მეგობრებო ა დიდი ხანია არ შემოვსულვარ დღეიდან კი ნამდვილად დავიწყებ წერას
* * *
26.05.11
26 მაისია, ქვეყანაში ვნებათა ღელვაა, დარბეული მიტინგის და დახოცილი ადამიანების მკერდზე პრეზიდენტმა სამხედრო აღლუმი მიიღო. სახლში ვარ ტელეფონი რეკავს, კიდევ ერთხელ გამაფრთხილეს რომ ან იარაღი უნდა ჩამიდონ და ან წამალი. "ერეკლე, მე შენთვის კარგი მინდა" ამ ტექსტით იწყებს უცნობი საუბარს. უკვე რამდენიმე დღეა, ყოველ მეორე დღეს მირეკავს ვიღაც და მაფრთხილებს. ვიფიქრე ბრიფინგს დავნიშნავ მეთქი, თუმცა მერე გადავიფიქრე. მიზეზი ასეთია. იქნებ ვინც მირეკავს მართლა სუფთა გულით მაფრთხილებს და რომ გავახმაურო პრობლემები არ შევუქმნა მეთქი. ამიტომ არც პარტიის რეგიონალური ორგანიზაცისს ტავმჯდომარისთვის მითქვამს არაფერი. ხო მართლა არ მითქვამს რომ მე ამ დროს, მოძრაობა "თავისუფალი საქართველო" - ს თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ. უკვე დაღამდა ეს ღამე ამ თემაზე ფიქრში გავატარე. არ შემშინებია მუქარაც და ტკბილი დაპირებებიც არაერთხელ ყოფილა მავანტა მხრიდან, ეს პირველი არაა და ალბათ არც უკანასკნელი ვფიქრობდი მაშინ.
შუაღამისას როგორც იქნა ჩამეძინა.
27,05,2011
დილაა, ყავას ხარბად ვწრუპავ და ღრმა ნაფაზებით ჩამყავს სიგარეტი ბოლოში. ვფიქრობ, რამდენი პრობლემა შევუქმენი ჩემს ოჯახს, ჩემი პოლიტიკაში ფათურით, დედაჩემსაც ვიცი დღე დღეზე გამოუშვებენ სამსახურიდან. თუმცა სხვაგვარად მოქცევა არ შემიძლია, არ შემიძლია შვიდი ნოემბრის, გურამ შარაძისთუ ჟვანიას სიკვდილის, ქუჩებში ნაწამები და დახვრეტილი ბიჭების, ინტელიგენციის ჩარეცხვის და ერის მიზანმიმართული გადაგვარების მცდელობის პირობებში. არ შემიძლია ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება და რა ვქნა. ვხედავ ჩემს გვერდით გაჭირვებულ, გაუბედურებულ ხალხს, ვერ ვხედავ წინსვლას და ამიტომ ვარ იქ სადაც ვარ.არ ვნანობ არცერთი წუთით.
ჩავიცვი და გარეთ გავედი, თითქოს მზემ გამოანათა, ავედი ქრთული პარტიის ოფისში, მინდია ვნახე, ჩემი კლასელი ვისაუბრეთ, ვიცინოდით, საქმე ისე მიდის, რომ 25 მაისის ბრიფინგის მერე, ალბათ დაგიჭერენთ შენ და მამუკასო, იძახდა ხუმრობით, ვიცი ხუმრობდა თორემ არც თვითონ ეშინია არაფრის. კიდევ ერთხელ გადავხედე მაესტროზე გასულ სიუჟეტს ბურების ჩამოსახლების თემაზე. სერიოზული აჟიოტაჟი, მოჰყვა ნაცები განაწყენდნენ, სწორედ ამის მერე დაიწყო, კეთილისმსურველთა ზარები.
