შეეხება სასჯელის 1/4-ით შემცირება.
marokoLatitude87შესაბამისი პროცედურის დაცვით პრობაციონერმა უნდა აიღოს ქვეყნის დატოვების ნებართვა, გადაიხადოს ნებართვის ღირებულება და სადაც უნდა იქ წავა

.
კანონი # 4956-Iს - საქართველოს კანონი არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
თავი # 4 - პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ პრობაციის ბიუროში გამოცხადების დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის მათი დაჯარიმების წესი
მუხლი # 14 - მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების დღეებთან მიმართებით შეღავათების დაწესების პირობები
მიღებულია - 15.05.2012 წ ძალაშია - 01.06.2012 წ
05.12.2012 წ - მდგომარეობით
1. საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე მსჯავრდებულის წერილობით განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით.
2. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
2'. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წერილობით განცხადებას პრობაციის ბიუროს უფროსი განიხილავს დაჩქარებული წესით 2 სამუშაო დღის ვადაში, მსჯავრდებულის მიერ დაჩქარებული მომსახურების საფასურის - 200 ლარის პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხვის საფუძველზე. საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე მსჯავრდებულისათვის უარის თქმის შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურების საფასური არ ბრუნდება.
3. მსჯავრდებულს საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში ეკისრება საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა შემდეგი ოდენობით:
ა) ერთ თვემდე ვადით გამგზავრებისას - 600 ლარი;
ბ) ერთიდან სამ თვემდე ვადით გამგზავრებისას - 1200 ლარი;
გ) სამიდან ექვს თვემდე ვადით გამგზავრებისას - 2000 ლარი;
დ) ექვსიდან ცხრა თვემდე ვადით გამგზავრებისას - 2700 ლარი;
ე) ცხრიდან თორმეტ თვემდე ვადით გამგზავრებისას - 3400 ლარი.
4. მსჯავრდებულის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მის მიერ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე საფასურის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენისთანავე, პრობაციის ბიუროს უფროსი გასცემს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვას.
4'. ამ მუხლით დადგენილი წესით მსჯავრდებულის საზღვარგარეთ ყოფნისას შესაძლებელია გაგრძელდეს საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადა, თუ პრობაციის ბიუროში წარდგენილი იქნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მსჯავრდებულის პირადი ნომრისა და დანიშნულების მითითებით.
5. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან და მთავრდება მომსახურების ვადის ბოლო სამუშაო დღის დასრულებისთანავე. თუ მომსახურების ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, აღნიშნული ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
პ.ს. ეს წესი მოქმედებს 2007 წლიდან, "ტარიფები" შეიცვალა 2010 წლის იანვარში, მანამდე უფრო "იაფი" იყო.
This post has been edited by venturara on 5 Dec 2012, 21:18