LEGEN_wait for it_DARYspiridon_surajiaმომეხმარებით?

რვა კაზუსი მაქვს

1.კორა კორსაველმა გადაწყვიტა თავის დისშვილს-ქეთი ხუროშვილს აჩუქოს ოროთახიანი ბინა. ხუროშვილმა მიმართა საგადასახადო ინსპექტორს განმარტებისთვის-რა გადასახადის გადახდა მოუწევდა მას, თუ ჩუქების ხელშეკრულება დაიდება . როცა ხუროშვილმა გაიგო, რომ ნასყიდობის დროს გადასახადი უფრო დაბალია, მან კორსაველი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე დაიყოლია. როცა საგადასახადო ინსპექტორმა შეიტყო, რომ ბინა ხუროშვილის სახელზეა გაფორმებული, ჯერ ჩუქების წესით გადასულ ქონებაზე გადასახადის გადახდა მოითხოვა, მაგრამ როცა აღმოჩნდა, რომ დადებულია ნასყიდობა, მან მოამზადა დოკუმენტები გარიგების ბათილად ცნობისა და მთელი მიღებული შემოსავლის სახელმწიფოს ხაზინაში ჩარიცხვის შასახებ.
სწორია თუ არა საგადასახადო ინსპექტორის მოქმედება?
2. 13 წლის ბეთანელმა 17 წლის კაზაკოვასთან მოახდინა გაცვლა: მას გადასცა ახალი ველოსიპედი, სანაცვლოდ კი მიიღო ძველი რადიო. ბეთანელის მშობლებმა მიმართეს ადვოკატს, რათა ეს უკანასკნელი მათ დახმარებოდა ველოსიპედის დაბრუნებაში. ადვოკატმა მშობლებს აუხსნა, რომ ბებიამ ბეთანელს ველოსიპედი დაბადების დღის აღსანიშნავად აჩუქა და მას უფლება ჰქონდა, ნაჩუქარი ისე განეკარგა, როგორც სურდა. გარდა ამისა, ბეთანელმა დაკარგა რადიო, რომელიც მან კაზაკოვისგან მიიღო.
სწორად გადაწყვიტა თუ არა დავა ადვოკატმა?
3.პროფესორმა კორინთელმა ფაკულტეტს აჩუქა სპეციალური ლიტერატურის ბიბლიოთეკა, რომელსაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებდა. ჩუქების შესახებ მან ხმამაღლა განაცხადა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე.ასევე ინტერვიუში, რომელიც მისცა უნივერსიტეტის გაზეთს. რადგან წიგნები იყო ბევრი და მათი ერთდროულად გადატანა ვერ შეძლო მხცოვან პროფესორს უნივერსიტეტში წიგნები ნაწილ-ნაწილ მიჰქონდა. პროფესორი ისე გარდაიცვალა, რომ უნივერსიტეტში ყველა წიგნი ვერ მიიტანა. მისმა ვაჟიშვილმა, რომელიც კორინთელის ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრე იყო, ფაკულტეტის დეკანის თხოვნაზე, დარჩენილი წიგნებიც გადმოეცა, უარით უპასუხა. პროფესორის ვაჟმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება პროფესორსა და უნივერსიტეტს შორის არ ყოფილა სათანადო წესით გაფორმებული. სასამართლოში, სადაც მოცემული დავა იხილებოდა, უნივერსიტეტმა წარადგინა იმ წიგნების ბალანსზე აყვანის აქტი, რომელიც კორინთელმა უნივერსიტეტს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა გადაწყდეს წარმოქმნილი დავა?
4.მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გამომცემბლობა „სამშობლოში“ რეკომენდაცია გაუწია მხატვარ-გრაფიკოსს ბეთანელს. გამომცემლობა „სამშობლოს“ დირექტორი, რომელმაც ბეთანელის შესახებ ჩაწერილი მონაცემები დაკარგა, მხატვრის მისამართის ხელმეორედ დასადგენად კურიერის გაგზავნას აპირებდა, როცა მას აცნობეს,რომ გამომცემლობის ფოიეში დირექტორს კითხულობდა მხაზველი ბეთანელი, რომელიც გამომცემლობას თავის სამსახურს სთავაზობდა. დირექტორმა მიიჩნია რა, რომ სტუმარი სწორედ მხატვარი ბეთანელი იყო, თავის მოადგილეს ტელეფონით დაავალა ბეთანელთან დაედო ხელშეკრულება გამომცემლობისათვის ესკიზების და მაკეტების შესრულების შესახებ. ბეთანელს ხელშეკრულების ხელმოწერის დროს გადაუხადეს ავანსი 100 ლარი.ხოლო ზოგიერთი მონახაზის წარმოდგენის შემდეგ - 1000 ლარი. მალე შეცდომა გამომჟღავნდა. გამომცემლობამ უარი თქვა ხელშეკრულების შესრულებაზე. და ბეთანელს მოსთხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. ბეთანელმა გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანარჩენი თანხის მიღების მოთხოვნით.