რამდენიმე კვირის წინ ლალი გოგოჭურმა მე და გოგა მოსიაშვილს ვანო ნინოშვილი გაგვაცნო გამოგადგებათ პარტიაშიო, წყნარი ტიპია დაახლოვებას ცდილობს პარტიის ოფისის მოძებნაში გვეხმარება. გოგა თბილისიდან არ ჩამოსულა, ქალაქში რთული მდგომარეობაა, ხალხი ნაცემი, დაჩეხილი და დაკარგულია, ზოგს სად პოულობენ გარდაცვლილს და ზოგს სად. სააკაშვილის სისასტიკემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. უკვე საღამოა გოგას ველაპარაკე რამდენიმე დღეში ჩამოვა და პარტიისთვის ოფისის ძებნას გავაგრძელებთ. ვერ გადამიწყვეტია ვუთხრა თუ არა ანონიმური ზარების შესახებ ალბათ უნდა ვუთხრა.
ეს დღეც გავიდა, ვნახოთ რას მოიტანს ხვალინდელი დღე.
28,05,2011
დილის ტრადიციული ყავა, ტრადიციულად სიგარეტით, ფიქრმა წამიღო. რამდენიც გატოკება დავაპირე იმდენი ყრუ კედელი აღიმართა ჩემს წინ. ეს კი არა გამგეობაში, ადამიანებთან რომლებთან ერთადაც წლები ვმუშაობდი, თითქმის პერსონა ნონგრატად ვარ გამოცხადებული. არადა მათთვის არასოდეს მიწყენინებია, არც რაიმე საჩოთირო მითქვამს. მიუხედავად პოლიტიკურად განსხვავებული აზროვნებისა, ვცდილობ ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდეს. არადა ვატყობ ადამიანები რომლებსაც თუნდაც სულ მცირედი სამსახური აქვთ, გაურბიან ჩემთან ურთიერთობას. ირაკლი ჩემი მეგობარია. მიუხედავად იმის რომ იგი საკრებულოში მუშაობს, ყოველთვის ვგრძნობდი მის გვერდში დგომას, მაშინ როდესაც ძალიან მიჭირდა, სულიერად თუ ფიზიკურად. მე თვითონ ვფრთხილობ მასთან ურთიერთობას არ მინდა პრობლემები შეექმნას. აი გელა ავიღოთ საუკუნე არ მინახავს თუ შემთხვევით არ გადავეყარეთ ერთმანეთს ქუჩაში, ისე პოლიტიკაში რომ ფეხი შევდგი სწორედ მისი დამსახურებაა. ამ ბოლო დროს ვატყობ ბევრს ვეწევი, თითქმის ორ კოლოფზე ავდივარ. დღეს ისეთ განწყობაზე ვარ მინდა დავლიო, გამოვეთიშო ამ ცხოვრებას, არ ვიცი რატომ ვარ ასეთ ხასიათზე. ხვალ გოგა ჩამოდის თბილისიდან. კახეთის რეგიონალურის თავმჯდომარე და ჩემი მეგობარია, ისიც საკმაოდ ბევრს აკეთებს ჩემთვის, ალბათ ვეტყვი ანონიმური ზარების შესახებ და ერთად გადავწყვეტთ როგორ მოვიქცეთ. ამ ბოლო დროს ობამაც აღარ გამოჩენილა. არა პრეზიდენტი არ არის მაგრამ რაღაცას ცდილობს, მემარჟვენეების თავმჯდომარეა ჩვენს რაიონში, ალალგულა ტიპია.
თითქმის შუადღე დადგა, დღე უაზროდ მიდის ვანო ნინოშვილმა დამირეკა საღამოს ამოგივლიო, კარგი მეთქი ვუთხარი, დავითაც გამოჩნდება საღამოს და ალბათ თითო ლიტრა ღვინოს დავლევთ ცოტა ხანს მაინც გავარიდო თავი საზიზღარ რეალობას რომელიც გულს მირევს და შექსპირის სიტყვებს მახსენებს, რომ ღირსება მათხოვრადაა გადაქცეული და უღირსები კი დაფნის გვირგვინით შეამკეს.
