციო !!! დავრეკე იუსტიციის სახლში და მათმა მითხრეს, რომ ჯობია გააფორმოთ ჩუქების ხელშეკრულება ნოტარიუსთან, აი უკვე ნოტარიუს მიუტანთ დაბადების მოწმობებს და ის ხელშეკრულებაში უკვე ჩაწერს თქვენს ნათესაურ კავშირს და საგადასახადო არ შეგეხება...
ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება;
თ) საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირისაგან 1000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება;
ი) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება; (25.05. 2006. N3138)
ვინ ითვლება ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად?
• I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი;
• II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები;
• III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან;
• IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და მამიდა.
ჩუქების დროს შენ არ აბარებ ქონების დეკლარაციას თუ შენი ოჯახის შემოსავალი არ აღემატება - 40.000 ლარს წელიწადში.
ეს ოჯახის წევრები ვინ ითვლებიან ?
დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, მეურვე.
სწორია ?
მემკვიდრეობა - მოკვდება ტიპი-1 და მერე ყველა დედა, მამა, შვილი-შვილები მიდიან ნოტარიუსთან ხსნიან მემკვიდრეობას და ითხოვენ წილებს...
თუ შენ ხარ ინდ. მეწარმე და მცირე ბიზნესის სტატის მფლობელი მაშინ - მიღებული საჩუქარი შემოსავალი არ ჩაგეთვლება ამ მცირე სტატუსის თანხაში-შემოსავალში.
მუხლი 88. მცირე ბიზნესი
1. მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს.
2. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, აკრძალოს ცალკეული საქმიანობის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მცირე ბიზნესის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს.
3. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, განსაზღვროს შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება ერთობლივ შემოსავალში.
შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში
1. ქონების იჯარით გაცემა
2. სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი
3. სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები
4. ჩუქება
5. ნამეტი შემოსავალი, რომელიც მიღებულია შემდეგი ქონების რეალიზციით:
ა) უძრავი ქონება
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება
გ) ფასიანი ქაღალდები
6. მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი
7. დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი
8. პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი
9. როიალტის სახით მიღებული შემოსავალი
10. ვალის პატიებით მიღებული შემოსავალი
11. პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი
This post has been edited by freecooler on 25 Nov 2013, 18:39