მოგესალმებით.... ერთი თხოვნა მაქვს მოკლედ... ეს არის კაზუსი, რომელიც მჭირდება ორშაბათისთვის....
ნუ მთლად ამოხსნას არ გთხოვთ, მაგრამ რამე მითითება , ბიძგიც კი გამომადგება, ან მასალები, ლიტერატურა რითიც უნდა ვიხელმძღვანელო...
>>>>
1988 წელს X-მა უჩივლა Y-ის ჩვეულებითი სამართლის და სახელშეკრულებო სამართლის დარღვევის გამო, რაც გამოიხატა X-ის შიგნით და მის წინააღმდეგ შეიარაღებულ და ნახევრადშეიარაღებულ ქმედებებში. X-მა დაადანაშაულა Y-ი ნავთობსადენზე, პორტებზე, მის საზღვაო საპატრულო გემებზე თავდასხმებში, ასევე X-ის პორტის დანაღმვაში, X-ის საჰაერო სივრცის დარღვევაში ასევე ოპოზიციური რევოლურიური ძალების მომზადება, შეიარაღება, აღჭურვა, დაფინანსებასა და მომარაგებაში, რომლებიც მიზნად ისახავდნენ X-ის მთავრობის გადაყენებას.
მოსარჩელის თქმით, ეს აქტები წარმოადგენს გაერთიანებული ერების ქარტიის 2(4) მუხლის და მისი შესაბამისი ჩვეულებითი სამართლის ნორმის დარღვევას.
Y-იმ ამის საწინააღმდეგოდ თქვა, რომ X-ი Z-ის მთავრობის მოწინააღმდეგე შეიარაღებულ ძალებს ეხმარებოდა ხოლო Y-ის დახმარება X-ის ამ ქმედების აღსაკვეთად იყო მიმართული. Y-იმ მისი ქმედებები X-ის წინააღმდეგ კოლექტიური თავდაცვად დააკვალიფიცირა, რომელიც მიმართული იყო Z-ისა და კონტინენტის რამდენიმე სხვა მოკავშირე ქვეყნის დასახმარებლად.
1. გთხოვთ განმატროთ, Y-ის მიერ X-ში ჩადენილი ქმედებები წარმოადგენს თუ არა ძალის გამოყენების შესახებ ჩვეულებითი ნორმის დარღვევას?
Y-ის დათქმა აქვს გაკეთებული მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გარკვეულ სავალდებულო გადაწყვეტილებებზე და ამიტომ სასამართლოს არ გააჩნია იურისდიქცია რომ სასამართლო გადაწყვეტილების წყაროდ გამოიყენოს გაეროს ქარტიის 2(4) მუხლი. მაგრამ ძალის გამოყენების პრინციპი, რომელიც ქარტიის 2(4) მუხლშია ინკორპორირებული ,,წარმოადგენს ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის ნორმასაც“.
გთხოვთ გამომეხმაუროთ რა