საღამოს პასექი შედგა, მე ვანო და დათო, ქათმის შემწვარი ბარკლები, პური და ღვინო, ალალი მოფერება და ლამაზი სადღეგრძელოები. ისე ლიტრაზე მეტი მოგვივიდა, კარგად შევთვერით, ვიცი დაწოლა და გათიშვა ერთი იქნება.
* * *
29,05,2011
წუხელ ცუდად მეძინა, სიზმარში ვნახე როგორ ჩავყავდი კიბეებზე ბორკილდადებული პოლიციელებს და ოფლში გამეღვიძა. რაღაც ლოდივით დამაწვა. რა არის ეს, თავისუფლების დაკარგვის შიში? არამგონია, რადგანაც დღესაც არ ვარ თავისუფალი, ყოველთვის ვგრძნობ ჩემს ზურგს უკან ვიღაცის დაჟინებულ მზერას, ჩვენი სასახელო სპეცსამსახურები არიან, რომლებიც მოსვენებას არ გვაძლევენ ადამიანებს. ვიცი რომ მისმენენ, ისევე როგორც თითქმის მთელს ქვეყანას. თუმცა დასამალიც არაფერია. ჩემს პოზიციას და აზრს მაინც საჯაროდ ვაფიქსირებ ყოველთვის. ხოდა მისმინონ.
ისე ერთი ამბავი გამახსენდა ჩვენი სახელოვანი სპეცების ერთმა თანამშრომელმა დამირეკა 2009-ში, მას შემდეგ, რაც საკუთარ ოფისში მუსიკის ჩართვისათვის პოლიციის და კუდის თუ სოდის მაღალჩინოსნებმა ისე გულდადებით დაგვბეგვეს, რომ ნებისმიერ გამოცდილ კულინარს შეშურდებოდა, დაბეგვილი ხორცის კერძებს ვინც ამზადებს. ხოდა ამ ამბის შემდეგ დამირეკა ერთმა კუდელმა თუ სოდელმა ოფისიდან ცოტა ხანი დაბლა ჩამოდიო, ჩავედი. მითხრა შენზე ბევრი რამე გავარკვიეთ და ვიცით პლანს შენ არ ეწევი და წამალს შენ არ იკეთებ და არ გინდა ვიმეგობროთო?
გამეცინა
როცა ვთხოვე აეხსნა მისი აზრით მეგობრობა რას ნიშნავდა, მითხრა სამომავლო გეგმები მოვუყვეთ ერთმანეთსო. რატომღაც ქართული ფილმი ხარება და გოგია გამახსენდა, მედუქნეს სცენა. თან დაამატა ამ საუბრის შესახებ არავის მოუყვეო.
გამეცინა და გავერიდე. ამ დროს პარტიის ყველა ის წევრი და სტუმარი რომელიც ოფისშიი იყო აივნიდან გვიყურებდა. გამიგია კაცო,

თუ მავერბოვკებ ისეთ ადგილას მაინც დამავერბოვკე რომ თანაგუნდელები არ დამყურებდნენ თავზე. ეს ისე გამახსენდა და მოვყევი.
მოკლედ დღეს გოგა ჩამოდის თბილისიდან, გავიგებ აქციის დაშლის ამბებს უშუალო მონაწილისგან.
უკვე საღამოა გოგას დავურეკე, ვატ6ყობ ძალიან დაღლილია და ვამჯობინე ხვალ ვნახო. რამოდენიმე საოფისე ფართი გავარკვიე, პარტიისთვის გვინდა ვიქირავოთ. ახლა ვწევარ და ჩემს აწმყოსა და მომავალზე ვფიქრობ. თუმცა ისეთს არაფერს აღწერად რომ ღირდეს.
