ძალზედ მარტივია ყველაფერი ამ შემთხვევაში და მსჯელობის საგანს ვერ ვხედავ. თუ არის მითითებული გარკვეული პროცენტი ვადაგადაცილებისათვის, მაშინ კრედიტორს შეუძლია მოვალეს მოთხოვოს სესხთან ერთად ამ პროცენტის გადახდაც. კონკრეტულად 403-ე მუხლზე მითითება ამ დროს სავალდებულო არ არის.
აქვე განვმარტავ იმასაც, რომ ვადის გადაცილებისათვის დაწესებული პროცენტი ვალდებულების დროული შესრულების პრევენციული ფუნქციის მატარებელია, ანუ მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაა. იგი, როგორც პირგასამტეხლო, მინიმალური ზიანის ანაზღაურების საშუალებას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში დაუშვებელია ერთდროულად მოვალისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და გადახდის ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის გადახდევინება, რამეთუ, როგორც პირგასამტეხლო, ისე გადახდის ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების თანხას და არ შეიძლება ერთსა და იმავე დარღვევისათვის მოვალეს დაეკისროს გადახდა გაორმაგებული სტანდარტით.
ipogaranti@gmail.com
http://www.ipogaranti.com/ This post has been edited by ipogaranti on 27 Mar 2013, 22:00