გადაწყვიტეთ ეს დავა
5.ბიკენტი ბოტკოველის ცოლმა ქმრისგან მოითხოვა ხელწერილი იმის შესახებ, რომ იგი არ დადებდა არცერთ გარიგებას მისი თანხმობის გარეშე.ამ ზომას ცოლმა მიმართა იმ მიზნით, რომ გავლენა მოეხდინა ქმარზე, რომელიც ხშირად ყიდიდა ხოლმე ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას.
1) დასაშვებად მიიჩნევს თუ არა სამოქალაქო კანონმდებლობა ისეთი გარიგების დადებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ცოლმა და ქმარმა დადეს?
2) აქვს თუ არა იურიდიული ძალა ხელწერილს, რომელიც ბოტკოველმა დადო?
3) დასაბუთებულია თუ არა ბოტკოველის ცოლის მოქმედება კანონმდებლობის თვალსაზრისით მოცემულ გარიგებაში?
დაასაბუთეთ თქვენი პასუხი.
6.კონსერვატორიის პროფესორმა, რომელსაც სტრადივარიუსის ვიოპლინო ჰქონდა, ისურვა, რომ ცნობილი იტალიელი ოსტატის მიერ გაკეთებული ეს იშვიათი ნივთი გადასულიყო მისი ყველაზე ნიჭიერი სტუდენტის საკუთრებაში. პროფესორმა იცოდა, რომ ძვირფასი ნივთის გასხვისება ოჯახის წევრების უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ამიტომ პროფესორმა სტუდენტთან მარტივი წერილობითი ფორმით დადო ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა ვიოლინოს სანაცვლოდ არავითარი თანხა არ აუღია. აღნიშნულის შესახებ იცოდა რა ახალგაზრდა მევიოლინის ორა ამხანაგმა, პროფესორის სიკვდილის შემდეგ მათ ყველაფერი ოჯახის წევრებს შეატყობინეს. მემკვიდრეებმა ახალგაზრდას ვიოლინოს უკან დაბრუნება მოსთხოვეს, რაზეც ვიოლინოს მფლობელმა უარი განაცხადა და მემკვიდრეებს შესთავაზა პროფესორთან დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა. მემკვიდრეებმა უარი თქვეს და სასამართლოს მიმართეს ვიოლინოს დაბრუნების მოთხოვნით.
რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სასამართლომ?
7.არაკომერციულმა გაერთიანებამ, რომელმაც მეოცე საუკუნის დასაწყისში გარდაცვლილი ქართველი მწერლის მუზეუმის გახსნას აპირებდა, თხოვნით მიმართა მოქალაქეებს მწერლის პირადი ნივთების, ხელნაწერების დოკუმენტების საჩუქრად ან სასყიდლით გადმოცემის შესახებ. სხვა ნივთებთან ერთად მწერლის შორეული ნათესავებისაგან შეიძინეს საწერი მაგიდა და საწერი მოწყობილობები, რომლებიც თითქოს მწერალს აკუთვნოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ ერთ-ერთმა ცნობილმა ლიტერატურათმცოდნემ, რომელმაც შესყიდული ნივთები დაათვალიერა, განაცხადა, რომ საწერ მაგიდას მწერალთან არავითარი მიმართება არ აქვს, საწერი მოწყობილობები კი ნამდვილად მწერალს ეკუთვნის.
რა მოთხოვნები შეიძლება წაეყენოს გამყიდველს?
8.საზღვარგარეთ ხანგრძლივი მივლინებით გამგზავრების წინ ჭარბაძემ თხოვა თავის კოლეგას და ახლობელს მეშველიას შეეძინა მისთის- ჭარბაძისთვის პატარა აგარაკი. მომავალლი მივლინების დასადასტურებლად ჭარბაძმ მეშველიას გადასცა მოწვევის ბარათი საერთაშორისო ბარათი საერთაშორისო ორგანიზაციიდან. მეშველიამ ხანგრძლივი მეცადინეობის შემდეგ შეძლო ჭარბაძისათვის აგარაკის მოძებნა და გადაწყვიტა იგი შეეძინა კიდეც. როცა აგარაკის აგმყიდველმა და მეშველიამ აგარაკის (მიწის ნაკვეთის და სახლის) ნასყიდობის ხელშეკრულების დასამოწმებლად სანოტარო ბიუროს მიმართეს ნოტარიუსის თანაშმწემ მეშველიას მოსთხოვა აღნიშნული გარიგების შესრულების უფლებაზე მინდობილობის წარმოდგენა . იმი გამო, რომ მეშველიას ასეთი დოკუმენთი არ გააჩნდა, მას უარი უთხრეს ჭარბაძის სახელზე აგარაკის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
რამდენად შეესაბამება ნოტარიუსის თანაშემწის პასუხი კანონს?