არცაა საჭირო რო მეთანხმებოდეთ
სად ხედავთ მხარე დაუფიქრებლად ან გაფრთხილების გარეშე რომ იქცევა? დამრღვევი ნებაყოფლობით თანხმდება პირგასამტეხლოზე და გარდა მაგისა დარღვევის შემდეგ მიზანმიმართულად იხდის 1000 ლარს.
კიდევ ერთი მსგავსი კაზუსი, თსუ-ს შეემთხვა მგონი.
უნივერსიტეტს და ერთ-ერთ კომპანიას ხელშეკრულება ქონდათ დადებული ერთი წლის ვადით. კომპანია უზრუნველყოფდა ერთ-ერთი კომპიუტერული პროგრამით უნივერსიტეტის უზრუნველყოფას. ხელშეკრულება ითვალისწინებდა რომ ვადის ამოწურვამდე 2 კვირით ადრე უნივერსიტეტის წერილობითი თხოვნის საფუძველზე შესაძლებელი იყო ხელშეკრულების გაგრძელება, თუმცა თსუ-ს მსგავსი რამ არ განუხორციელებია. მიუხედავად ამისა კომპანიამ უნივერსიტეტს არ შეუზღუდა პროგრამაზე წვდომა და სტუდენტებიც აქტიურად მოიხმარდნენ ამ პროგრამას.
3 თვის მერე კომპანია ითხოვს კვარტალურ გადასახადს.
ამოცანა გვეკითხება როგორ გადაჭრეს აღნიშნული დავა :დ ჩაითვალა თუ არა ხელშეკრულება გაგრძელებულად?
This post has been edited by Theatre of dreams on 29 Mar 2014, 23:39