30,05,2011
დღის თერთმეტი საათია გოგას მანქანაში ვზივარ და ლალისთან მივდივართ. ლალის ხაჭაპურები დაუცხვია, მე, ვანო ნინოშვილი ლალი და გოგა ვართ, სულ რამოდენიმე ჭიქა ღვინო დავლიეთ, ასე 5-6, ვიღაც გიამ დარეკა, ვანომ მითხრა დათოს ნახვა გვინდა და შენთან დაველოდებითო, მე უარი არ მითქვამს და პირდაპირ ჩემთან წავედით. მოვიდა გიაც დავსხედით ყავა დავლიეთ და დათოც შემოგვიერთდა. მერე თითქოს ყველაფერი წამებში მოხდა. რაღაც გაუგებარი ქაღალდი და და გაუგებარი ფული. გიამ ვანო გააპარა და შვიდი იარაღიანი კაცი დაგვადგა, ფინანსური პოლიციის თანამშრომლები. მე და დათო აგვიყვანეს. მე მწარედ ჩამეღიმა დარტყმას ხომ სულ სხვა მხრიდან ველოდებოდი. გზიდან დამარეკინეს , ვუთხარი ადგილსამყოფელი და გავიგე რომ გოგა მოდიოდა. თავი ძლივს შევიკავე რომ არ მეყვირა ან რაიმე ისეთი არ ჩამედინა რაც უფრო დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას.საბუთები შეავსეს. ვითხოვდი ჩემები მაჩვენეთ მეთქი, მაგრამ უარი მივიღე. დათოს ადვოკატი მოუვიდა და მას ვთხოვე ჩემები გარეთ არიან და დაელაპარაკე იქნებ ჩემი ადვოკატიც შენ იყო მეთქი, ამბავი შემომიტანეს ადვოკატი თბილისიდან მოდის, უკვე გზაშიაო. გარედან მესმის დედაჩემის, ჩემი დის და მზია დეიდას ხმები. მზია ტყავაძე დედაჩემის ბიძაშვილია, საკუთარ დეიდას ვეძახი და მართლაც დედასავით მიყვარს. ყველაფერს ვზომავ მაგარი მსახიობები არიან, მაგრად შეკერეს ყველაფერი. თან იძახიან ვიდეოჩანაწერი გვაქვსო დამე მშვიდად ვარ, ვიცი ჩანაწერში არ ჩნს ჩემი ბრალი. დათოს შევხედე უფრო ნერვებზეა, თავი ხელში ვერ აჰყავს. სინდისი მქენჯნის, რომ არა მე ალბათ დათოსაც არ გახვევდნენ ამ შარში. 21 წლის კაცია ცოლი და ორი შვილი რჩება გარეთ.
გამომძიებელი მეუბნება თუ გინდა ახლავე გაგიშვათ ასეთივე საქმეები უნდა გვითხრა და ხალხი დაგვაჭერინოვო. მე გამეცინა ჩემი გაფუჭების გარდა გაბოზებაც მოინდომეს. მსგავსთან შეხება არასოდეს მქონია მეთქი და გავჩუმდი. სიგარეტი და საჭმელი შემოაწვდევინეს ჩვენებს, მესმის გარეთ ხალხი მატულობს. დაახლოებით ღამის თერთმეტ საათზე, ბორკილები დაგვადეს და გარეთ გამოგვიყვანეს. სულ ორი ნაბიჯია მანქანამდე, არადა თითქოს კილომეტრი გავიარე. კაპეშონი მაქვს წამოფარებული და არავის ვუყურებ არავის ვუყურებ იმიტომ რომ ვიცი დედაჩემის, ჩემი დის, მზიას , გოგას და კიდევ არ ვიცი ვის თვალებს გადავაწყდები. დედაჩემის ხმამ გამგლიჯა შუაზე ერეკლე შემომხედეო. და სულ ერთი წამით ავწიე თავი, წამი საუკუნედ იქცა. გოგა მეძახის ნაბოზარი ვანოს ამბავიაო. ვიცი გოგლა ვიცი მაგრამ რაღა დროს. მანქანაში ჩაგვსვეს. საგარეჯოს გზას დავადექით. საგარეჯო იმიტომ რომ თელავის იზოლატორი 26 მაისის აქციის მონაწილეებითაა სავსე."კაპეზე"-ზე შემოწმება გავიარეთ და საკანში შეგვიშვეს სიგარეტს ფილტრები დაამტვრიეს და საჭმელტან ერთად შემოგვიგზავნეს. შეეშინდათ ფილტრისგან ბრიტვები არ გაგვეკეთებინა.
საწოლზე წამოვწექი. დათოს ვატყობ თავს ვერ იკავებს, საშინლად ნერვიულობს და საკუთარი თავის შემეშინდა. იქნებ ესეც ერთგვარი ისტერიკაა წყნარად რომ ვარ. ფიქრებში წავედი გავლილს გადავხედე და უცებ ჩემდაუნებურად არააადამიანურმა კანკალმა ამიტანა, ვეღარ ვწყნარდები, ზიზღი და ბოღმა მახრჩობს ზიზღი და ბოღმა ადამის მოდგმის მიმართ. მახსოვს ექიმი და და ნემსი. მერე ყველაფერი იასამნისფერ ნისლში ჩაიძირა. თურმე ღამის 3 საათი იყო.
31,05,2011
გამეღვიძა, დროის შეგრძნება არ მაქვს. მარტო იმას ვხედავ რომ, მზეა სარკმელში. ირგვლივ მიმოვიხედე. დათო მაგიდასთან ზის, გვერდით ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი უზის. წამოვიწიე, ბიჭებს მივესალმე, საჭმელი შემომთავაზეს, უარი ვთქვი, მხოლოდ ნაბეღლავის ბოთლი გავხსენი. ზედამხედველი მოვიდა, რამე ხომ არ გინდათო. თუალეტში გავედით რიგრიგობით. შემოვედი, წამოვწექი და სიგარეტს გავუკიდე. დავფიქრდი, და ნინოშვილზე მაგრად გავმწარდი რამის სისხლმა ამომასხა. ქრონოლოგიას გავყევი ა მივხვდი რომ ყველაფერი ლალი გოგოჭურისგან მოდის, ისპეკულირა ადამიანებით რომლებსაც ძალიან ვაფასებ, ჩემთან ახლოს მოვიდა და მერე დანა ჩამარტყა ზურგში. დათოს დანა პირს არ უხსნის, მისი მეუღლე და შვილები გამახსენდა და მივხვდი ჯობდა ისევ იარაღი ან წამალი დაედოთ, დათო მაინც არ გაეხვეოდა ამ შარში. ადვოკატმა მომაკითხა. სიტუაცია ამიხსნა. მითხრა რომ არაფერს აზრი არ აქვს თუ არ ვაღიარებთ რომელიმე ორივეს 4-4 წელს მოგვცემენ, ოჯახებს დაგვიწიოკებენ, სანათესაოს გაგვიმწარებენ. აღიარების შემთხვევაში კი შეიძლება სასამართლოდან გირაოთი გაგვიშვან ძიების დასრულებამდე. ვუტხარი მოვიფიქრებთქო. საკანში რომ გავედი ყველაფერი გავაანალიზე, ადვოკატმა ისიც მითხრა რომ ინფორმაციას ითხოვს მედია, ალბად ძნელად დასაჯერებელია მაგრამ, უარი ვთქვი ყველაფერზე, ვერ გავწირავ ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს, ნაცმოძის მტავრობა ხომ მართლაც ყველაფერზე წამსვლელია, კიდევ ერთი მიზეზი, არ მინდა დათოც გატიკსონ. მოკლედ ორივემ მივეცით აღიარებითი ჩვენება და დავუწყეთ ლოდინი სასამართლოს. ზვიადი რომელიც ჩვენს კამერაში დამხვდა დილით, ქურდობაზე დაუჭერიათ. ახლობლის იმედი აქვს რომელიც დიდი ტანამდებობის კაცია, ნაცმოძის საძმოში ყოფილა. ჩვენებმა საჭმელი სიგარეტი და ჟურნალები შემოგვაწოდეს. დაღამდა ხვალ არაფერი ხდება, ზეგ კი სასამართლო გვაქვს გირაოს მოთხოვნას ვაყენებთ. სიგარეტის წევას საგრძნობლად მოვუმატე. ვერ ვინელებ იმას რაც ხდება, თუმცა არცერთი წუთით არ ვნანობ რა გზითაც ვიარე ცხოვრებაში. უკვე გვიანია. ვატყობ ძილი მერევა. სიგარეტი ღრმა ნაფაზით ბოლომდე ჩავწვი და კედლისკენ გადავბრუნდი. ვნახოტ რას მოიტანს ხვალინდელი დღე.
01,06,2011
დილაა, პირველმა ემოციებმა გაიარა და პრაგმატულად დავიწყე აზროვნება. კამერაში კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი მოიყვანეს, მამუკა. ისიც ჩვენსავით 210 მუხლით არის დაჭერლი, სასამართლო ერთ დღისით გვაქვს, ჩანიშნული. დღეს გავიგე რომ ვანო ნინოშვილი თურმე ოფიციალური თანამშრომელია ფინანსური პოლიციის, და გამომძიებლები მანქანითაც კი დააბრძანებენ აქეთ იქით. ხვალ სასამართლო გვაქვს, ხვალ გადაწყდება, გირაოს შეგვიფარდებენ თუ არა. მე ვეჭვობ რომ არ გამიშვებენ. იქნებ დავითა მაინც გაუშვან. არ გამიშვებენ იმიტომ რომ სწორედ ჩემს დასაჭერად მოაწყეს ეს აბსურდის თეატრი.იციან გარეთ თუ გავალ არ გავჩერდები და ყველაფერს მოვუყვები მედიას, მათ გეგმებში კი ეს საერთოდ არ შედის ამ დღეს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, ჟურნალების კითხვით გავირთეთ თავი საღამოს ვივახშმეთ და გაცნობის სადღეგრძელო კოკა-კოლათი მივირთვით, მიხარია რომ ცოტაოდენი იუმორის გრძნობა მაინც შეგვრჩენია. თითქოს შევეგუე ამ სიტუაციას. თუმცა ჩემების ამბავი მაფიქრებს. ხო მართლა, ადვოკატთან რომ გავდიოდი კარებზე შემთხვევით ხელი გავიფუჭე. 5 ბლანკი შემავსებინეს რომ შემთხვევით, თვითონ დავიზიანე და თანამშრომლები არაფერ შუაში არიან. მათაც იციან პენიოტენციალურ სისტემას სისასტიკით და კაცთა მწვალებლობით რომ აქვს სახელი განთქმული. სხვათაშორის იზოლატორის ზედამხედველები დაახლოებით ჩვენი ასაკის ბოჭები არიან და ცუდად არ გვექცევიან. უკვე გვიანი ღამეა. ვნახოთ რას მოიტანს ხვალინდელი დღე
* * *
02,06,2011
დილა გათენდა, უცნაური გრძნობა დამეუფლა, ალბათ ასეთ განწყობაზეა ხოლმე, ბაზარზე გასაყიდად გაყვანილი საქონელი. დღეს ჩემით უნდა ივაჭრონ. ამაზრზენია ეს ყველაფერი. პირი დავიბანეთ ვისაუზმეთ და ველოდებით. ოთხივეს დღეს გვაქვს სასამართლო. უკვე ვიცით რომ მე დათოს და მამუკას ერთად წაგვიყვანენ და თელავში გაგვასამართლებენ, ხოლო ზვიადს გურჯაანში მოუწევს გასეირნება. მამუკა გვამშვიდებს, ამ საქმეში "გამოცდილი კაცია", პირველი შემთხვევაა და ორ ორი ათასში გაგიშვებენო. ასე სამი საათისთვის წაგვიყვანეს თელავში. გზაზე გამომძიებელმა შემომხედა და მკითხა, შენ ახლა პოლიტპატიმრად ითვლეობიო? მერე მეორეს მიუტრიალდა და უთხრა, ეს იცი ვინ ყოფილა თურმე ტელევიზორში ხშირად გამოდის და ხალხს ჭკვას ასწავლისო. სისხლი საფეთქლებში მომაწვა. დამცინის კიდეც. მიხარია რუმ გაჩუმება შევძელი.
სასამართლოში, მთავარი კარიდან შეგვიყვანეს. წინ ჩემები შემხვდნენ, თვალები ცრემლებით აქვთ სავსე. ჩემი სიძის დამ პატარა მიხო მომიყვანა, მიხომ სახეში ცემა დამიწყო და ცუდია იტა ძიაო გაიძახოდა. გულში ჩავიკარი და ბოღმამ დამახრჩო ლამის, მაგრამ თავი შევიკავე. არავინ უნდა ნახოს შენი ცრემლები ვუთხარი საკუთარ თავს. ოჯახმა იმიტომ რომ უარესად ან ინერვიულონ. და განსაკუთრებით იმ მწვალებლებმა ვინც დღეს უზომოდ გახარებულია. გამიკვირდა ბევრი ისეთი ადამიანი დავინახე ვის დანახვასაც არ ველოდი. განსაკუთრებით გამახარა მზიას და მისი ოჯახის ხილვამ, აქ არის შოთიკო, სოფო. ცრემლებს ძლივს ვიკავებ ვატყობ წნევამ ამიწია.
მოსამართლემ წესიერად არც კი მოგვისმინა, ორ თვიანი პატიმრობა შეგვიფარდა. მიზეზი, შესაძლო მიმალვა და ძიებისთვის ხელის შეშლა იყო. ასეც ვიცოდი, სხვას არც ველოდებოდი. დათოც არ გაუშვეს. ეტყობა "ეუხერხულათ" ერთ საქმეზე ერთის დატოვება და მეორის გაშვება. სასამართლოს მერე ფინანსურ პოლიციაში აგვიყვანეს და შეგვპირდნენ რომ ახლობლებს გვაჩვენებდნენ.
როცა ვთხოვე ჩემებს შემახვედრეთ მეთქი, მითხრეს უფროსი მოვა და მერეო. უცებ ჩურჩული ატყდა ხუტა, ხუტაო და ყველანი კაბინეტებში შეიმალნენ. ერთმა მითხრა, ერეკლე მე შენი ახლობლის ნაცნობი ვარ და ვიცი ვინც, ხარ დამიჯერე თუ შენი თავისთვის და დათოსთვის კარგი გინდა იქ არ წამოაყრანტალო ოპოზიციაში რომ ხარო. ერთი მაღალი ახმახი კაცი შემოვიდა თითი გამოიშვირადა მითხრა წამოდი ჩემთანო. გავყევი, გარეთ გასულმა კიდევ ერთ გამომძიებელს დაუძახა და წამოიყვანა, აშკარად უფროსია, ისე იქცევა. თურმე აქაც ხუტა უფროსი ჰყოლიათ. კაბინეტში შემიყვანა დაჯდა და მეც მითხრა დაჯექიო.მერე შმომხედა და მეუბნება "ეს დედა მოტ..... ჭკვაზე თუ გვარიგებ როგორ, ვიცხოვროთ შენ მაინც ნუღარ აკეთებ ყ....ებსო". მოლედ ვუპასუხე თქვენ კარგად იცით რას ვაკეთებ და რას არა მეთქი. "ახლა ორი გზა გაქვს თავისუფლებისაკენ. ან დიდი ფული, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ შენს ოჯახს არ აქვს, ან შენს პარტიაზე უნდა მოგვაწოდო ინფორმაციები, მის საგარეო კურსზე და დამფინანსებლებზე, სხვა ყველა ვარიანტში ციხეში წახვალ იქ კი ტყ..ა და შიმშილი არ აგცდება"- ო. მერე იმ გამომძიებელს მიუტრიალდა იცი ეს იმ პარტიის წევრია საქართველოს რომ მტრობენო.მე ვუთხარი არაფერი ვიცი იმ რგოლის მმართველობაში არ ვარ, ფინანსებზე და პარტნიორებზე მქონდეს ინფორმაცია მეთქი. "ჩემს ...-ეს ეგ შენი საქმეაო მითხრა. ავდექი ჩემკენ წამოვიდა და მკერდში მუშტი მსუბუქად მომარტყა ძველბიჭობა გინდა შენ ეტყობაო.". ჩამეცინა.
ჩემები მაჩვენეს, დედაჩემი. კოტე, შოთიკო, ჩემი და და სიძეც შემოვიდნენ ბავშვს მოვეფერე და ჩავეხუტე ეს იყო ცრემლიანი საათი, როდესაც სულ ფეხებზე მეკიდა ვინ ნახავდა ჩემს ცრემლებს.
ჩვენებმა სიგარეტი და საჭმელი მოგვაწოდეს და წასვლის დროც დადგა. ხო მართლა მამუკა სულ დამავიწყდა მასაც ორთვიანი მისცეს, და ახლა ერთად წაგვიყვანენ გლდანში. გაგვიყვანეს, შავ პიკაპში ჩაგვსვეს სამივე, ერთმანეთზე ბორკილებით გადაგვაბეს და მანქანა დაიძრა. ასე საათნახევრის შემდეგ გამომძიებელმა გადაგვახედა ფანჯრიდან აგერ ბიჭებო განათებული როა ეგ არის ციხე, გეგონება ექსკურსიაზე ვიყავით და ისევ უკან უნდა წავეყვანეთ.
ჩვენს წინ დიდი კარი ჭრიალით გაიღო და მანქანა შევიდა. მერე რაღაც კიბეებზე აგვიყვანეს, გაგვხადეს, გაგვზომეს, აგვწონეს, მერე გამომძიებელმა უთხრა, წესიერი ბიჭები არიან რაღაცაში შესცდნენ, კრიმინალი არაა ეკონომიურიაო. დაბლა ჩაგვიყვანეს და კამერაში შეგვიყვანეს სადაც მხოლოდ სკამები დაგვხვდა, სიგარეტი ჩამოგვართვეს. ასე ოცი წუთის შემდეგ ექიმი მოვიდა. ვიდრე ჯანმრთელობის ანკეტას ავსებდნენ. ერთმა შუახნის კაცმა, გამომკითხა რა მოხდაო რომ მოვუყევი, თავი გადააქნია ეს ბოზებიო და მე გამიკვირდა. მითხრა ისეთ კამერებში შეგიშვებთ სადაც ცოტა ხალხია, ოთხშაბათია პარასკევამდე გაძლებთ როგორმე და მერე კარანტინი დაიშლება და კამერებში ახვალთო. ეგრეთ წოდებული ფუქსიდან რომ გამოვაყავდით ვიღაცამ დამიძახა, ბიჭო ერეკლეო, მე მოვიხედე, აშკარად დავაფიქსირე ნაცნობი, მზერა, ნაცნობი თვალები, თუმცა ზედამხედველმა დამიძახა, ყ.. წინ იარეო და მეც წავედი მითითებული კამერისკენ. დავტოვე ერთადერტი, ახლობელი რომელიც აქ გამოჩნდა, ის კი დავინახე რომ ეგრეთ წოდებულ აბეზიანკებში ოც-ოცდახუთ კაცამდე ჰყავდათ შეყრილი. ვიღაც იხვეწებოდა ტუალეტში გაგვიშვითო და ზედამხედველი აბუჩად იგდებდნენ ნინომ გაგიშვათო. კამერის კარი ჩემს უკან ხმაურით დაიხურა, თვალი მოვავლე გარემოს, ასე 30 მდე ადამიანი იყო 6 კაციან კამერაში და მგონი რიგრიგობით სუნბთქავდნენ რომ ჰაერი არ გამოლეოდათ. ვიღცამ დაიძახა ეი თელავი აქეთო, მივხედე და ვიცანი მერაბი, იყო კოწოწაშვილი, უკან რომ მოვიხედე დათო აღარსად იყო, ეტყობა სხვა კამერაში წაიყვანეს. პატიმრებს რიგ რიგობით სძინავთ. გამთენიისას მეც მომიწია წამოწოლამ და უგონოდ გავითიშე.